ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს
ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს სიუჟეტს. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ეს სოფლები ამჟამად ჩაკეტილია და იქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
"მე კახის რაიონში ვცხოვრობ, ამ განძის შესახებ გამიგია, რომ სოფელში კაცი ხნავდა, ... ეს სოფელი აზერბაიჯანული სოფელია, გადაკეტილია და არავის არ უშვებენო", - ამბობს ერთერთი აზერბაიჯანელი მაცხოვრებელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ამ სოფლებში არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია 12 ტონამდე ოქრო.
ისტორიკოსები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი განძი შესაძლოა თამარ მეფის საფლავთან იყოს კავშირში. მათი თქმით, ეს განძი ბრინჯაოს ხანის ყორღანებიდან შეიძლება იყოს.
ადგლობრივები, ქართულ მხარეს, კულტურის სამინისტროსა და საელჩოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: https://mtavari.tv/news/35170-traktori-ormoshi-chavardnila-gandzi-upoviao
Related items
-
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებშივიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრსა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან,სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან ერთად, ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა. თეა წულუკიანი სკოლის ლოტბარ ლევან ბერელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს რეგიონში ქართული ფოლკლორის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამ დარგის განვითარება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.ამის შემდეგ მინისტრი ანსამბლის ,,საგალობელი" წევრებს შეხვდა და აცნობა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზში, ლევილში გაემგზავრება და ქართულ მიწაზე სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რითაც საკუთარ შემოქმედებას უცხოელ აუდიტორიასა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გააცნობს.ამბროლაურის სალოტბარო სკოლა 2014 წელს ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და პირველი სკოლაა, რომელიც ფოლკლორის ცენტრის ძალისხმევით დაარსდა. 2022 წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 44 მოსწავლეა. ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.თეა წულუკიანმა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც მოინახულა და მის დირექტორთან, მხატვარ ბესო კობახიძესთან ერთად, მუზეუმის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელა. მუზეუმი 1965 წლიდან ფუნქციონირებს და მასში დაცულია ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ავთო ვარაზის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული თუ სკულპტურული ნამუშევრები, ჭედურობის ნიმუშები. -
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, დიდი ირანელი პოეტის, ფირდოუსის, ნაწარმოების - „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა. ეს „შაჰნამეს“ პირველი სრული ქართული თარგმანია.თარგმანი ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის, თითქმის 50-წლიანი თავდადებული შრომის ნაყოფია.გამოცემის პრეზენტაცია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: თავად მთარგმნელი ბელა შალვაშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, აკადემიური და ლიტერატურული სფეროებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.პროექტის განსახორციელებლად სამინისტრომ 65 000 ლარი გამოყო. „შაჰნამეს“ პირველი ოთხი ტომი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა.„შაჰნამე“ ანუ „მეფეთა წიგნი“ ვრცელი ლეგენდარულ-მითოლოგიური და საგმირო-სარაინდო ეპოსია, რომელიც ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ტექსტი დაწერილია მესნევის ფორმით (ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა, გავრცელებული კლასიკურ სპარსულ პოეზიაში), რომლისთვისაც დამახასიათებელია სისადავე და უშუალობა, რასაც ხატოვანება და ემოციური აზროვნებაც ბუნებრივად ერწყმის.თანამედროვე ქართულ ენაზე „შაჰნამეს“ ცალკეული ნაწილები თარგმნეს ამბაკო ჭელიძემ, მაგალი თოდუამ, ალექსანდრე ელერდაშვილმა. ბელა შალვაშვილის თარგმანი კი პირველი სრული და ორიგინალს მიახლოებული თარგმანია.„შაჰნამე“ სხვადასხვა დროს მრავალ ენაზე ითარგმნა, თუმცა სრული ქართული თარგმანი, რომელიც ერთმა მთარგმნელმა შეასრულა, მსოფლიოში ერთადერთია. ბელა შალვაშვილმა „შაჰნამეს“ თარგმნა თავისი მასწავლებლის, ვახუშტი კოტეტიშვილის, დავალებით 1970 წელს დაიწყო და 2016 წელს დაასრულა. სამწუხაროდ, არაერთი ცდის მიუხედავად, წლების განმავლობაში თარგმანის გამოცემა ვერ ხერხდებოდა.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს, ქართული თარგმანის V-IX ტომების გამოცემით, დასრულდება. -
2023 წლის იანვარში ჩინეთის ოქროს მარაგი მკვეთრად გაიზარდა
პეკინი, 7 თებერვალი (სინხუა) -- 2023 წლის იანვრის ბოლოსთვის, ჩინეთის ოქროს მარაგი 65,12 მილიონ უნციამდე გაიზარდა, რაც 480,000 უნციაზე მეტია, ვიდრე 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მაჩვენებელი.
ამას მოწმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავალუტო კონტროლის სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები.
მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ იანვრის ბოლოს ქვეყნის სავალუტო რეზერვები 1,82 პროცენტით გაიზარდა და ყოველთვიურად ეს ციფრი 3,1845 ტრილიონ დოლარს აღწევს.
-
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი: შეზღუდვა რუსულ ოქროსაც შეეხო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პასუხად, 21 ივლისს ევროკავშირმა ახალი შემზღუდველი ზომები მიიღო. გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრება და მათი აღსრულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.
პაკეტი აწესებს ახალ აკრძალვას ოქროს პირდაპირ ან არაპირდაპირ შესყიდვაზე, იმპორტზე და ტრანსფერზე, თუ ის რუსული წარმომავლობისაა და ევროკავშირში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში რუსეთიდან ექსპორტის სახით მოხვდა. აკრძალვა ეხება საიუველირო ნაკეთობებსაც.
გარდა ამისა, ევროკავშირი ამკაცრებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციით და მოწინავე ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე კონტროლს, რისი მიზანიც რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური გაძლიერებისთვის ხელის შეშლაა. ევროკავშირმა, ამასთან, ენერგეტიკული და სამეწარმეო უსაფრთხოების, სახელმწიფო შესყიდვების, ავიაციის და სამართლის სფეროებში უკვე არსებულ შემზღუდველ ზომებშიც შეიტანა შესწორებები.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის კიდევ ერთი მსხვილი ბანკი, „სბერბანკი“. განახლებულ სიაში შევიდნენ ის პირებიც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიაში არიან ჩაბმულები — კერძოდ, მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები, მოტოციკლისტთა კლუბი, „ღამის მგლები“ და დეზინფორმაციის გამავრცელებლები.
„არცერთი ზომა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციის საპასუხოდ მიგვიღია, არანაირად არ ზღუდავს სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციით, მათ შორის ხორბლით და სასუქებით მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის ვაჭრობას“, — აზუსტებს ევროკავშირი, — „ანალოგიურად, ევროკავშირის სანქციები არ უკრძალავს მესამე ქვეყნებს და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მომუშავე მათ მოქალაქეებს, რუსეთისგან შეიძინონ ფარმაცევტული ან სამედიცინო პროდუქცია“.
საბჭომ ანგარიშგების მოთხოვნებიც გაამკაცრა, რის შედეგადაც სანქცირებულ პირებს თავიანთი აქტივების დეკლარირების ტვირთი დაეკისრათ.
„ეს მძლავრი სიგნალია მოსკოვისთვის: ჩვენ ზეწოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება“, — დაწერა Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი -
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
8 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით, დოკუმენტს საქართველოს მხრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარმა მარია გაბრიელმა დისტანციურ ფორმატში მოაწერეს ხელი.შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მეორედ ჩაერთვება, როგორც ასოცირებული ქვეყანა და შეძლებს კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა კულტურის, მედიისა და ინტერსექტორული მიმართულებების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვოს დაფინანსება. რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებასა და ქართული კულტურის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციას.ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ 2021-2027 წლებზე გათვლილი 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტით ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს პროგრამის წევრი ქვეყნების კულტურის, შემოქმედებით და აუდიო-ვიზუალურ სექტორებს. პროგრამას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: ევროპული კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.ხაზგასასმელია, რომ საქართველო იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა, რომელიც 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“. 2014-2020 წლებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით, პროგრამის დაფინანსება მოიპოვა 33-მა პროექტმა, რაც ჯამში 1.5 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. დაფინანსებულთა შორის 5 ორგანიზაცია პროექტის წამყვანი (ლიდერი) პარტნიორია, რომელმაც მიაღწია წარმატებას „შემოქმედებითი ევროპის” დაფინანსების ყველა სქემაში. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელშეწყობილ იქნა სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: კინოფესტივალი, ლიტერატურა, მუზეუმების სექტორი, არქიტექტურა და სხვა. პროგრამაში გაწევრიანებისთანავე საქართველოში ჩამოყალიბდა „შემოქმედებითი ევროპის დესკი”, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ბაზაზე და მის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საქართველოდან პოტენციური ბენეფიციარების მხარდაჭერა პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროგრამისა და გამოცხადებული კონკურსების შესახებ დესკი მუდმივად მართავს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს და ეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს როგორც პარტნიორების მოძიებაში, ასევე განაცხადის წარდგენის პროცესში და შემდგომ - პროექტების განხორციელებაში.აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების, ქართული კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების, ასევე ევროპული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული განპირობებულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით განმტკიცებული დებულებებით, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...