სოფელ ძევერაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარების კოორდინატორი და USAID-ის მისიის დირექტორი იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 17 მაისი 2015 14:58

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარების კოორდინატორი, ალინა რომანოვსკი და USAID-ის მისიის დირექტორი, სტივენ ჰეიკინი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ჩავიდნენ და  იმ ოჯახებს შეხვდნენ, რომელთაც დახმარება გაეწიათ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის  ფარგლებში.

პროექტი NEO-ს მიმდინარე დახმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 31 სოფლიდან 135 ფერმერის მიერ წარმოების მასშტაბის გაზრდას. აქ ღია გრუნტში და სათბურებში, დაახლოებით 37 ჰექტარ ფართობზე, აწარმოებენ ბოსტნეულს, მწვანილსა და ჟოლოს, წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ამ დახმარების შედეგად მოსახლეობისათვის შეიქმნება თითქმის 950 სეზონური სამუშაო ადგილი.

პროექტის ხელშეწყობით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში განხორციელებული 15 მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის პროექტის დადებითი შედეგები 1 750 ოჯახზე აისახა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 16 მაისი 2015 14:14

დღეს თბილისში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მოწვეული პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. კონფერენცია-გამოფენის მხარდამჭერია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესაძლებლობების ანალიზი აჭარისა და კახეთის რეგიონებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2015 10:36

_ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR__)_ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესაძლებლობების ანალიზი აჭარისა და კახეთის რეგიონებში. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემუშავდა ანგარიში შესაბამისი რეკომენდაციებითურთ.
აღნიშნული შეფასების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ორ რეგიონში –აჭარის ა.რ. და კახეთის რეგიონი – ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების განხილვა და ანალიზი, მათ შორის ისეთი საკითხების ანალიზი, როგორიცაა ინსტიტუციური მოწყობა, ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა, ინფრასტრუქტურა და ფინანსური ასპექტები.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა დეტალური ინტერვიუები სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე, მოხდა არსებული კანონებისა და რეგულაციების, მუნიციპალიტეტებსა და შემგროვებელ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულებების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა შესაბამისი ანგარიშების განხილვა.
ანგარიში ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
პროგრამას, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს International City/County Management Association CENN–თან ერთად, რომელიც ინიციატივის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციაა.
ზემოთ აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური