საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აუცილებელია ქმედითი და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა - აცხადებს საქართველოს ელჩი ჩინეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 13:48

2020 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია მიწვეული იყო ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის “Center for China and Globalization“-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

მათი თქმით, არჩილ კალანდია ელჩების მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეობდა დისკუსიაში: US Election 2020: A Pivot Moment for the Future of Global Trade?

ელჩმა აღნიშნა, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აუცილებელია კიდევ უფრო ქმედითი და მეტად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის მკვეთრად შემცირების საწინააღმდეგოდ“.

აღნიშნულ ფორმატში ჩინეთში საქართველოს, ევროკავშირის, საფრანგეთის, კანადის, ესპანეთის, იტალიის, ავსტრალიის, ინდოეთის, პოლონეთის, ფინეთის, სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთისა და ალჟირის ელჩების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ჩინელი პოლიტოლოგები და ექსპერტები.

წაკითხულია 477 ჯერ

Related items

  • Visa-სა და Rooms Hotels-ის პარტნიორობა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის

    თბილისი, 2023 წლის 6 სექტემბერი – Visa,ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, და Rooms Hotels, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც Rooms Hotels-ის მხარდაჭერას გულისხმობს Visa Consulting & Analytics-ის (VCA) გამოცდილებითა და ინოვაციური გადაწყვეტებით.        

    ახალი პარტნიორობის ფარგლებში, VCA-ს გადამწყვეტი როლი აკისრია და Rooms Hotels-ს სტრატეგიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც ერთობლივ პროექტებში Visa-ს საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. თანამშრომლობის მიზანი Visa ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნაა Rooms Hotels-ში. 

    მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება თბილისში, Rooms Hotel Courtyard-ში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს. ღონისძიებას Rooms Hotels-ისა და Visa-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ვალერი ჩეხერია, Rooms Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტო დე მეო, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში და დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

    Rooms და Visa-ს მრავალი წლის პარტნიორობა აკავშირებს. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს ახალ ინიციატივაზე, Visa Consulting & Analytics (VCA)-ს მხარდაჭერით ვქმნით თანამედროვე აპლიკაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასით იმ ობიექტებზე, ღონისძიებებზე და სერვისებზე რომლებსაც ჩვენ ვმართავთ ან ჩვენს სანდო პარტნიორებს წარმოადგენენ. იქნება ეს სხვა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, ელექტრო სკუტერები და მანქანები, რესტორნები თუ სხვა სახის ბიზნესები. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შედგება Visa-სთან თანამშრომლობით. ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ძალიან მალე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მათზე მორგებულ პროდუქტს შევთავაზებთ,“ - თქვა Rooms Hotels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

    “VCA-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს Rooms Hotels-თან, რომელიც საქართველოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. VCA-ს გლობალურ ცოდნას, მიგნებებსა და ადგილობრივ გამოცდილებას შეუძლია Rooms Hotels-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში შეუწყოს ხელი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული აქტუალური ტრენდების, ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გაგებით. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია შეთავაზებებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის”, თქვა რობერტო დე მეომ, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.

    VCA-ს გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში ათწლეულებს ითვლის და აერთიანებს ექსპერტებს სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკების, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. 

    Visa Rooms Hotels-თან პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ზეიმობს. ჩვენმა კომპანიებმა თანამშრომლობა 3 წლის წინ დაიწყეს და ჩვენ ერთად განვსაზღვრეთ თუ რას ნიშნავს უზრუნველყო გამორჩეული გამოცდილება Rooms-ის სტუმრებისა და Visa ბარათის მფლობელებისთვის.  მომხმარებლები მიიღებენ მათზე კიდევ უფრო უკეთ მორგებულ შეთავაზებებს და უკეთეს გამოცდილებას, რომლებიც მათი პროფილისა და მოლოდინების შესაბამისი იქნება. Visa ერთგულად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებასა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    ###

    Visa Consulting & Analytics-ის (VCA) შესახებ

    Visa Consulting & Analytics (VCA) Visa-ს გადახდების საკონსულტაციო ქვედანაყოფია. ჩვენი გუნდი აერთიანებს რამდენიმე ასეულ გადახდის კონსულტანტსა და მონაცემთა მეცნიერს ექვს კონტინენტზე. ჩვენს კონსულტანტებს აქვთ ათწლეულების გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში და არიან ექსპერტები სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკის, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენი მონაცემთა მეცნიერები არიან ექსპერტები სტატისტიკაში, ანალიტიკასა და მანქანურ სწავლებაში და წვდომა აქვთ მონაცემებზე VisaNet-დან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდის ქსელია. ჩვენი კომპლექსური საკონსულტაციო ცოდნა გადახდებში და მონაცემთა მოცულობის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ისეთი პრაქტიკული მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.

    VCA-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.visa.com.ge/en_GE/services/visa-consulting-analytics.html 

    Visa-ს შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge 

    რუმსის შესახებ 

    Rooms-ი, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას,რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულმომსახურებას და გარემოს სთავაზობს.ქვეყნის მასშტაბით, კომპანიისდამფუძნებელმა თემურ უგულავამ, ვალერი ჩეხერიას ხელმძღვანელობით, შექმნა წარმატებული სასტუმროების ქსელი და განახორციელა მრავალი უნიკალურიპროექტი.

  • ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება!

    ექიმი ჰემატოლოგები და პაციენტები პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და  და  მისი ეფექტურობის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

    22 აპრილს, 12:00  საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ (მის: თბილისი, თელავის  #20) ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდითა და . ერისთავისსახ.ქირურგიისეროვნულიცენტრის ხელშეწყობით, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

    ღონისძიებაზე მონაწილეობენ ექიმი-ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ  ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და მისი ეფექტურობის შესახებ. ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.

    შეხვედრა  მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამის  გაფართოების საჭიროების შეხსენებას.

    ღონისძიებას წარუძღვება  და ისაუბრებს თემაზე „ჰემოფილია დღეს საქართველოში“,  ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე,  ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობაზე, რა განსხვავებაა ინტრავენურ და კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკურ მკურნალობას შორის, რა პრობლემებს უქმნის ჰემოფილია პაციენტებს და რამდენი საჭიროებს ამ ეტაპზე მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას, რეაბილიტაციის როლი ჰემოფილიის მქონე პაციენტის ცხოვრების გაუმჯობესებაში და სხვა ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელებენ ექიმი-ჰემატოლოგი კონსტანტინე ჩომახიძე, პედიატრ-ჰემატოლოგი  თამარ ნადირაზე, ჰემოფილიის ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი რამაზ ფილფილაშვილი და ჰემოფილიის ცენტრი ფიზიოთერაპის მეთოდისტი ლიკა რამიშვილი.

    კონფერენციის დასასრულს  გაიმართება დისკუსია.  

    შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზრდა.  წელს ჰემოფილიის მსოფლიო დღე  იმართება ლოზუნგით - „ხელმისაწვდომობა ყველას - სისხლდენის პროფილაქტიკა, როგორც მკურნალობის გლობალური სტანდარტი“.

    ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს, სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.

    დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ინოვაციურმა კანქვეშა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება  რადიკალურად შეცვალა, რაც  წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში.  დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კვირაში ან თვეში ერთხელ საკმაოდ მარტივად კანქვეშ გაიკეთოს მედიკამენტი, რაც ხელს უწყობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესს და პაციენტს სისხლჩაქეცევები და სისხლდენა აღარ უვითარდება.  საქართველოში კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკური მკურნალობა ამოქმედებულია და მასში ჩართულია 14 პაციენტი, დამატებით, მოლოდინის რეჟიმში არის 80-მდე პაციენტი, რაც ხაზს უსვამს პროგრამის გაფართოების საჭიროებას.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არსებობს მითი, რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და  დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.

    მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:

    • სისხლჩაქცევები
    • განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
    • როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში  დაიწყება
    • გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

    საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, მსოფლიო სტატისტიკით კით 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს, ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვე არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.

  • დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“
    2023 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდმა საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“.
    დისკუსიის მიზანი იყო „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის გაფართოება და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
    დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილ. მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, კიევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია ვდოვიჩენკო, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ, ლიტვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე და პოლონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი არკადიუშ ლეგიჩი.
    აღსანიშნავია, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „სამი ზღვის ინიციატივა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ესწრაფვიან, კერძოდ, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამდენად ბუნებრივია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს, ამ ინიციატივაში მონაწილეობის ინტერესი. უფრო მეტიც, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იგეგმება საქართველოს ჩართვა. ეს იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს შავი ზღვისა და ადრიატიკის ზღვის წევრ ქვეყნებს, ხოლო სამომავლოდ იგულისხმება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.
    დისკუსიაში მონაწილეებმა ისაუბრეს რას მოიცავს „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმა და როგორია მასთან უფრო აქტიურად თანამშრომლობის გზები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ხაზი გაესვა ამ პლატფორმის მნიშვნელობის გაზრდას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.
    დისკუსიაში მონაწილე რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბუქარესტში გაიმართება მორიგი სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები; ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალ წელს იქნება თავმჯდომარე ქვეყანა და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს რუსეთის ფაქტორმა. პოლონელმა ექსპერტმა ილაპარაკა პლატფორმის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მისი ამ მიმართულებით განვითარების ასპექტებზე, ხოლო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე.
    მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა თავად „სამი ზღვის ინიციატივის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივების განხილვის თვალსაზრისით.
    რონდელის ფონდი
  • IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“

    რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

    დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.

    მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.

  • ჩინეთის ინტენეტ პლატფორმა JD.com-ის ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით - “JD.com`s 2nd Ambassadors Forum"
    2022 წლის 2 ნოემბერს, ჩინეთის მსხვილ ინტენეტ პლატფორმა JD.com-ის ორგანიზებით, რომელსაც 600 მილიონამდე აქტიური ონლაინ-მომხმარებელი ჰყავს და ელექტრონული კომერციის კუთხით, ქვეყნის ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით - “JD.com`s 2nd Ambassadors Forum“.
    აღნიშნულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივი სტიმულირების მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე.
    ასევე, საქართველოს ელჩმა აღნიშნა JD.com-ზე საქართველოს პავილიონის წარმატებული ფუნქციონირების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩინელ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.
    ღონისძიების მსვლელობის დროს, JD.com-მა საქართველოს ელჩი დააჯილდოვა მადლობის სიგელით, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური