სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვიურ 1000 ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს, - სამთავრობო ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც გასულ წელს - 500 ლარი იყო, წელს კი 1000 ლარი გახდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ანალოგიური ინიციატივით მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ასევე დაუწესდეთ 1000-ლარიანი დახმარება.

 

„ბიზნესი დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, თუმცა ეს არ არის ნამდვილი თავისუფლება.თავისუფლება ისაა, რასაც გრძნობ და რასაც ხედავ, ეს კანონიერი სტატუსი არ გახლავთ," -ამ თემაზე ბიზნესმენმა ფადი ასლიმ „სთარვიზიის“ ეთერში ისაუბრა.

"ბიზნესმენები ჯერ კიდევ  შეშინებულნი არიან. მაგალითად, ჩვენ როცა ტელევიზიებში რომ ჩვენი საბჭოს წევრებს იწვევენ  ბიზნესკლიმატთან დაკავშირებით სასუბროდ,   ვერავის ვნახულობთ ხოლმე, ვისაც  სურვილი ექნება ამ თემაზე ისაუბროს,  რადგან ხალხი შეშინებულია. შეიძლება, არც აქვთ შიშის საფუძველი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეშინიათ. გამუდმებით ვიმეორებ, რომ  ბიზნესი მაშინ იქნება თავისუფალი, როდესაც ნებისმიერ ბიზნესმენს შეეძლება ტელეეკრანზე გამოჩენა და თავისი აზრის დაფიქსირება, შურისძიების შიშის გარეშე. ახლა, საქმე არ გვაქვს მთავრობის მხრიდან სისტემატურ შურისძიებაზე,  თუმცა მათ აქვთ ბიზნესმენთა დასჯის თავისებური გზები, დღესდღეობითაც კი,“- განაცხადა ბიზნესმენმა.

 ფადი ასლიმ შემოსავლების სამსახურის ზეწოლაზე ისაუბრა:

„წელიწადნახევარია, შემოსავლების სამსახური  ბიზნესებზე ზეწოლას ახდენს.  მათი მხრიდან ბიზნესების რეკეტირება  ხდება.

ერთი კვირის წინ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე ღიად, გაზეთის ფურცლებზე დამემუქრა! მან თქვა, თუკი ეგ ტიპი, ფადი ასლი არ   გაჩუმდება, ვიტყვი ვინც არის და მთელ მის დოსიეს გავასაჯოროებო. მეორე დღესვე ცილიმწამებლური სტატია დაიწერა ჩემზე პრესაში. ამდენად ეს ინსტიტუციურ დონეზე კი არა, ცალკეულ დონეზე ხდება, რადგან ზოგიერთ ადამიანს ხელისუფლებაში ძალიან ვიწრო თვალსაწიერი აქვს, ვერ აღიქვამენ სურათს და ყველაფერს პირადი აზრის დონეზე წყვეტენ, რაც უკვე შურისძიებაა და ამიტომაც ეშინიათ ბიზნესმენებს და ხმას არ იღებენ,“- აღნიშნა ფადი ასლიმ.

მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 აპრილს დაიწყება. ამასთან დაკავშორებით პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც ორგანიზატორებმა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს ის სიახლეები, რაც წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე.

ორგანიზატორების განმარტებით, დამთვალიერებლებს საშუალება ექნება წინასწარ დაგეგმონ სხვადასხვა მიმართულება, გაიარონ კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები. გამოფენა 16 დან 18 აპრილის ჩათვლით  საგამოფენო  ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მოეწყობა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.


სვეტიცხოველში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. 

ტაძარში პატრიაქის სააღდგომო ეპოსტოლე წაიკითხეს. სვეტიცხოველში იერუსალიმიდან ჩამოტანილი ზეციური ცეცხლიც მიაბრძანეს, საიდანაც, მთელ საქართველოში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გავრცელდება. 

მორწმუნე ერმა სვეტიცხოვლის ეზოშივე გაიხსნილა დიდმარხვა, სადაც ტრაპეზი გაიმართა. 

სააღდგომო წირვის სვეტიცხოველში ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ უწმინდესმა 22 მარტს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „მივიღე ასეთი გადაწყვეტილება: ამიერიდან, ყოველწლიურად, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მადლობას შევწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი და საგანგებო ლოცვა ღვთისადმი. წელს ეს ლოცვა განსაკუთრებულად უნდა აღევლინოს, ამიტომ გადავწყვიტეთ, აღდგომის წირვა სვეტიცხოველში ჩავატაროთ. შაბათს საღამოს დაიწყება მსვლელობა მცხეთისკენ. სასურველია, რომ მომლოცველები თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება ერთი დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. მორწმუნე ერი იქვე გაიხსნილებს დიდმარხვას“, - ბრძანა ილია მეორემ. 

14 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, გჟეგოჟ სხეტინა, მარტინ ლიდეგორდი და მარგოტ ვალსტრომი, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. 
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც საქართველოსადმი სოლიდარობის გამოხატულება, განსაკუთრებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის წინ.თამარ ბერუჩაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს, დანიას, პოლონეთსა და შვედეთს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ ურთიერთობებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. მან მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრებს, მათი მთავრობების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის მზაობისთვის და აგრეთვე განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის.ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, საქართველოს მიღწევებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში და მადლიერება გამოხატეს ნატო-ს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობას, მოლოდინებს და გეგმებს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა  და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.
ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე. წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერას. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრებს მათი მთავრობების მიერ ე. წ. „ხელშეკრულებების“ დაგმობისთვის.შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
 
ასევე, თამარ ბერუჩაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას - თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და ამ მიმართულებით ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
 
პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებას, სექტემბრიდან გალის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე, ოფიციალური თბილისი პასუხობს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ოკუპირებული რეგიონის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ინიციატივა ადამიანის უფლებებს ლახავს. "ოკუპირებულ რეგიონებში გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები. ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა მოხდეს აღნიშნულ ფაქტებზე დროული რეაგირება.  ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავად აირჩიოს, რა ენაზე მიიღებს განათლებას,"-  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე

 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 აპრილი 2015 12:37

ამ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა - როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა დათმობაზე წასულიყო.ეს დღე იყო დასტური იმისა, რამდენად ძლიერი იყო ჩვენს ერში პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული თვითშეგნება. ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დათმობდა თავის უმთავრეს ღირებულებებს.ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა. დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, დავიცვათ ენის სიწმინდე და ასე შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტით 78 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. 21 მსჯავრდებულის სასჯელი კი სხვადასხვა ოდენობით შემცირდება - ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი სასჯელის ერთი მესამედი მოაკლდება.შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. პრეზიდენტის  გადაწყვეტილება ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ გააცნო. ქორიძის თქმით, შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის განზრახ მკვლელობის მუხლით მხოლოდ ერთი მათგანია მსჯავრდებული. მას სასჯელი გაუნახევრდა.ქორიძემ აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიამ სულ 460 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 

"მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონს ვეთამაშებით. დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა შვუტევთ კიდეც. ვიცით ძალიან რთულია გერმანიასთან თამაში, თუმცა ჩვენ ფეხბურთელებში ოტიმიზმსს ვხედავ.
შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილია თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ფეხბურთელს. შეიძლება ერთი ცვლილება განხორციელდეს, თამაშამდე წინ ერთი დღეა.
მინდა გულშემატკვრების თემას შევეხო, გასაგებია ყველას უყვარს მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა უდა გვიყვარდეს,“- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. 
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას 29 მარტს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. 

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად აფასებს. „ჯერ კიდევ 6, 7, 8, აპრილს საქართველო დამოუკიდებლობისათვის მზად არ იყო. უფრო მეტიც , საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თვლიდა, რომ ეს ოცნება იყო. 9 აპრილის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ საბჭოთა კავშირში დარჩენა არ შეიძლება და საქართველო უნდა გახდეს დამოუკიდებელი“ , - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა რადიო-სტუდია „სპუტნიკი-საქართველოს“. ლევან ბერძენიშვილის თქმით, 9 აპრილს საქართველო ხელახლა დაიბადა და ეს ისეთივე დიდი მოვლეენაა ქვეყნის  ისტორიაში, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა. 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ დაარბია. რის შედეგადაც, დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური