ლუკაშენკო საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 13:10

  საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ვიზიტი 23-24 აპრილსაა დაგეგმილი და მის ფარგლებში, ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვიზიტის ფარგლებში, ლუკაშენკო ბათუმს ეწვევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შეხვდება. ბათუმში ხელი მოეწერება ქალაქ ბრესტთან დაძმობილების მემორანდუმს.

მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 13:07

მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო. სწავლების გახსნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სწავლების წარმატებით გავლა უსურვა.  ცერემონიალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს.

მზვერავის მომზადების კურსი J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ძალების ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო შესაძლებლობების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმართება. კურსი ერთიანი სტანდარტით მზვერავების ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომზადებას ისახავს მიზნად, რაც სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას მოთხოვნების შესაბამისად და ერთიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანერგვას უზრუნველყოფს.

სწავლებაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ბრიგადების, ეროვნული გვარდიისა და ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფების მზვერავები მონაწილეობენ. 18 კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამხედრო მზვერავები ტოპოგრაფიას, დაზვერვის წარმოებას, სპეციალურ ტაქტიკას, საინჟინრო საქმეს, თვითგადარჩენასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებს შეისწავლიან.

გასულ წელს მზვერავის მომზადების კურსის 2 ეტაპად ჩატარების შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 150-მდე სერთიფიცირებული მზვერავი შეემატა. წლის ბოლომდე  200 სამხედრო მოსამსახურის მომზადება და სერთიფიცირება იგეგმება.

"ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა. არ არის ისეთი დევალვაციის ტემპი, როგორიც იყო.  ველოდებით, რომ კურსი სტაბილური იქნება. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ შემოდინებებმა დააბალანსოს ის ვითარება, რაც გვქონდა", -  განაცხადა ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო. სწავლების გახსნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სწავლების წარმატებით გავლა უსურვა. ცერემონიალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს.მზვერავის მომზადების კურსი J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ძალების ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო შესაძლებლობების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმართება. კურსი ერთიანი სტანდარტით მზვერავების ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომზადებას ისახავს მიზნად, რაც სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას მოთხოვნების შესაბამისად და ერთიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანერგვას უზრუნველყოფს.სწავლებაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ბრიგადების, ეროვნული გვარდიისა და ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფების მზვერავები მონაწილეობენ. 18 კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამხედრო მზვერავები ტოპოგრაფიას, დაზვერვის წარმოებას, სპეციალურ ტაქტიკას, საინჟინრო საქმეს, თვითგადარჩენასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებს შეისწავლიან.გასულ წელს მზვერავის მომზადების კურსის 2 ეტაპად ჩატარების შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 150-მდე სერთიფიცირებული მზვერავი შეემატა. წლის ბოლომდე 200 სამხედრო მოსამსახურის მომზადება და სერთიფიცირება იგეგმება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საწარმოების დასათვალიერებლად მედიატური კახეთიდან დაიწყო. 
 19-20 აპრილს უწყებამ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოების მოსანახულებლად კახეთის რეგიონში მედიატური გამართა. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჟურნალისტებმა კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოდან, ლოტოტრონის პრინციპით, თავად შეარჩიეს მოსანახულებელი საწარმოები. "დღეს გვინდა აქ შეკრებილ ჟურნალისტებს ექსკლუზიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 105-ის ნაცვლად, ჩვენს მიერ აგრარულ სექტორში უკვე დაფინანსებულია 119 ბიზნესი. დაპირებისამებრ დღეს ვიწყებთ მედიატურს. პირველი რეგიონი გახლავთ კახეთი, სადაც 36-ის ნაცვლად, უკვე 42 საწარმოს ნახვის საშუალება მოგვეცა. ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ 8 საწარმო. დარწმუნებული ვარ, თითოეულ საწარმოსთან მიმართებაში დიდი ინტერესი იქნება. ძალიან გაგვიმართლა, რომ სხვადასხვა მიმართულების საწარმოების დათვალიერებას შევძლებთ. ლოტოტრონის პრინციპით შერჩევიდან გამომდინარე, ალბათობა დიდი იყო, რომ ერთი მიმართულების საწარმოები გვენახა. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადობას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ როგორი საწარმოები შეიქმნა სახელმწიფოს ხელშეწყობით", - განაცხადა ოთარ დანელიამ. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე შპს "ნინოწმინდა 1" დაათვალიერეს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული 250 000 აშშ დოლარის სესხით მეფრინველეობის ფერმა აშენდა. ფერმა თვეში 150 000 ცალ კვერცხს აწარმოებს, ხოლო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამჟამად საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საწარმო ფართოვდება და შესაბამისად, 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება. 
ჟურნალისტები გურჯაანში შპს "ქართული ხილის" კომპანიაშიც იმყოფებოდნენ. ეს არის ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც წლიურად 200 ტონა მარცვლეულის შენახვაც არის შესაძლებელი. გადამამუშავებელ საწარმოში პირველად ელოდებიან ატმის სეზონს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ყვარელში შპს "შალოშვილის მარანი" და გურჯაანში, სოფელ ველისციხეში შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მოინახულეს. შალოშვილის მარანი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 200 000 აშშ დოლარის კრედიტით დაფინანსდა, რითაც ქარხანამ გადამამუშავებელი დანადგარები - ღვინის გამაციებელი დანადგარი, ცისტერნა, ღვინის ფილტრაციის სისტემა შეიძინა. ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 12 ადამიანი, ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 65-მდე იზრდება. წელიწადში 100-120 ტონა ღვინის წარმოება და რუსეთში ექსპორტი იგეგმება. რაც შეეხება შპს "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას", შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული 600 000 აშშ დოლარის დახმარებით აშენდა ღვინის საწარმო, რომელიც წელიწადში 4500 ტონა ღვინოს აწარმოებს. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ექსპორტზე 15 ქვეყანაში გადის. მედიატურის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო "როიალ ბატონში" გაიმართა, რომელსაც მედიატურის მონაწილე ჟურნალისტები დაესწრნენ.ჟურნალისტებს დაფინანსებული ახალი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ კრედიტის აღების პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ასეთი ხელშეწყობა მთავრობისგან ადრე არასდროს მიუღიათ.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროწარმოების განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, არაერთი პროექტი (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებლი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა "აწარმოე საქართველოში") ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 119 ახალი საწარმო, ჯამში, განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ 800 ათას აშშ დოლარს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, 3700 -ს შეადგენს. გაფართოვდა 600-ზე მეტი საწარმო და საერთო ჯამში შექმნილია 10 ათასამდე სამუშაო ადგილი.რაც შეეხება კახეთის რეგიონს, დაფინანსებულია 42 ახალი საწარმო, დასაქმდა 1025 ადამიანი, განხორციელდა 39 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: 16 ღვინის წარმოება, 7 მესაქონლეობა, 7 სასაწყობო მეურნეობა, 3 მეფრინველეობა, 2 ცხვრის მოშენება, 2 ხილის გადამუშავება, 1 მეღორეობა, 1 ცხოველის საკვების წარმოება, 1 მუხის კასრების წარმოება და 1 სასათბურე მეურნეობა.
მედიატურში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელიძე და ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია. ბატალიონის ბოლო ნაკადი, 126 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, ავღანეთიდან სამშობლოში გუშინ საღამოს დაბრუნდა.

ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი და V ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

უკრაინაში შექნილ ვითარებასა და რუსეთისათვის საქნციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ დღეს ევროსაბჭოში. ამ ეტაპზე საკითხს კომიტეტებში განიხილავენ. შევა თუ არა სანქციების გამკაცრების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში, ჯერ უცნობია. სესია დღეს იხსნება. 
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული დელეგაცია სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას უჭერს მხარს. თავად რუსული დელეგაცია კი ხმის უფლების ჩამორთმევის გამო პროტესტის ნიშნად არ გეგმავს სესიაში მონაწილეობის მიღებას.

ნაღმი 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 12:07

ნაღმია აღმოჩენილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ხელყუმბარა 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს. 112-ში შეტყობინება ანონიმურად შევიდა. გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის ადგილიდან სავარაუდოდ ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა.  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს. 

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით, ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს დირექტორი, 1981 წელს დაბადებული ნინო ს. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ს ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery“ (ე.წ. ,,გრინ-ქარდის“) გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს დირექტორ ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოს-და ,,გრინ-ქარდი“-ს აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვიურ 1000 ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს, - სამთავრობო ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც გასულ წელს - 500 ლარი იყო, წელს კი 1000 ლარი გახდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ანალოგიური ინიციატივით მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ასევე დაუწესდეთ 1000-ლარიანი დახმარება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური