2025-10-19

17:37

VIDEO: საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა!

სპორტი
21-03-2025 10:57

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 

ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 59-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში ითამაშებს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ვფიქრობ, ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. კონტრშეტევებზე კარგი თამაშით აქამდეც გამოვირჩეოდით, პირველ ნახევარში კი უფრო პოზიციურად ვცადეთ თამაში და ეს საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში, როდესაც ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, თამაშის ხასიათი შეიცვალა და ტემპიც აღარ იყო ისეთი მაღალი. 

საპასუხო მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნება. გვიბრუნდება გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. როგორც ყოველთვის, ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე და ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების შესრულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ექნებათ სურვილი მაჩვენონ მე და მთელ ქვეყანას, რომ იმსახურებენ თამაშს. 

გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. სომხეთის ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, რომ ისინი დიდ სივრცეებს დატოვებდნენ. მიქაუტაძეს, საკუთარი სისწრაფის ხარჯზე, ამ სივრცეების ათვისების შესაძლებლობა ექნებოდა და ეს შესაძლებლობა გამოიყენა. 

დღეს, ოთხი მცცველით ვითამაშეთ და ცენტრალურ ზონაში ლოჩოშვილი-გოგლიჩიძე მოქმედებდნენ. კაშია თამაშს ტოვებდა და ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო დრო იყოს გარკვეული სიახლეებისთვის. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით დაცვაში. იმედი მაქვს, კვირას იგივე დონის თამაშს ვიხილავთ, თუნდაც სხვა ფეხბურთლების შესრულებით".

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები