სექტემბერში ყველაზე მეტად, 25 პროცენტით ხილი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.
ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 25.0 პროცენტით მომატებულია ხილსა და ყურძენზე, ბოსტნეული და ბაღჩეული 19.5 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 16.4 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.1 პროცენტით.
ყავა, ჩაი და კაკაო 12.8 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული – 11.3 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა 11.3 პროცენტით მოიმატა, პურსა და პურპროდუქტებზე – 10.2 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 4.1 პროცენტით.
„ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 9.4 პროცენტით გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების ქვეჯგუფზე, 9.2 პროცენტით ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე, ხოლო 8.1 პროცენტით სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (6.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.4 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ნანახია: 294
მსგავსი სიახლეები
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
clickss