ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.
Related items
-
თბილისში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ კიუ ვანგმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პროკურატურის ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა და უწყებასთან საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციურ უწყებად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.
„რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ჩასატარებლად საქართველოს არჩევისთვის და საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ როგორც მასპინძელი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე გლობალურ კონფერენციაზე. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია უკვე მეორედ ატარებს ღონისძიებას საქართველოში. პირველად, 2017 წელს ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც აღმოჩნდა წარმატებული. მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას [აღმასრულებელ კომიტეტს], რომ აირჩია საქართველო მეორედ, ამჯერად უფრო ამბიციური პროექტისთვის. თქვენს მიერ შეტანილი ყოველი წვლილი ღირებული იქნება ღონისძიების წარმატებისთვის.
მე მაქვს პატივი სიტყვით გამოვიდე პროკურატურების ხელმძღვანელთა სესიაზე. ჩვენ შევეხებით პროკურატურების წინაშე არსებულ გამოწვევებს პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობისას. პროკურატურები წარმოადგენენ სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მოთამაშეებს და ზოგიერთ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ისინი ცენტრალური ორგანოების როლსაც კი ასრულებენ. მაშასადამე, ეს იქნება შესანიშნავი ფორუმი რეალური პრობლემების გადასაჭრელად და პერსონალურ დონეზე ქსელების შესაქმნელად, რაც ზოგჯერ შეიძლება ბევრად უფრო საჭირო იყოს, ვიდრე დოკუმენტები“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც თბილისში 25- 29 სექტემბერს ტარდება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.
ოთხდღიან კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
ასევე, კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვესი, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაჟატ შამემ ხანი ესწრებიან.
ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, იმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.
საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია 2011 წლიდან, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში. -
USA OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინელ მეტოქესთან სამ სეტში წააგო
ნიუ-იორკში სტარტი აიღო წლის დასკვნით დიდი შლემის ტურნირმა USA OPEN, სადაც სამი ქართველი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას.საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ადმინისტრაციის ცნობით, ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი (35), ხოლო წყვილთა თანრიგში ეკატერინე გორგოძე (Doubles Ranking 45) და ოქსანა კალაშნიკოვა (Doubles ranking 70) იასპარეზებენ.გუშინ გაიმართა ბასილაშვილისა და საკვალიფიკაციო წრიდან გასული, მსოფლიოს 174-ე ჩოგანის, ჩინელი Yibing Wu-ს სეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს და ჩინელს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა სარეიტინგო ქულებში, მატჩის ფავორიტი მაინც ჩინელი ჩოგბურთელი იყო, რადგან სამწუხაროდ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წელი საკმაოდ ცუდად დაიწყო და ვერცერთ ტურნირზე ვერ გადალახა საწყისი ეტაპი მაშინ, როდესაც ჩინელმა სპორტსმენმა ზედიზედ ჩელენჯერის სამი ტურნირი მოიგო.როგორც ვარაუდობდნენ მატჩი ჩინელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:3, 6:4, 6:0 დასრულდა.აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს და მისი მეწყვილეა მექსიკელი Hans Hach Verdugo-ია. ქართულ-მექსიკური დუეტის პირველი მეტოქე ტურნირზე ველური ბარათით გასული ამერიკული დუეტი იქნება.ეკატერინე გორგოძე წყვილში ირინა ბარასთან (Doubles Ranking 59) ერთად ასპარეზობს. როგორც გახსოვთ ქართულ რუმინულ წყვილს ერთად K125 ოთხი ტურნირი აქვს მოგებული. ამერიკის ღია პირველობაზე გოროგძე ბარას პირველი მეტოქეები ბელორუსი Aliaksandra Sasnovich (Doubles Ranking119) და სლოვაკი Tereza Mihalikova (Doubles Ranking 61) იქნებიან.ოქსანა კალაშნიკოვას მეწყვილე კი უკრაინელი Nadiia Kichenok (Doubles Ranking 83) იქნება. ქართულ-უკრაინულ წყვილს პირველივე წრიდან ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი დაუპირისპრდება- ჩინელი Shuai Zhang (Doubles Ranking 5) და უკრაინელი Marta Kostyuk (Doubles Ranking 46).ტურნირის მიმდინარეობას, განრიგს და შედეგებს გაეცანით შესაბამისი ბმულის მეშვეობით. -
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“: „არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?!
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“: „არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად“. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განცხადა.
მისივე თქმით, დღეს, ბატონმა ივანიშვილმა, გამოაგორა კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია.გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის?! ოკუპანტ რუსეთს, ჩვენს მტერს, „ოცნების“ მთელი შემადგენლობა ყველგან რომ უძვრება, შოკისმომგვრელი არ არის?! მაგრამ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გულისტკივილი, რომ საქართველოს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს, შოკისმომგვრელია?!მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით მოძალადე ხელისუფლებას და ძალადობრივი, სისხლიანი მეთოდებით არ ვეცდებით მათ დამხობას. ჩვენ, ქართველი ხალხი, გავისტუმრებთ მათ არჩევნებით და თუ ისინი, 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად ეცდებიან, ან გააყალბებენ ამომრჩევლის ნებას, წავლენ ქართველი ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე!აქვე, ვეხმაურები გოგაშვილის საკითხს - მასზე, როგორც ერთ პიროვნებაზე, ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა, შინაარსით - რა ცუდია სოსო გოგაშვილი! არავის აინტერესებს, როგორია სოსო გოგაშვილი. საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და ჩვენს პარტნიორებს, ქვეყნის გარეთ, აინტერესებთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებზე. კეთილი ინებეთ, გამოგორდით და პასუხი გაეცით გოგაშვილის ბრალდებებს, ის თქვენი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო!არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად, აცხადებს კ. ოქრიაშვილი. -
პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს იოსებ გოგაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის ადმინისტრაცია იუწყება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.
ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. -
ეკატერინე გორგოძე Wimbledon 2022 წლის ძირითად ბადეშია!
27 ივნისს ლონდონში სტარტს აიღებს ჩოგბურთში უიმბლდონის 2022 წლის გათამაშება. რა თქმა უნდა, საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ინგლისში ვიხილავთ, თუმცა ამის პარალელურად საკმაოდ კარგი ინფორმაციაც გავრცელდა.
უიმბლდონის წესების მიხედვით, ძირითად ბადეში რეიტინგის პირველი 128 ჩოგბურთელი ხვდება. ამ მომენტისთვის, ეკატერინე გორგოძე 580 ქულით 113-ე ადგილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში იასპარეზებს და მას კვალიფიკაციის გავლა არ მოუწევს.
ცნობისთვის, უიმბლდონზე ზოგადად ერთეულთა თანრიგში 144 მოთამაშე იღებს მონაწილეობას. დარჩენილ 16 ადგილს კი კვალიფიკაციიდან გადმოსული ჩოგბურთელები შეავსებენ, რისთვისაც კიდევ ერთი ქართველი მარიამ ბოლქვაძე იბრძოლებს. ცნობისთვის, ბოლქვაძე 358 ქულით 185-ე WTA-ს ოფიციალურ რეიტინგში185-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძეს "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში ერთხელ აქვს ნათამაშები. ქართველი ჩოგბურთელი გასულ წელს „როლან გაროსზე“ გავიდა, თუმცა პირველივე წრეში დანიელ კლარასთან წააგო.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...