მედიათეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.
როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, პროექტების მიზანია დედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
„არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნით მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ თანამშრომლობით ორ ძალიან საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი. ვაკის მედიათეკაში გაიხსნება კაფე, სადაც პროფესორ-მასწავლებლები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ ლექციებს. ასევე, ვარკეთილის მედიათეკაში აბიტურიენტებისთვის შეიქმნება კურსი, რომელიც მათ მისაღები გამოცდებისთვის მოამზადებს. დასწრება იქნება თავისუფალი და ეს ყველაფერი იქნება სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ორივე პროექტი სტარტს 1 მარტიდან აიღებს. „სამეცნიერო კაფე“ ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ვარკეთილის მედიათეკაში კი აბიტურიენტებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში ჩაატარებენ. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალი იქნება.
Related items
-
უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გუშინ უკრაინაში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
მემორანდუმს ხელი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქციას, როგორიცაა გზები, ხიდები, წყლისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და სკოლები
-
„გაზპრომი“ ირანში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ირანთან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, თეირანში, ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის წარმომადგენლებმა მოაწერეს.
ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუჰსინ ხოჯასტემეჰრმა განაცხადა რომ აღნიშნული მემორანდუმი, „ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო გარიგებაა მისი ქვეყნის ნავთობის სექტორში“.
-
თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ. -
„ეფეს საქართველომ“ „ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
#გარემოსთვის - „ეფეს საქართველო“ „ნიკორასუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს
„ნატახტარის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოს“, „ნიკორა სუპერმარკეტსა“ “ და „ეკო ჯეო პეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს.
კომპანიების ერთობლივი პროექტი მომავალში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ითვალისწინებს. კამპანია #გარემოსთვის „ეფეს საქართველოს“ ინიციატივით, მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაიწყო.პლასტმასის ბოთლების შეგროვებასთან ერთად, პროექტი შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავებასაც ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელს მოაწერეს „ეფეს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ერთან კურტმა, „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ და „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორმა ივან პეტრუშევსკიმ.
“ეფეს საქართველოსთვის“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არ არის პირველი გარემოსდაცვითი პროექტი. 2012 წლიდან,გარემოზე ზემოქმედებისშემცირებისმიზნით,საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს თანამედროვე, მაღალისტანდარტებისშესაბამისიწყლის ბიოლოგიური გამწმენდინაგებობა, რომლისმეშვეობითაცწარმოებისმთლიანიციკლისშედეგადმიღებულიჩამდინარეწყლებისგაწმენდა-გადამუშავებახდება.ასევე, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ გაეროს მდგრადიგანვითარებისისეთიმიზნებით (SDG) ვხელმძღვანელობთ, როგორიცაა:სუფთაწყალიდასანიტარია, მდგრადიმოხმარებადაწარმოება, კლიმატისცვლილებისსაწინააღმდეგოღონისძიებები“. რაც შეეხება ახალ კამპანიას: #გარემოსთვის, აღსანიშნავია, რომ „ეფეს საქართველო“ იქნება პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს პალსტმასის ნარჩენების სწორად მართვის პროცესს და რაც მთავარია, ამ კამპანიაში ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
„ჩვენი კომპანიის სტრატეგიის ქვაკუთხედია გქვონდეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ვიყოთ კორპორატიულად მოაზროვნე, რაც ასევე გულისხმობს გარემოზე ზრუნვის მიმართულებასაც. დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე პლასტიკის მავნე ზემოქმედების შემცირებას. საპილოტედ შეირჩა რამდენიმე ობიექტი, მომავალში იგეგმება ფილიალების რაოდენობის გაზრდა და პროექტის გაფართოება“ - განმარტავს „ნიკორა სუპერმარკეტის“ გენერალური დირექტორი თემურ ალექსანდრია.
„ჩვენი კომპანია პლასტმასის გადამუშავების პროგრამას იწყებს, რომელიც ასევე პლასტმასის ბოთლების შეგროვებასაც გულისხმობს, რაც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. იმედი მაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება, გაფართოვდება და რეგულარულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნავს „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორი ივან პეტრუშევსკი.
-
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთის მომხმარებელ ფერმერებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა უმარტივდებათ
მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.
ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ბანკის მომხმარებელი ფერმერები, ბანკში მხოლოდ ერთი ვიზიტით - „ერთი ფანჯრის" პრინციპით, შეიძინენ როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სასურველ მომსახურებას. დღეიდან აგროდაზღვევის შეძენა, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა მესამე წელია, რაც ოპერირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში.
აგროდაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. წინა წელს ჩვენ შევძელით მოგვეცვა ბაზრის 35%. წელს დიდი გეგმები გვაქვს. აქცენტს ვაკეთებთ ხარისხსა და მომსახურებაზე, ვაფართოებთ სააგენტო ქსელს, მაქსიმალურად ვხვეწთ პროდუქტის მარტივად შეძენის შესაძლებლობას, მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩვენი სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა. უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ ლიბერთისთან. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში ფერმერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგროდაზღვევას, შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით, პროცენტის დაფარვის ვალდებულებას სადაზღვევო კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს ნიუ ვიჟენის აგროდაზღვევა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. " - გიორგი ბარკალაია, ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალური დირექტორი.
„ლიბერთი აგრძელებს ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობას. პარტნიორობა წელსაც აგროდაზღვევის მიმართულებით გაგრძელდება. ჩვენს მომხმარებელ ფერმერებს საშუალება ეძლევათ საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან დააზღვიონ და თავისი შემოსავლები შესაძლო რისკებისგან მაქსიმალურად დაიცვან. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია აგრო მიმართულებით ახალი, მარტივი სერვისების განვითარება. ასევე, აქტუალურია ზოგადად აგროდაზღვევის შესახებ როგორც ცნობადობის, ასევე ხელმისაწვდომის გაზრდა. ერთობლივი პროექტი საშუალებას იძლევა, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით." - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ლიბერთის პრეს-რელიზი
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...