შსს-მ, ქურდობის ბრალდებით, 6 პირი დააკავა
გამოქვეყნებულია
საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 12:54
შსს-მ, ქურდობის ბრალდებით, 6 პირი დააკავა. გამოძიების ინფომცაიით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ფული და სიგარეტი წაიღეს.
ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს.