თურქული ქაბაბი საჰაერო სივრცეში გაიგზავნა და იგი შვეიცარიის რესტორნიდან იქნა გაგზავნილი, ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.
შვეიცარიის ქალაქ აივერდიში მოქმედმა თურქულმა რესტორანმა თავისი სახელის პოპულარიზაციის მიზნით მეტად საინტერესო პროექტი განახორციელა.
ამ რესტორნის თანამშრომლებმა საჰაერო ბუშტს მიამაგრეს თავიანთი მხრიდან დამზადებული ქაბაბი და ჰაერში გაუშვეს რა, საჰაერო ბუშტთან ერთად ქაბაბმა სტრატოსფეროს ფენას მიაღწია.
რესტორნის მფლობელის განცხადებით ამ სფეროში მათ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ახლა მათი ნამოქმედარის გინესის რეკორდების წიგნში შეტანისათვის განცხადებით მიმართავენ.
მოკლედ, თურქულმა ქაბაბმა ზღვის დონიდან 37,795 მეტრის სიმაღლეს მიაღწია, თუმცა, გინესის წიგნის მესვეურთა მხრიდან ჯერ ჯერობით პასუხი არ მიუღიათ
Related items
-
მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) მე-10 სამიტი სტამბოლში ჩატარდა
მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) რიგით მე-10 სამიტი ჩატარდა სტამბოლში 100-ზე მეტი ქვეყნიდან თურქი ბიზნესმენებისა და თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობით.კონგრესს, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, დაესწრნენ ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრი, ბატონი მეჰმეთ მელექი.ყრილობის ბოლოს რეგიონალური კომიტეტისა და ქვეყნის წარმომადგენლის არჩევნები ჩატარდა.ბატონი ოსმან თურანი შეირჩა მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) წარმომადგენლად საქართველოში.რისთვისაც წარმატებებს ვუსურვებთ მას!შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადი", რვა ბიზნესმენის: ჯოშქუნ ბაშმანოვის, ჰასან ბაირაქთარის, ჰასან ჩელიქის, ილიას დურმუშის, კახაბერ ხორძიას, ქენან ილდირიმის, ოსმან თურანის და თამაზ ჭინჭარაულის თაოსნობით 1999 წელს, ქ.თბილისში დაარსდა.
ასოციაციას ამჟამად მართავს 11 წევრისგან შემდგარი საბჭო.
დღეის მდგომარეობით, ასოციაციის შემადგენლობაში შედის 25 სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე ასამდე ქართველი და თურქი წევრი (კორპორატიული კომპანია, წარმომადგენლობა, ინდივიდუალური პირი).
წევრების საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი. -
თურქულმა Southwind Airlines-მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ანტალიაში ახლად დაარსებულმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა პირველი რეისი განახორციელა ანტალიასა და თბილისს შორის.
Southwind Airlines-მა თურქეთის ტურისტულ დედაქალაქად მიჩნეული ანტალიიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩარტერული ფრენების ორგანიზება დაიწყო.
Southwind Airlines-ის კუთვნილი "ბოინგ A321" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას თურქული TAV Airports-ი ანხორციელებს.
-
თურქულმა ორგანიზაციებმა 1400 დაფასოებული საკვები პროდუქტები გადასცეს შეჭირვებულ პირებს
თურქეთის საელჩოს რელიგიურ საქმეთა სამრჩევლომ#ბათუმის საკონსულომ, საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, რელიგიურ საქმეებთან#თურქეთი#ისლამურ კავშირთან და #თურქეთის რელიგიურ ფონდთან თანამშრომლობით 1400 დაფასოებული საკვები პროდუქტების პაკეტი გადასცეს შეჭირვებულ პირებს.საქართველოსა და სრულიად მსოფლიოს მუსლიმებს ვულოცავთ #რამაზანის თვეს, ამ წმინდა თვის მადლით, ვუსურვებთ კეთილდღეობასა და სიმშვიდეს.#Gürcistan ve tüm dünya Müslümanlarının mübarek #Ramazan ayını tebrik ediyor, bu kutlu ay vesilesiyle barış, huzur ve esenlikler diliyoruz.წყარო: მუსიად თბილისიSource: MÜSİAD Tiflis -
PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა
PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად 10-მდე დასახელების მედიკამენტი 77%-მდე გაიაფდა. მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ მოგვცა შესაძლებლობა აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად 55 ლარად იძენს ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139ლარის ნაცვლად.
თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.
ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, რომლსი ფასი ფასდაკლების დღეებში 131₾ იყო, დღეიდან PSP-ში - 76,1₾ ღირს.
113,7ლარით გაიაფდა ერთ-ერთი მოთხოვნადი ნევროლოგიური პრეპარატი ეპიქსი; ფასდაკლების დღეების ფასი -212,16₾, დღეიდან PSP-ში 98,3₾.
60 ლარით ნაკლებ ფასად, 89₾-ის ნაცვლად 29,15₾ შეუძლია მომხმარებელს ციტოლექსი 10მგN56-ის შეძენა.
ვაზოსერკი BID უკვე 23,35ლარი ღირს არსებული ფასდაკლების ფასის 51,93₾-ის ნაცვლად.
კო-ირდა 34ლარით ნაკლებ ფასად, ხოლო ესრამი 33 ლარით ნაკლებ ფასად დახვდება PSP-ში.
„PSP კვლავ განაგრძობს მუშაობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. მომდევნო კვირაში კიდევ 20-მდე დასახელების მედიკამენტი შემოგვაქვს თურქეთიდან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ქსელში და მომხამრებელს კიდევ უფრო მეტ დასახელებაზე შეეძლება ისრაგებლოს გაცილებით დაბალი ფასით თურქული წარომოების მედიკამენტებზე“- აცხადებენ PSP-ში.
-
მსოფლიოს ყველაზე წლოვანი ადამიანი 119 წლის გახდა
დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ქალი ტანაკა კეინი, 119 წლის გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.
მათი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, გინესის რეკორდების წიგნის მიერ მინიჭებული "მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანის" ტიტულის მფლობელი ტანაკა კეინი, გუშინ 119 წლის გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანაკა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის ფუკუოკას პროვინციაში მოქმედ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, მიმიკებითა და სახის გამომეტყველებით დაუკავშირდა თავშესაფრის თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანაკას, რომელიც რიცხვებისგან შემდგარ თავსატეხებსაც კი ხსნის, ჯერ კიდევ ძალიან უყვარს შოკოლადები და გაზიანი სასმელები.
ტანაკამდე მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა ასევე იაპონელი ქალი ჩიიო მიაკო, რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული ჯერ ჯერობით უჭირავს ფრანგ ქალ ჟანა ლუიზ კალმენტს, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...