ირაკლი ღარიბაშვილი სემინარს გახსნის

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 24 აპრილი 2015 08:54

09:00
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სემინარს ოფიციალურად გახსნის, რომელსაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (COCOM) წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 სფფ-ის  სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას  "ზესტაფონი" სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს, ამის შესახებ კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა "ნიუს დეისთან" ისაუბრა: 

"მოვითხოვთ, რომ გუნდი დაიშვას ჩემპიონატზე და გააგრძელოს ასპატრეზობა, მაგრამ არ ვიცით ეს რამდენად მოხერხდება.  ჩვენი მოთხოვნაა გუნდმა გააგრძელოს ასპარეზობა და ის ფაქტები, რაც ჩვენ წარვუდგინეთ და წარვუდგენთ, გაითვალისწინოს სააპელაციო სასამართლომ. ჯერ ვერ გეტყვით რა შანსები გვაქვს,"- განაცხადა მიხეილ ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, "ზესტაფონი"  სფფ-ის  სადისციპლინო კომიტეტმა თამაშზე გამოუცხადებლობის გამო,  ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოიხსნა. 

დღეს, სფფ-ის ოფისში სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებისა და სფფ-ის ხელმძღვანელებმა.  შეხვედრას 15 კლუბის პრეზიდენტი და დირექტორი ესწრებოდა. მხოლოდ „სამტრედიას“ წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მოსვლა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. შეკრებილებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ისაუბრეს „ზესტაფონში“ შექმნილ ვითარებაზე და მოუსმინეს კლუბის დირექტორს - მიხეილ ხუციშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.

ამასთან, სფფ-ის შეთავაზებას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გუნდებისთვის დაწესდეს საპრიზო ფონდი, კლუბების ხელმძღვანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გუნდი ფულადი პრემიის სახით ფედერაციისგან 250 ათას ლარს მიიღებს. მეორე ადგილოსანი  - 150 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასული კი - 100 ათას ლარს.

რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებულს, ის ფედერაციისგან 100 ათას ლარს მიიღებს.

Tbilisi JAM Fest - თბილისი მეტალის ქალაქად გადაიქცევა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 17:40

Tbilisi JAM Fest - თბილისი მეტალის ქალაქად გადაიქცევა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, გერმანია, შვედეთი, პოლონეთი, აშშ, ისრაელი, თურქეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებსაც Tbilisi JAM Fest 2015-ის მონაწილე ბენდები წარმოადგენენ.  სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია-ფესტივალი ლისის ტბაზე, ღია ცის ქვეშ, 24-26 აპრილს გაიმართება.

No Violence - არა ძალადობას, წლევანდელი ფესტივალის მთავარი გზავნილია და სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მშვიდობასა და მეგობრობას ეძღვნება.  ფესტივალის ფარგლებში მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ მოუსმინონ ბენდებს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში.  ფესტივალის მიზანი მუსიკის სხვადასხვა ჟანრების შერწყმაა. 3 დღის განმავლობაში, დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე შესრულდება ცოცხალი მუსიკა. ხოლო ღამის 12-დან დილამდე მელომანებს ელექტრონული მუსიკის მოსმენა შეეძლებათ. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თბილისს 3 დღით მეტალის ქალაქად გადაქცევას ჰპირდებიან.

ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია "სთარვიზია" და რადიო STAR FM. 

დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებით დაინტერესდნენ.

სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა მესხიძემსამთავრობო დელეგაციის წევრებს ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელის,გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურებისა და ელექტრონულ სერვისების შესახებპრეზენტაცია წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლიდაათვალიერეს და მის კონცეფციას გაეცნენ.

მოცეკვავე კნუტები (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 16:59

7 კნუტი, რომელიც სინქრონში ცეკვავს. ინტერნეტში ვრცელდება ვედიო, სადაც 7 კნუტი ერთდროულად ცეკვას.

"სამეფო კარის თამაშების" ანიმაცია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 16:39

Game of Thrones მსოფლიოში ცნობილი და ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან პოპულარული სათავგადასავლო, ზღაპრული (ფენტეზი) სერიალია. 

მაყურებელი ყოველი სერიის გამოსვლას მოუთმენლად ელის, რათა დროულად გაიგოს დაძაბული და საინტერესო ისტორიის გაგრძელება. სამეფო კარის თამაშების მთავარი გმირები სამეფო ტახტის დასაპყრობად იბრძვიან. ყველა მათგანს საკუთარი პრივილეგია და საინტერესო ისტორია აქვს.

ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში შოთა აფხაიძე მიიჩნევს, რომ საქართელოსთვისაც რეალურია ის საფრთხე, რომელიც ისლამური ხალიფატიდან გამომდინარეობს. „შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს , რომ ახლო აღმოსავლეთი ტერიტორიულად საქართველოსთან არც თუ ისე ახლოსაა, მაგრამ საფრთხეები, რაც იქიდან მომდინარეობს, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რეალურია, იქედან გამომდინარე, რომ ქართველები იმ კონფლიქტში მონაწილეობენ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ არის გაჩაღებული“, - განუცხადა ექსპერტმა შოთა აფხაიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიას “.

შოთა აფხაიძის თქმით , „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, ახლო აღმოსავლეთში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას სხვადასხვა წყაროები სხვადასხვანაირად ასახელებენ, თუმცა, მისი აზრით, ეს ციფრი 300-ზე მეტი იქნება.

საქართველო და ბელარუსი მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, - საერთაშორისო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ.
ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მათ შორის არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 15:10

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის მთავარი თემა.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური