აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამრიკის მეგობართა კლუბმა საზეიმო მიღება გამართა
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამრიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გამართა. წვეულებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, მომღერალმა ნინი ყიფშიძემ შეასრულა აშშ-ის და საქართველო ეროვნული ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ.
ელჩის მოვალობის შემსრულებელმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის გაფრთხილებასა და მუდმივად დაცვის საჭიროებას გაუსვა ხაზი: ”ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა პარტნიორთან გვაძლიერებს და ჩვენც ვაძლიერებთ მეგობრებს. ქვეყნებს შორის მეგობრობას ქმნის ბევრი საერთო ინტერესის ქონა. ამ საღამოს, უამრავი მეგობრის გარემოცვაში ვართ, რაც გვახარებს. საქართველოსაც სხვადასხვა დროს უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. ჩვენ, საქართველოს დიდი ხანია გვერდით ვუდგავართ ამ საქმეში და დღემდე მხარს ვუჭერთ საქართველოს გარე ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამასთან, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის NATO-ში გაწევრიანებას. გვწამს, რომ საქართველო ამისათვის მზად არის.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ ღვინით დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა, რასაც მოყვა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა. კონცერტზე მონაწილე მუსიკოსებს შორის იყვნენ: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ამერიკის მცოდნეობის დეპარტამენტის ლექტორები, რომლებმაც შეასრულეს ცნობილი ამერიკული მუსიკალური კომპოზიციები. ხოლო, ცეკვის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ უნივერსიტეტის მოცეკვავე გოგონათა ანსამბლის „ქანთრი & ვესტერნის“ მიერ შესრულებული „კოვბოების“ ცეკვა. ამერიკული მუხტით შემოსილმა მოცეკვავე გოგონებმა, სცენაზე ამერიკული ფოლკლორის, კერძოდ კი მე-XX საუკუნის ოციან წლების ველური დასავლეთის სამხრეთული რიტმი გააცოცხლეს. მუსიკალური ემოციების ფონზე, ამირან შალიკაშვილის სახელობის, პანტონიმის სახელმწიფო თექტრის მსახიობებმა კოსტიუმირებული პერფორმანსი წარმოადგინეს.
წვეულების პარალელურად მიმდინარეობდა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება. დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ, 4 ივლისის, სპეციალური ლატარიის ბილეთები და მოეგოთ ღონისძიების სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სოლიდური პრიზები. წვეულების დასკვნით ნაწილში გაიმართა საქველმოქმედო ლატარიის გათამაშების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც გამოვლინდნენ იღბლიანი გამარჯვებულები. სხვადასხვა ფასიანი პრიზები დაწესებული ჰქონდათ: სასტუმრო ბილტმორს, სასტუმრო კრონ პალასს, სასტუმრო Beaumonde Garden-ს, სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთს, ჰიპერმარკეტ “აგროჰაბს” ღვინის კომპანია „თელავის მარნს“ ვაკის საცურაო აუზსს. აგრეთვე სპეციალური პრიზები საჩუქრად გადაეცათ ამერიკის მეგობართა კლუბის წევრებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის წვეულების საპატიო სტუმრები იყვნენ, “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ პატარები და მისი დამფუძნებელი, ბერი ანდრიას დედა თინათინი. საქველმოქმედო ლატარიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“.
ამერისკის დროშის ფერებში და თემატური დეკორაციებით მორთულ უნივერსიტეტის ეზოში ნამდვილად ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ ერთი მნიშვნელოვანი სადღესასწაულო ნაწილი, სპეციალურად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონია და ტრადიციული ფეირვერკი.
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი, მადლობას უხდის ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვაში. მადლობა ყველას, ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა კი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბანერზე წარმოდგენილ კომპანიებს გაწეული სპონსორობისთვის, ამერიკის მეგობართა კლუბის ერთგულებისთვის და ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდაჭერისთვის.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას.