ქართველი ემიგრანტი - და უცებ მომესმა ქალის ყვირილი ქართულად - რა გინდათ, რაა?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 13 ნოემბერი 2016 23:36

„სამწუხაროდ მარტო ეს ქალბატონი არ არის უცხოეთში ასეთ დღეში!... არაა მეტი გაიგონეთ ხალხო….!“ - წერს სოციალურ ქსელში უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტი , რომელიც უცნობი ქალბატონის სატელეფონო საუბარმა ძალიან ააღელვა.

„მეგობრებო შეიძლება აქ ამას არ უნდა ვწერდე მაგრამ, იმდენად აღელვებული ვარ……! გუშინ დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის ერთ - ერთ უბანში მორიგე აფთიაქში ვიყავით მე და ქ-ნი ელენი წამლისთვის და მერე ის სადღაც თავის საქმისთვის შევიდა. მე მანქანაში დაველოდე..

იქვე სალაპარაკო ჯიხური იყო და უცებ მომესმა ქალის ყვირილი ქართულად… .ეტყობა საქართველოში ლაპარაკობდა… -რა გინდათ რაა, გეუბნებით არა მაქვს თქო. 600 ევრო მაქვს ხელფასი და რამდენს გავწვდე? ბანკის ვალი…თქვენი ჭამა-სმა და კიდე მაგ სისულელეს ჩადიხარ…….? დამანებეთ ყველამ თავი.. ჩემთვის 5 ევროს ვერ ვიმეტებ თვეში ყველას თქვენ გიგზავნით…….. ბოლო-ბოლო რა გინდათ მაინც და მაინც თავი მოვიკლა…..ეს გინდათ….? ბოდიში ამ ქალბატონთან ,მაგრამ სამწუხაროდ მარტო ეს ქალბატონი არ არის უცხოეთში ასეთ დღეში!

როცა ქალი გეუბნება ხელფასი მაქვს 600 ევროო და ხედავ,რომ ყველას ოჯახში აგზავნის თვეში 600 ვეს.რაღას თხოვ ? საიდან გამოგიგზავნოს მეტი……მოიპაროს…? თუ რისკენ უბიძგებთ ოჯახის წევრს ამ უცხო ქვეყანაში? ციხეში წავიდეს? გაძარცვოს თუ მოკლას ვინმე….? ვალი აიღოს? იმ ვალს გასტუმრება ხომ უნდა?რითი…? რა გამოგიგზავნოს მეტი…….არაა მეტი გაიგონეთ ხალხო….!“

ემიგრანტი საბერძნეთიდან მანანა კვირიკაძე

წყარო: newpost.ge

 

წაკითხულია 37214 ჯერ

Related items

  • პირველი მუსლიმი ქალი ამერიკის გენერალურ პროკურორად

    პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედი ფედერალური გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ემიგრანტი წარმოშობის მუსლიმი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, პაკისტანში დაბადებული საიმე მოჰსინი აირჩიეს გენერალური პროკურორის მოადგილედ მიჩიგანის შტატის აღმოსავლეთ რეგიონში. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც „პირველი მუსლიმი ქალი გენერალური პროკურორი ქვეყანაში.“

    საიმე მოჰსინი 2002 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სექტორში, მათ შორის ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ასისტენტებად.

  • ქართველი ემიგრანტი გოგო, რომლის დედამაც იტალიაში თავი მოიკლა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის, თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი საქართველოში 26 მაისს ჩამოსვენეს და ის ჩოხატაურში დაკრძალეს. გარდაცვლილის ქალიშვილი იტალიაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

    ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში, სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა აქვეყნებს.

    "იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.

    აქვე მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია.

    დაკავებული გოგონა, , სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან დატოვა საპატიმრო. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის.

    უბრალოდ თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი მცდარი ვერსიებისგან და ინფორმაციისგან", _ წერს ნინა რურუა.

    ქართელმა ემიგრანტმა, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

    თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

    "29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება.

  • თურქეთში სავარაუდოდ, ქართველი ემიგრანტი მოკლეს

    არსებული ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს, რომელსაც გარდაცვლილის და დაუკავშირდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს და ამ დროისთვის ის პროზექტურაშია გადასვენებული. 

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საკონსულოში შესული არ არის. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

  • უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

    2008 წელს ერთი ქართული ოჯახი ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე დაიშალა. ცოლი "რატომღაც", რუსეთში არ გაჰყვა ქმარს და დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. თეა ხასაია იმ ქალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც "სამშობლო" და "ოჯახი" ლიტონი სიტყვები არ არის. ეროვნული იდენტიფიკაცია მისთვის მხოლოდ ქართული ენისა და გვარის შენარჩუნება არ გახლავთ...

    თეა 1975 წლის ქრისტეშობის თვეს დაიბადა, ზუგდიდში. 1992 წელს ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენ­ტული სკოლა ათ მოსწავლეს დაუსრულებია და ათივე საუცხოო განათლებით გამოირჩეოდა. იმავე წელს ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის იყო თეაც. ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას სოხუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ესწავლა, მაგრამ 1993 წლის ავადსახსენებელმა ომმა, როგორც სხვა ათასობით ქართველი, ზუგდიდელი გოგონაც გამოარიდა აფხაზეთს.

    მერე დედამ თბილისში სასწავლებლად არ გაუშვა და ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელებინა სტუდენტობა. მოსწავლეობის დროს, კეკელიძისა და ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომებით განსწავლულმა გოგონამ, ბევრი ვეღარაფერი დაამატა თავის ცოდნას უნივერსიტეტში. დაოჯახება, პატარა ქალიშვილი, ოჯახის უხმაუროდ დანგრევა, ემიგრაცია და პატარა შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც მხოლოდ ორი თვისაა და ჯერ ბებოს არ უნახავს, - ეს არის მოკლე ამბავი ქალის, რომელიც 6 წელია, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ემიგრანტია... ჯერ კიდევ არ იცის, როდის დაიხსნის თავს ემიგრაციის საცეცებიდან და აღარ დასჭირდება სამშობლოს მონატრებით ცხოვრება.

    ახლა კი თავად თეას ნაამბობს გადმოგცემთ, რაც შეიძლება ათასობით ემიგრანტის დამოკიდებულებას გაგონებდეთ, რადგან მონათხრობში არაფერია ყალბი და გამოგონილი: "პირველად თურქეთში 2011 წელს წამოვედი. მაშინ სამთვიანი ვი­ზები იყო. არა უგვიანეს 90-ე დღისა, საზღვარი უნდა გადაგეკვეთა. არადა, არ გავიდა ეს სამი თვე. უსასრულოდ გაიწელა, მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი, მეჩეთების ქონგურები, სამ თვეში მესამე სამსახური... პირველად ვიყავი მუსლიმანურ სამყაროში.

    მაოცებდა კონტრასტი - დახურული და შილიფად ჩაცმული ქალბატონების; მაოცებდა ისიც, რატომ ადუღებდნენ ჩაის ორი ჩაიდნით? რატომ აბლენდერებენ წვნიანს? რატომ მაყოლებენ ეჭვიან, მრისხანე მზერას ქალები? რატომ იხდის ყველა სტუმარი ფეხსაცმელს გარეთ (კარში შემოუსვლელად - ეს საშინლად მშურს და მომწონს)? რატომ არ აქვს ფეხზე სუნი სტუმართაგან არავის (თურმე, თურქები დღეში ხუთჯერ იტარებენ განბანვის რიტუალს - "აბტესტს" არა მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით, არამედ ალაჰის გამო - სხვაგვარად ვერ ილოცებენ)? რატომ სცემენ პატივს მოხუცებს: სულ მოუვლელი, უცხო ბებოც რომ იყოს, ხელზე ტუჩებით ეხებიან და შუბლზე მიიდებენ ხელიანად, მადლი გადმოდისო! ბავშვივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ჩემს დასათვალიერებლად მოსულ ზორბა-ზორბა ქალბატონებს...

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური