მაია ასათიანი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 23:49

თოქ-შოუ "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით კრიტიკოსებს პასუხობს: "ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვა და სხვა, მათ შორის "მსუბუქი" თემები და რატომ არ მაცვია "მძიმე" შავები. მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო'' - წერს მაია ასათიანი.

ცნობისათვის მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. 

წაკითხულია 5934 ჯერ

Related items

  • PSP 2018 წლის ლიდერ ბრენდად დასახელდა

    2018 წლის „ქართული ბრენდის დღეზე“ „PSP ჯგუფი“ ნომინაციაში „ლიდერი ბრენდი“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

    „ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

    „PSP ყველა პარამეტრით ლიდერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. 1994 წლიდან ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და მოხარული ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ დავსახელდით წლის ბრენდად. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ წელსაც ლიდერ ბრენდად გვაქცია, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 16 წელია ატარებს. ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი. წლევანდელი ბრენდ პერსონა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ოქროს კამერით დაჯილდოვდა. PSP ლიდერ ბრენდად უკვე მეთოთხმეტედ დასახელდა.

  • „მე დღეს საგანგებოდ მაცვია თეთრი, ნუცამ მითხრა ასე“ - მაია ასათიანი (ვიდეო)

    „მე დღეს საგანგებოდ მაცვია თეთრი, ნუცამ მითხრა ასე“ - მაია ასათიანი 

  • იძულებული გავხდი, ხელოვნურად შემეწყვიტა ფეხმძიმობა" - ინგა გრიგოლია "პროფილში"

    ხუთშაბათს, მაია ასათაინის საავტორო გადაცემა "პროფილში" ინგა გრიგოლია პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს.

  • ასათიანი ვაშალომიძეს "ჩააცივდა" იმის გასარკვევად, იშოვა თუ არა მოდელმა კომერციული ფართისთვის ფული მეძაობით (ვიდეო)

    "პროფილმა" მაყურებელს 46 წლის ყოფილი ჟურნალისტი, 5 შვილის დედა გააცნო, რომელიც თავს და შვილებს მეძავობით არჩენს. ის კლიენტებს "ფეისბუქის" საშუალებით შოულობს. ამ თემაზე კომენტარი სტუდიაში შეკრებილ ე.წ. ცნობილ სახეებს სთხოვეს.

  • კლიენტებს ”ფეისბუქით” ვშოულობ - 5 შვილის დედა, რომელიც ოჯახს მეძავობით არჩენს (ვიდეო)

    ”პროფილმა” მაყურებელს 46 წლის ყოფილი ჟურნალისტი, 5 შვილის დედა გააცნო, რომელიც თავს და შვილებს მეძავობით არჩენს. ის კლიენტებს ”ფეისბუქის” საშუალებით შოულობს.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური