2026-08-16

11:39

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მეღვინეთა რეგისტრაცია დაიწყო

21-07-2026 18:07

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მეღვინეთა რეგისტრაცია დაიწყო! თუ გსურთ გახდეთ წლის ყველაზე მასშტაბური ფესტივალის ნაწილი, გაეცანით რეგისტრაციის ინსტრუქციას.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. მათთვის, ვინც პირველად იღებს მონაწილეობას ფესტივალზე, რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. დასაწყისისთვის, გადადით პორტალზე: https://portal.winefest.ge და გაიარეთ საწყისი რეგისტრაცია. სისტემაში წარმატებით ავტორიზაციის შემდეგ, მთავარ გვერდზე გამოჩნდება ღილაკი „ფესტივალზე რეგისტრაცია“. ღილაკის გამოყენებით გახსენით ფესტივალზე დასარეგისტრირებელი ბმული, შეავსეთ საჭირო მონაცემები, შეიყვანეთ ფესტივალზე მონაწილეობის ყველა საჭირო დეტალი და დაასრულეთ პროცესი.

ხოლო მათთვის, ვინც წინა წლებში იღებდა მონაწილეობას, კიდევ უფრო გამარტივებულია პროცესი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი და პორტალის პაროლი, რის შემდეგაც აივლით ფესტივალზე რეგისტრაციას.

გაითვალისწინეთ, რომ ფესტივალზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად შეავსებთ ფესტივალის სარეგისტრაციო ფორმას. ფორმის შევსებისას აუცილებელია შესაბამისი ველის მონიშვნით დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს.

რაც შეეხება მეწარმეებს, მათი სარეგისტრაციო ფორმა მოვიანებით გაიხსნება, განახლებული ინფორმაცია განთავსდება გურჯაანი ღვინის ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GurjaaniWineFestival

შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქ  უცვლელ ადგილას, ქ. გურჯაანში, ახტალას პარკში 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესთან და ქართული ღვინის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმებს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები