„ეს არავინ იცოდა, მაია ასათიანი ყოველი ხელფასიდან ბერი ანდრიას ფონდში ჩუმად რიცხავდა ფულს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 25 თებერვალი 2017 12:26

„ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა“ - წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულპოსტშიმაია ასათიანის უჩუმარ სიკეთეზე საუბრობს.

გოგა ჩანადირი: „მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა.
16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით.
მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია.
დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადათ რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ.
ფონდმა ბევრი ბავში სიკვდილს გამოგლიჯა. ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა. და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს. ასეთია სპარტაკ ცუცქირიძეც, ვისზეც ადრე ვწერდი.
ბერი ანდრია სიცოცხლეს აგრძელებს. ის ჩვენგან ელის მაიას და სპარტაკისმსგავს ადამიანებს, რათა ბევრი ბავშვი გადარჩეს.“

წაკითხულია 10532 ჯერ

Related items

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური