ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრის ბენიამინ ლიმბახის ვიზიტი საქართველოში

2023 წლის 20-დან 24 აგვისტომდე თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი.
ბატონმა ლიმბახმა შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსთან.
ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუმრობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრებს მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.„ჩემზე, როგორც ევროპელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ღია დიალოგი მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის“, - განაცხადა მინისტრმა.
ბატონმა ლიმბახმა ასევე მოინახულა სასჯელაღსრულების ორი დაწესებულება, სადაც მიიღო ინფორმაცია მათი სტრუქტურისა და პატიმარებისადმი მიდგომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა: „პატიმართა წარმატებული რესოციალიზაცია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რესოციალიზაცია დაზარალებულთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. ამ მიზნით საქართველოს ხელს ვუწყობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამედროვე სისტემის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით“.
ნანახია: 879
მსგავსი სიახლეები

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მ
პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია
TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
clickss