უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 11:28

2008 წელს ერთი ქართული ოჯახი ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე დაიშალა. ცოლი "რატომღაც", რუსეთში არ გაჰყვა ქმარს და დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. თეა ხასაია იმ ქალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც "სამშობლო" და "ოჯახი" ლიტონი სიტყვები არ არის. ეროვნული იდენტიფიკაცია მისთვის მხოლოდ ქართული ენისა და გვარის შენარჩუნება არ გახლავთ...

თეა 1975 წლის ქრისტეშობის თვეს დაიბადა, ზუგდიდში. 1992 წელს ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენ­ტული სკოლა ათ მოსწავლეს დაუსრულებია და ათივე საუცხოო განათლებით გამოირჩეოდა. იმავე წელს ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის იყო თეაც. ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას სოხუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ესწავლა, მაგრამ 1993 წლის ავადსახსენებელმა ომმა, როგორც სხვა ათასობით ქართველი, ზუგდიდელი გოგონაც გამოარიდა აფხაზეთს.

მერე დედამ თბილისში სასწავლებლად არ გაუშვა და ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელებინა სტუდენტობა. მოსწავლეობის დროს, კეკელიძისა და ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომებით განსწავლულმა გოგონამ, ბევრი ვეღარაფერი დაამატა თავის ცოდნას უნივერსიტეტში. დაოჯახება, პატარა ქალიშვილი, ოჯახის უხმაუროდ დანგრევა, ემიგრაცია და პატარა შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც მხოლოდ ორი თვისაა და ჯერ ბებოს არ უნახავს, - ეს არის მოკლე ამბავი ქალის, რომელიც 6 წელია, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ემიგრანტია... ჯერ კიდევ არ იცის, როდის დაიხსნის თავს ემიგრაციის საცეცებიდან და აღარ დასჭირდება სამშობლოს მონატრებით ცხოვრება.

ახლა კი თავად თეას ნაამბობს გადმოგცემთ, რაც შეიძლება ათასობით ემიგრანტის დამოკიდებულებას გაგონებდეთ, რადგან მონათხრობში არაფერია ყალბი და გამოგონილი: "პირველად თურქეთში 2011 წელს წამოვედი. მაშინ სამთვიანი ვი­ზები იყო. არა უგვიანეს 90-ე დღისა, საზღვარი უნდა გადაგეკვეთა. არადა, არ გავიდა ეს სამი თვე. უსასრულოდ გაიწელა, მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი, მეჩეთების ქონგურები, სამ თვეში მესამე სამსახური... პირველად ვიყავი მუსლიმანურ სამყაროში.

მაოცებდა კონტრასტი - დახურული და შილიფად ჩაცმული ქალბატონების; მაოცებდა ისიც, რატომ ადუღებდნენ ჩაის ორი ჩაიდნით? რატომ აბლენდერებენ წვნიანს? რატომ მაყოლებენ ეჭვიან, მრისხანე მზერას ქალები? რატომ იხდის ყველა სტუმარი ფეხსაცმელს გარეთ (კარში შემოუსვლელად - ეს საშინლად მშურს და მომწონს)? რატომ არ აქვს ფეხზე სუნი სტუმართაგან არავის (თურმე, თურქები დღეში ხუთჯერ იტარებენ განბანვის რიტუალს - "აბტესტს" არა მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით, არამედ ალაჰის გამო - სხვაგვარად ვერ ილოცებენ)? რატომ სცემენ პატივს მოხუცებს: სულ მოუვლელი, უცხო ბებოც რომ იყოს, ხელზე ტუჩებით ეხებიან და შუბლზე მიიდებენ ხელიანად, მადლი გადმოდისო! ბავშვივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ჩემს დასათვალიერებლად მოსულ ზორბა-ზორბა ქალბატონებს...

წაკითხულია 2488 ჯერ

Related items

  • ელისაბედ II კონფიდენციალურ წერილს ტოვებს!

    ცნობილი გახდა, რომ 8 სექტემბერს გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს წერილი ჰქონდა დაწერილი, რომელიც ავსტრალიაში გაიგზავნა და მისი გახსნა 2085 წელს სურს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    დედოფალ ელისაბედ II-ის, რომელიც მიდინარე წლის 8 სექტემბერს შოტლანდიის ბალმორალის სასახლეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და მის მიერ დაწერილი წერილი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლის წერილი, სიდნეის დედოფალ ვიქტორიას შენობის აღდგენის აღსანიშნავად 2085 წლამდე არ გაიხსნება. ელისაბედ II-ემ წერილი სიდნეის მერს გაუგზავნა.

    დედოფლის მერს კონფიდენციალურ წერილთან დაკავშირებით, რომელიც იწყებოდა მიმართით: „ავსტრალია, სიდნეის სამართლიან და საპატიო ლორდ მერისადმი. 2085 წელს თქვენ მიერ არჩეულ შესაფერის დღეს, გთხოვთ, გახსნათ ეს კონვერტი და გადასცეთ ჩემი გზავნილი სიდნეის მოქალაქეებს“,

    მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის თხოვნა დაკმაყოფილდა, ის, რაც მან წერილში დაწერა, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

     ბრიტანული პრესა წერდა, რომ დედოფალმა, სავარაუდოდ, წერილში მადლობა გადაუხადა სიდნეის მცხოვრებლებს ისტორიული შენობის გადარჩენისთვის.

  • კახა ოქრიაშვილი: „საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი "ოცნებიდნ წასული დეპუტატების" დრევანდელ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "ბიძინა ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას. 

    რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი:

    1. საერთაშორისო იზოლაციას.
    2. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
    3. ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის „კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას.

    აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს", - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • კახა ოქრიაშვილი: „გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა - ეს თქვენს წერილშიც ჩანს“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან:

    1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა.

    2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს - ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება.

    3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში. აქვე, მინდა შევახსენო, ის საქართველოს შეპირდა, რომ თავისი ქონების 90 %-ს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმართავდა. არ გვინდა თქვენი გადმოგდებული არც დიდი და არც პატარა ძვალი - ქართველ ხალხს გვინდა წინსვლა, პროგრესი, რაც მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეძელით, არც გიცდიათ. თქვენი გადმოგდებული ფული ორი კვირაც არ ეყოფა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა პროგრესი, რომ თითოეულ ოჯახს მინიმალური შემოსავლის სახით 1000-1500 $ ჰქონდეს. თქვენივე დანაპირებით, ეს ყველაფერი 2017 წელს უნდა მომხდარიყო. ქართულ საზოგადოებას თქვენი ზღაპრების აღარ სჯერა.

    მოგიწოდებთ, უბრძანოთ თქვენს მდივნებს, შეასრულონ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და წელსვე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თორემ თქვენს წერილშიც ჩანს, გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა, რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება!

     

  • ცესკომ სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს ღია წერილით მიმართა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი,  საერთაშორისო სადამკვირვებლო  და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. საკითხი კი საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა, რაც საჯაროდ - აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროების მიერ, ისე სოციალურ ქსელებში. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა.

    აღნიშნული კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო  7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა. ამასთან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებიც.

    სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მივმართეთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას.  

  • პირველი მუსლიმი ქალი ამერიკის გენერალურ პროკურორად

    პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედი ფედერალური გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ემიგრანტი წარმოშობის მუსლიმი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, პაკისტანში დაბადებული საიმე მოჰსინი აირჩიეს გენერალური პროკურორის მოადგილედ მიჩიგანის შტატის აღმოსავლეთ რეგიონში. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც „პირველი მუსლიმი ქალი გენერალური პროკურორი ქვეყანაში.“

    საიმე მოჰსინი 2002 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სექტორში, მათ შორის ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ასისტენტებად.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური