თურქული გაზეთი ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორი თურქეთში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ყოველდღიური გაზეთი "ბირგუნი" (Birgün) ავრცელებს.
სათაურით -″გერგერის რაიონში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელ პირის ახალი მისია: დირექტორი ჯილდოს მსგავს თანამდებობაზე დაინიშნა″- გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ადიამანის გერგერის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირი ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორია, სადაც სავარაუდოდ 30-ზე მეტი მოსწავლის შეურაცყოფა მოხდა.
ერქ აჯარერის ინფორმაციით, იმ პერიოდში როდესაც აღნიშნულ სკოლაში გაუპატიურების სკანდალი დაფიქსირდა სკოლის დირექტორი მ.კ. იყო. ამჟამად ის, ″მარიფ ფონდის″ მიერ პირველად საზღვარგარეთ, კერძოდ, ბათუმში გახსნილი თურქული სკოლის დირექტორია.
გაზეთი, ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სკოლის მშენებლობით დაწყებულმა და სასწავლო გეგმით დამთავრებულმა ძალიან ბევრმა პრობლემამ ორ ქვეყანას შორის კრიზისი გამოიწვია.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გერგერის რაიონში გაუპატიურების დროს სკოლის დირექტორად მომუშავე პირის ისე, რომ ″თითქოს არაფერი მომხდარა″ ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორად დანიშვნამ საქართველოში შეშფოთება გამოიწვია, ასევე საინტერესოა სკანდალში გარეული პირის დირექტორად დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ შეხედავენ.