2025-02-16

22:52

საქართველოში საპროტესტო აქციები 46-ე დღეა გრძელდება!

პოლიტიკა
13-01-2025 13:47

საქართველოში საპროტესტო აქციები 46-ე დღეა გრძელდება! ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

ევროკავშირის მომხრე აქციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მომთხოვნმა დემონსტრანტებმა, დაკავებულთა ახლობლებმა და მხარდამჭერებმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მოსამართლეებს კვერცხები დაუშინეს.

მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების 4 წლით შეჩერების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, რომლებიც გასული წლის 28 ნოემბერს დაიწყო, უკვე 46-ე დღეს ითვლის.

თბილისსა და ბათუმში დემონსტრანტებმა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით გამოვიდნენ.

დემონსტრანტები ასევე ითხოვენ პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებას.

დაკავებულთა ახლობლებმა და ზოგიერთმა დემონსტრანტმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში შეკრებილ მოსამართლეებს პროტესტი გამოუცხადეს.

დემონსტრანტები მოსამართლეებს მთავრობის მსახურებაში ადანაშაულებენ.

დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მომთხოვნმა აქტივისტებმა რესტორნიდან გამოსულ ზოგიერთ მოსამართლეს კვერცხები დაუშინეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლეების შენობიდან გამოსაყვანად უსაფრთხოების ზომები მიიღეს.

რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

მოვლენები საქართველოში

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია არ აღიარებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოგებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აპროტესტებენ მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მთავრობა კი „დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ გარკვეულ ძალებს, ყოფილ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ოპოზიციას“ ქუჩის აქციებით მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები

2025-02-15 17:21
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

2025-02-14 16:16
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ

მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

2025-02-14 15:23
პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს

ევროპარლამენტარებს ასევე სურთ, რომ საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პერსონალური

2025-02-14 11:58
სპორტი

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა

მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები