შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 16:24

2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული. 

ჟურნალისტიკის პროგრამა “პრაქტიკოსი ჟურნალისტის მომზადებაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკად მიგვაჩნია, რომ საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში... რაც ხელს უწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას რეალურ ჟურნალისტურ გარემოში პროფესიონალი ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვებით”, ვკითხულობთ დასკვნაში. 

პროგრამა სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ელოდება. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროგრამამ 2018 წლის ივნისში გამოუშვა.

წაკითხულია 987 ჯერ

Related items

  • IBSU-ში მადლიერების დღე აღინიშნა!

    ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.

    ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

    სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.

  • საფრანგეთში სახის ამოცნობის პროგრამა არალეგალურად გამოიყენება

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები 2015 წლიდან არალეგალურად იყენებენ Briefcam-ის სახის ამოცნობის პროგრამას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    ფრანგული საგამოძიებო საიტი Disclose-ი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ფარულად შეიძინა სახის ამოცნობის პროგრამა ისრაელის კომპანია Briefcam-ისგან 2015 წელს.

    ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის შიდა კორესპონდენციისა და Disclose-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, პოლიცია წლების განმავლობაში იყენებდა Briefcam-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვალი დახუჭა კანონის ამ დარღვევაზე.

    კვლევის საიტზე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით გზა გაუხსნა იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აქამდე მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში იყო დაშვებული, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა.

    Disclose-ის თანახმად, ეს კანონი უშიშროების ძალებს უხსნის კარს, პროგრამა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოიყენონ.

    შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და სახის ამოცნობის ტექნიკის გამოყენება აკრძალულია განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

  • IBSU-ში სამეცნიერო ღონისძიება “მეცნიერება და საზოგადოება” გაიმართა
    მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება - “მეცნიერება და საზოგადოება”.
    ღონისძება მიზნად ისახავდა მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმა.
    ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი.
    ღონისძიება 5 პანელისგან შედგებოდა: უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ისაუბრა მეცნიერებაში თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ; სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარმოადგინეს განხორციელებული კვლევების შედეგები; მოხდა შიდა და გარე საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევების განხილვა და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.
    მეცნიერების საერთაშორისო დღე 10 ნოემბერს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება.
  • IBSU-ში 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა.

    ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. 

    თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.

    "ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის გაგრძელებას და კიდევ ბევრი ახალი სიახლისა და ტრადიციის დანერგვას უნივერსიტეტში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    რექტორის განცხადებით, IBSU-ს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრი ახალი სიახლე და ტრადიცია დაინერგება.

    "დღეს იყო გასაოცარი დღე IBSU-ში. ოფიციალურად დავიწყეთ სასწავლო პროცესი და გვესტუმრა ძალინ დიდი სტუმარი, ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილე. ოფიციალურად უკვე სტარტი აიღო IBSU-ში სასწავლო წელმა. თუმცაღა, სწავლება უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ეს იყო ჩვენი IBSU-ს დიდხნიანი ტრადიცია, რომელსაც გავაგრძელებთ და უფრო ლამაზს გავხდით მომავალში." განაცხადა რექტორმა.

    უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორმა საპატიო ემერიტუსის წოდება გადასცა IBSU-ს აფილირებულ პროფესორს, ნათელა დოღონაძეს, რომელიც 200-ზე მეტი პუბლიკაციის და 14 წიგნის ავტორია. 

    განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა დააჯილდოვა 2022-2023 აკადემიური წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები, ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა დევიძე, აფილირებული პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დალი ოსეფაშვილი და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა ფიფია.

    ასევე, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მენტორები, აფირილებული ასოცირებული პროფესორი, ირაკლი ხვთისიაშვილი, პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გიორგი მანდარია და უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინგა ტყემალაძე. 

  • IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“

    რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

    დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.

    მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური