სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 14:41

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

წაკითხულია 999 ჯერ

Related items

  • სუს-მა სახელმწიფო გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: გუშინს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, არა შესაძლო, არამედ უკვე დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებაზე. სუს-ს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ყველა მათგანი ტყუილი და „ფეიკი“ აღმოჩნდა.
    რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია - ამ განცხადებით, მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს. ამით ფაქტობრივად თქვეს, რომ ამერიკა, ევროპა და უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. სუს-ის ხელმძღვანელობა, პარლამენტის წევრები „ოცნებიდან“ და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გადაეფარნენ ფარცხალაძეს, ცდილობენ მის „გაპრავებას“ და მისი დასანქცირების საფუძვლიანობისა და მოტივაციის ეჭვქვეშ დაყენებას. შეგახსენებთ, ბატონმა კალაძემ 170 000 ევროდ შეფასებული ავტობუსები 250 000 ევროდ იყიდა და ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. ასე რომ, მათგან მომავალშიც ბევრ იუმორისტულ განცხადებას მოვისმენთ", - ნათქვამია განცხადებაში.
  • VIDEO: პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა!

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
    დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ს. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი- სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
    ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
     

  • პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

    ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

    სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შ. მ. (მეტსახელად "ჩატო") და 1972 წელს დაბადებული მ. ფ. - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გ. ნ., 1979 წელს დაბადებული ვ. ა. და 1968 წელს დაბადებული გ. ც. - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.
    1960 წელს დაბადებული ა. ჯ. (მეტსახელად "კიკა") და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.
    რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
    დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავას ოღლის.
    მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.
    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
  • ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

    დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მთავარი"-ის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
    "დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური