კორეის საქმეთა დროებითი რწმუნებული თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
კახა ბენდუქიძის კამპუსს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია. საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ სე ვუნგი თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვახტანგ ლეჟავას შეხვდა. მათ განიხილეს უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები კორეული ენის სწავლებისა და კორეული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.
Related items
-
IBSU-ში მადლიერების დღე აღინიშნა!
ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.
ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.
-
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა.ქართული ენის კულტურის ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას გაეცნონ.აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნები გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორ-მასწავლებლები და DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.ბატონმა ოსმანმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული კაბინეტის გახსნაში, მიულოცა და წარმატებები ისურვა.#რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი# ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება#ქართული ენის კაბინეტი17 Kasım 2023 tarihinde, Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi’nde Şota Rustaveli Gürcü Dili Bölüm Kitaplığı Açılış etkinliği gerçekleştirildi.Gürcü Dili Bölüm Kitaplığı öğrencilerin Gürcü yazarların eserleri ve Gürcistan tarihi hakkında bilgi edinmelerine olanak sağlanacak.Etkinliğe Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcı Prof. Dr. Nebi GÜMÜŞ, Gürcistan'ın Trabzon Başkonsolosu Sayın Nilkoloz Iashvili, Gürcistan'daki farklı yüksek öğretim kurumlarının rektörleri ve DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldılar.Osman Bey, üniversitenin akademik personelini ve Gürcü Dili Bölüm Kitaplığı açılışında emeği geçen herkesi tebrik ederek başarılar diledi.#Recep Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi#RTEÜ Gürcü Dili ve Edebiyatı Bölüm Başkanlığı#Gürcü Dili Topluluğu -
IBSU-ს ახალი მფლობელები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს.
შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა, ჩამოვა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი, შეიქმნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური, და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
IBSU-ს ერთ-ერთი მფლობელის, გია კავთელიშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ მის მეგობარ და პარტნიორ კახა შენგელიასთან ერთად უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.
როგორც ყოფილმა რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
“მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”, განაცხადა ბაირაქთუთანმა.
2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, IBSU-ს მფლობელები გახდნენ "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი კახა შენგელია და "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" (სეუ) რექტორი გია კავთელიშვილი.
-
აშშ-ის საელჩოს განცხადება 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ!
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ გარკვეული რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული.
"შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
-
დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“
2023 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდმა საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“.დისკუსიის მიზანი იყო „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის გაფართოება და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილ. მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, კიევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია ვდოვიჩენკო, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ, ლიტვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე და პოლონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი არკადიუშ ლეგიჩი.აღსანიშნავია, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „სამი ზღვის ინიციატივა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ესწრაფვიან, კერძოდ, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამდენად ბუნებრივია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს, ამ ინიციატივაში მონაწილეობის ინტერესი. უფრო მეტიც, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იგეგმება საქართველოს ჩართვა. ეს იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს შავი ზღვისა და ადრიატიკის ზღვის წევრ ქვეყნებს, ხოლო სამომავლოდ იგულისხმება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.დისკუსიაში მონაწილეებმა ისაუბრეს რას მოიცავს „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმა და როგორია მასთან უფრო აქტიურად თანამშრომლობის გზები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ხაზი გაესვა ამ პლატფორმის მნიშვნელობის გაზრდას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.დისკუსიაში მონაწილე რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბუქარესტში გაიმართება მორიგი სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები; ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალ წელს იქნება თავმჯდომარე ქვეყანა და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს რუსეთის ფაქტორმა. პოლონელმა ექსპერტმა ილაპარაკა პლატფორმის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მისი ამ მიმართულებით განვითარების ასპექტებზე, ხოლო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე.მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა თავად „სამი ზღვის ინიციატივის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივების განხილვის თვალსაზრისით.რონდელის ფონდი
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...