პრემიერ-მინისტრი „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას.
მთავრობის მეთაური „საქართველოს კაპიტალის" აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
„საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 448
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss