შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის გუნდი “დიფერდანჟი” 1:0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩი “ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელის რანგში არველაძისთვის პირველი იყო.

მატჩის ერთადერთი გოლი მეჰმეთ ეკიჩიმ 44-ე წუთზე გაიტანა.

მომდევნო შეხვედრას “ტრაბზონსფორი" სტუმრად ლუქსემბურგში 23 ივლისს ჩაატარებს.

იხილეთ ვიდეო

 

 

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და სენეგალში კომპანია „ბავარიან ნორდიქის“ (Bavarian Nordic) მიერ შემუშავებულ ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინაზე კლინიკური ტესტების ჩატარება დაიწყეს, ამის შესახებ "ევრონიუსი იუწყება".

ვაქცინის შემოწმების ე.წ. მეორე ფაზა იმაზეა ორიენტირებული, რათა პირველ რიგში შემოწმდეს, თუ რამდენად უსაფრთხოა ახალი პრეპარატი. გამოკვლევებში მონაწილე ერთ-ერთი მოხალისე აცხადებს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა ძალიან საამაყოა, რადგან ყოველივე ეს მრავალი ადამიანის კეთილდღეობისთვის კეთდება და ტესტირების მონაწილე იმედოვნებს, რომ ახალი ვაქცინა უამრავ ადამიანს მომაკვდინებელი ვირუსისგან გადაარჩენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ აფრიკის რეგიონში ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების გამო 15 ადამიანი გარდაიცვალა, ამასთან ერთად, ექიმებმა ემბოლას ვირუსით დაავადების 70 ახალი შემთხვევა აღმოაჩინა. ამ ეპიდემიის გავრცელებიდან დღებდე ლიბიაში, სიერა-ლეონესა და გვინეაში დაავადებამ 11 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ლიბიაში სიტუაცია ყველაზე მძმეა, რადგან მსხვერპლის რიცხვმა 5 ათასს მიაღწია და ინფიცირებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატის ქალაქ ჩატანუგაში ინციდენტი მოხდა. დამნაშავემ ამერიკის სამხედრო-საზღვაო კომპლექსთან ახლოს სამხედროების მიმართულებით მანქანიდან ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 4 საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი დაიღუპა და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე არიან დაჭრილებიც. დამნაშავის ლიკვიდაცია საბოლოოდ პოლიციამ შეძლო.

მომხდარ ფაქტს ფედერალური საგამომძიებლო ბიურო და სხვა სააგენტოები იკვლევენ.

ამ დროისათვის, ისინი ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა თავდამსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან რომელიმე სხვა ექსტრემისტული ოგანიზაციიდან.

ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს ცნობით, ცეცხლი ამერიკელი სამხედროების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, 24 წლის მუჰამედ იუსუფ აბდულაზიზმა გახსნა, რომელის ამერიკაში ქუვეითიდან ჩავიდა.

ცნობილია, რომ აბდულაზიზი 2015 წლის დასაწყისში ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს.

ქალაქ ჩატანუგასთან ახლოს, მუჰამედ აბდულაზიზის სახლში სამართალდამცავებმა 2 ქალი დააკავეს. ოპერაციაში სულ მცირე 10 მძიმედ შეიარაღებული ძალოვანი იღებდა მონაწილეობას. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სახლს ალყა შემოარტყეს და ამგვარად გამოყვანეს საცხოვრებლიდან დაკავებულები.

ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები ტენესის შტატში მომხდარ ინციდენტს ტერაქტად განიხილავენ. 

საბერძნეთში ბანკები 20 ივლისს გაიხსნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 17 ივლისი 2015 11:25

20 ივლისიდან საბერძნეთში ბანკები კვლავ გაიხსნება, თუმცა ბანკომატიდან გამოსატანი თანხის ლიმიტი იგივე რჩება, თითოეულ ადამიანს დღეში 60 ევროს გამოტანა შეუძლია. ამის შესახებ საბერძნეთის  ფინანსთა სამინისტრომ იუწყება. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის ბანკების დაფინანსება  900 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ევროჯგუფმა ათენისთვის გარდამავალი, 7 მილიარდი ევროს ოდენობის, კრედიტის დამტკიცებაზე შეთანხმებას მიაღწია.

 "ევრონიუსის" ცნობით, ყოველივე ეს შესაძებელი მას შემდეგ გახდა, რაც საბერძნეთის პარლამენტმა მკვეთრი ეკონომიის ახალი პაკეტი დაამტკიცა.

ათენმა ევროპელი პარტნიორების მიერ მესამე საკრედიტო, 90 მილიარდი ევროს მოცულობის, პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დანაპირების შესასრულებლად სასწრაფო წესით სტრუქტურული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო.

ხუთშაბათს,  ევროჯგუფმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც საბერძნეთისთვის ევროპული სტაბილიზაციის დამკვიდრების მექანიზმის ჩარჩოებში  3 წლიანი დახმარების პროგრამას ითვალისწინებს. ბერლინში გერმანელ სოციალ-დემოკრატებთან შეხვედრის შემდეგ, ევროჯგუფის თავმჯდომარემ, იერუნ დეისელბლუმმა თავის პარტნიორებს მოუწოდა და განაცხადა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ ნაკლები საუბარი იქებოდა ევროზონიდან საბერძნეთის გამოსვლის შესახებ. ევროჯგუფის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყველამ მეტი უნდა იფიქროს იმაზე, როგორ წამოდგეს საბერძნეთი ფეხზე და დაიწყოს ეკონომიკური განვითარება, რადგან დახმარების პროგრამა სწორედ ამას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვოლფგანგ შოიბემ აღნიშნა, რომ ათენის მიერ ევროზონის ნებაყოფლობით დატოვება საბერძნეთისთვის არსებული საუკეთესო გზა იქნებოდა.

საბერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ევროზონის სხვადასხვა ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაჯილდოვდა. ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრარს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გადასცა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ფრანგ დიპლომატს საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშედ 2012 წლიდან მუშაობს. 2015 წლის  აგვისტოში ის საქართველოში საქმიანობას დაასრულებს.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების ვიზიტი იაპონიაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივლისი 2015 11:01

 16-17 ივლისს, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ისა და იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, გაიმართა სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების ვიზიტი ტოკიოში. ვიზიტი იაპონური მხარის მოწვევით შედგა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი დავით ჯალაღანია.

16 ივლისს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა სუამ-იაპონიის ფორმატის მე-6 შეხვედრა და სუამ-ის ეროვნული კოორდინატორების შეხვედრა საპარლამენტო მინისტრის მოადგილესთან კენტარო სონოურასთან.

სუამ-იაპონიის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და გაცვალეს მოსაზრებები ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით. საუბარი შეეხო ისეთ სფეროებს, სადაც არსებობს თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების სურვილი, მათ შორის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წყლის რესურსების მართვის სფეროებში. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სუამ-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, მხარეებს შორის მდგრადი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება წარმოადგენს.
სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორებმა და იაპონურმა მხარემ შეათანხმეს აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის“ პროექტი. დოკუმენტის მიღება, სუამ-იაპონიის მაღალი დონის მორიგი შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა. 
17 ივლისს, იაპონურმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „The Global Forum of Japan” უმასპინძლა რიგით მეორე კონფერენციას „The Second Dialogue of GUAM-Japan”. ღონისძიებაში, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორებისა და იაპონიის მთავრობის  გარდა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა მინორუ კიუჩიმ, რომელმაც გახსნა კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებს წერილობით მიმართეს იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი სიტყვით წარსდგა კონფერენციის პანელზე “promoting  shared values for peace and prosperity”.
ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა, საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან კენტარო სონოურასთა. რეგიონული თანამშრომლობის გარდა, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 2015 წლის 10 ივლისს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ  სადემარკაციო ნიშნების გადაადგილების  გამო. ამგვარი ნაბიჯები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, ნეგატიურ ზემოაქმედებას ახდენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, აღრმავებს უნდობლობას, კიდევ უფრო ართულებს  კონფლიქტის გადაწყვეტას და  ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიაჩნია, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.

 

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანნ ბრასორი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის გამო:

„შევიტყვე უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ცალმხრივად შეცვლისა და იქ უწყვეტად მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება , რომ ეს ქმედებები ხორციელდება ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რომელსაც გადამწყვეტი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის. 
 
ასამბლეა თანმიმდევრულად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია: ადმინისტრაციული საზღვრის ბორდერიზაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მხოლოდ დაძაბულობის გამწვავების მიზანს ემსახურება. საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების გაერთიანების ნაცვლად, ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აცალკევებს მათ ერთმანეთისგან, რასაც მკაცრად ვგმობ, ისევე როგორც დავგმე ამგვარი ქმედებები გასული წლის მაისში, ადმინისტრაციული საზღვრის მონახულებისას."- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანნ ბრასორმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელ ილიანა დერილოვას და პროგრამების ადგილობრივ ხელმძღვანელ ნინო ჭყოიძეს შეხვდა. 

მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (EAP IBM Capacity Building)” პროექტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას გადმოეცა ტექნიკა, რომელიც ორ რეგიონალურ სამმართველოს გადაეცემა. 

აღნიშნული პროექტი FRONTEX-ის დაფინანსებითა და IOM-ის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. 

პროექტის მიზანი რისკების ანალიზის მიმართულებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დღეს დოკუმენტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის ეროვნული პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. 
საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა და აგროდაზღვევის კონცეფციის შემუშავება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს (KWF) შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში კომპანიამ BFC (Buisiness and finance Consulting) განახორციელა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ კონცეფციის შემუშავებაში ჩართული სტრუქტურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მიერ განხორციელებული აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის კვლევის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა გვაძლევს საფუძველს, რომ აგროდაზღვევის კონცეფციის საბოლოო დოკუმენტი როგორც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის მისაღები იქნება “, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის მიმოხილვა BFC -ის სოფლის მეურნეობის ფინანსების დარგში მმართველმა დირექტორმა და პროექტის მენეჯერმა მაიკლ კორტენბუშმა წარმოადგინა. მან დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შემუშავებაში აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითრებაში აგროდაზღვევის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, აგრარული კომიტეტის, აგარარული დარგის ასოციაციების, სადაზღვევო ასოციაციის, სადაზღვევო კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური