საერთაშორისო კონფერენცია: სამუშაო ადგილების შექმნა თანასწორობისა და კეთილდღეობისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 19:37

2015 წლის 28-29 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო დელეგაციები ექვსივე ქვეყნიდან და რეგიონში მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელშიც შედიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).  

აჭარაში ახალი პროექტის „მწვანე ქალაქები“ განხორციელება იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:06

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სასტუმრო „რადისონში“ პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაციას დაესრო. პროექტის თანახმად ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში მთლიანად იწყება ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ( ISTBAR). პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე განხორციელდება და მას აჭარაში ლაშა ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
პროექტის მთავარი ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია ოთხი ძირითადი კომპონენტის განხორციელება: I. ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის; II. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება ქალაქ ბათუმში დაბალემისიანი ტრანსპორტის განვითარებისათვის; III. პირდაპირი კაპიტალური ინვესტიციების მხარდაჭერა ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის დანერგვისათვის; IV. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე.
25- 27 სექტემბერს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ-იორკში, მსოფლიოს ლიდერების მიერ მოხდება ახალი გლობალური დღის წესრიგის მიღება - მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ . მიღებული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლის შემდეგ. ახალი დღის წესრიგი გააერთიანებს განვითარების ურთიერთდაკავშირებულ შემადგენლებს, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზიურობა და გარემოს დაცვა. სწორედ ამ საკვანძო ელემენტებს ეფუძნება როგორც გაეროს განვითარების პროგრამის 23-წლიანი მოღვაწობას საქართველოში ზოგადად, ასევე ახალი ინიციატივა აჭარის რეგიონში.

ახალგაზრდები იცავენ ოზონს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 15:51

16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა  200-ზე მეტმა ახალგაზრდა გარემოსდამცველმა მიიღო. აქვე მოეწყო ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გამარჯვებულებს გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა გადასცეს.

საგანმანათლებლო კამპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა,  2015 წლის ივლისში დაიწყო. და  წლის ბოლომდე გაგრძელდება. საინფორმაციო შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს უკვე დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი.

კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით. ოზონის შრის დაცვის კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული  საგანმანათლებლო დაწესებულებები - სკოლები და უნივერსიტეტები.

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის მიმართულებით. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა მაცივარ-ტექნიკოსთა სასწავლო პროგრამები. 

სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015 15:34

16 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აქვე გაიმართება ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
ღონისძიება გახსნის საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით.

საერთაშორისო გამოცდილება ლტოლვილებთან და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშრებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 17:47

21-22 აპრილს თბილისი ერთობლივ სემინარს უმასპინძლებს, რომლის მსვლელობაშიც

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებები იმსჯელებენ ლტოლვილებსა

და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სემინარის ორგანიზატორიები

არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი

კომისარი (UNHCR) ევროკავშირის ხელშეწყობით.

სემინარში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის

სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის და

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო

პოლიციისა და იძულებით გადაადგილებულთა, პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა

სამინისტროს თხუთმეტი წარმომადგენელი.

თეორიული ნაწილი და პრაქტიკული მეცადინეობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

შერეული მიგრაცია, თავშესაფრის მიღების პროცედურები, საერთაშორისო დაცვის

მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა მონიტორინგი და UNHCR-ის

მიერ შემუშავებული წესები მათი იდენტიფიცირების, დაკავებისა და უფლებების დაცვის

სფეროში.

სემინარს გახსიან ნუკრი გელაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

აკადემიის რექტორი, და ნათია ნაცვლიშვილი - UNDP-ის პროგრამების ხელმძღვანელი.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური