გიგა ბოკერია - მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე
საქართველოს ამოცანაა ახალ პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან ძალიან სწრაფად დაამყაროს კონტაქტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქამდეც უნდა ჰქონოდა მცდელობა ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის ბანაკთან კომუნიკაციის და კავშირის დამყარების.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დახარჯოს მთელი თავისი რესურსი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველო იყოს რაც შეიძლება მაღლა. ეს არ იქნება მარტივი, ისედაც პრობლემები გვქონდა ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო. საქართველოს უფრო ბევრად რთული მომენტები ჰქონია ისტორიაში, ამიტომ მოთქმას, შავბნელ პროგნოზებს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. პირიქით, მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.
Related items
-
საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება, გავაპროტესტებთ ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით- ბოკერია
„მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით „რუსთავი2“-ის დაცვა ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით მოხდება, „ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან, ასევე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მისი დაკვეთით ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ზეწოლას ან მის დაკვეთას ვერ გაუძლეს, ან უბრალოდ სიამოვნებით შეასრულეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება. როგორ ფორმებს მიიღებს, როდის იქნება კულმინაცია ამ სამოქალაქო პროტესტის, მე ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას, ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ ამას, მათ შორის ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით, აქ „რუსთავი 2“-თან დგომით. შეუძლებელია ჩვენ და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას, რომ ის იყოს მმართველი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და ჩვენს მოქალაქეებს არ დავუტოვოთ შესაძლებობა დემოკრატიული ფორმით კრიტიკისა და შემდეგ ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. -
სიტყვიერი შელაპარაკება ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე
ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამ დროისათვის უბანზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.
როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს“. მისივე თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას და უბანზე ამომრჩევლის შეშვებას მარკირების გარეშე. გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული დარღვევები უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. -
გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა, რომელზეც განიხილება ორი საკითხი - პარტიის საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი. „საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები გაყოფილია და მსურს, რომ ამ მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისა და როგორ ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერად და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა“, - განაცხადა ბოკერიამ.
სწორედ იმავე არგუმენტებიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია თვლის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...