ვერცხლისწყლის შემცირება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 14:23

23 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მინამატას კონვეციის რატიფიცირებისა და განხორციელების გზების  შესახებ. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით+ მიმართეს ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხლემძღვანელმა, და ალვერდ ჩანქსელიანმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა.
სამუშაო შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ვერცხლისწყლის აღრიცხვას, გავრცელების პოტენციური წყაროების გამოვლენასა და შეფასებას, რეკომენდაციების შემუშავებას კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების მომზადების  მიზნით   და ინსტიტუციური შესაძლებლობების შესწავლას, რომელიც აუცილებელია მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი წარმატებული განხორციელებისთვის.       
პროექტის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.
მინამატას კონვენციის შესახებ:
მინამატას კონვენციის სახელი უკავშირდება იაპონიის ქალაქს მინამატა, სადაც გასული საუკუნის 50-იან წლებში ადგილობრივი საწარმოს მიერ მინამატას ყურეში ვერცხლისწყლით დაბინძურებული წყლის ჩაშვების შედეგად მოიწამლა ათი ათასობით ადამიანი, ხოლო მსხვერპლის რაოდენობამ 2000-ს მიაღწია.
მინამატას კონვენცია აწესებს რიგ ვალდებულებებს სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლისგავრცელებაზე, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების გამოყენებასა და წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ოქროს მცირემაშტაბიან (კუსტარულ) მოპოვებაზე, რომელიც ვერცხლისწყლის გავრცელების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
საერთაშორისო შეთანხმება მინამატას კონვენციის შესახებ მიღწეულ იქნა 2013 წლის იანვარში. კონვენცია ძალაში შევა 90 დღეში მას შემდეგ, რაც მის რატიფიცირებას 50 სახელმწიფო მოახდენს.
საქართველო აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებაში კონვენციის მიღების თაობაზე. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ხელი მოაწერა ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას და ამჟამად მისი რატიფიცირებისათვის ემზადება.

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 მარტი 2016 16:10

22 მარტს გაიმართა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ეროვნული 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეკრება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - მანანა კობახიძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა - შომბი შარპმა.
“სასიხარულოა, რომ გენდერული თანასწორობა პრიორიტეტული საკითხია საქართველოს მთავრობისათვის. საქართველომ საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო მიმართულებით, ისევე როგორც მთავრობას, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინირების გაუმჯობესების თვალსაზრისით. დროა ამ წინსვლამ რეალური ცვლილება გამოიწვიოს - გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკასა და ბიზნესში, შემცირდეს ანაზღაურების უთანაბრობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობა ყველასათვის მომგებიანია - როგორც ქალებისათვის, ასევე მათი ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის“, - თქვა შომბი შარპმა.
2014 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2014−2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. გეგმის შესრულების ერთწლიანი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2015 წელს გატარებული ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში.     

დამატებითი ინფორმაცია:
გაეროს ერთობლივი  პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. ამ პროგრამაში ჩართულია გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

დედამიწის საათი 2016: მომავალი იწყება დღეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 20 მარტი 2016 20:07

19 მარტს საქართველო მერვედ შეუერთდა დედამიწის საათს, მსოფლიოში  ყველაზე მასობრივ გარემოსდაცვით მოძრაობას, რომელიც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. დედამიწის საათის დროს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას ჩვენი პლანეტის მიმართ.
20:30 – 21:30 საათზე, გარე განათება გამოირთო საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობებისა და სამთავრობო შენობების ფასადებზე,   გაიმართა გარემოსდაცვითი აქციები.
თბილისში სიმბოლურად ჩაქრა ნარიყალა, მშვიდობის ხიდი, სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, მერია, გაეროს სახლი, ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები.   
მრგვალ ბაღში, გაეროს სახლის წინ, ტრადიციულად შეიკრიბნენ დედამიწის საათის მხარდამჭერები - მთავრობის, თბილისის მერიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ასევე მოვიდნენ თბილისელები, რომლებმაც გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ დედამიწის საათისათვის და საკუთარი თანადგომა გამოეხატათ საქართველოს მწვანე და უსაფრთხო მომავლის მიმართ.
მრგვალ ბაღში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გიგლა აგულაშვილმა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა; შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა; ნანა ჯანაშიამ - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა; და გიორგი სანადირაძემ - WWF კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.  
ღია ცის ქვეშ გაიმართა ჯგუფის The Wisky  კონცერტი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენა. ეკო კლუბების წევრებმა ანთებული სანთლებისაგან შექმნეს დედამიწის საათის სიმბოლო 60+, რომელიც შეგვახსენებს, რომ პლანეტაზე ზრუნვა მხოლოდ ერთი საათით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
ღონისძიების წამყვანებმა - ზურა ბალანჩივაძემ და გიგო შიუკაშვილმა, ისაუბრეს ახალ მსოფლიოზე, სადაც ყველა ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს დედამიწას, როგორც ჩვენს საერთო სახლს.    
აქციის ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და WWF კავკასია.
დედამიწის საათი პირველად 2007 წელს სიდნეიში (ავსტრალია) აღინიშნა. რამდენიმე წლის შემდეგ მოძრაობამ გლობალური ხასიათი მიიღო და ამჯერად  170 ქვეყანასა და ასეულობით მილიონ ადამიანს აერთიანებს. 2015 წელს დედამიწის საათის დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა 378 მილიონზე მეტი თვითი და 36.5 მილიონზე მეტი ფეისბუკის პოსტი. სიმბოლურად ჩაქრა 10 ათასზე მეტი ღირშესანიშნაობა, ისტორიული ძეგლი და  ცნობილი შენობა.  

UNDP 50 წლისაა: მსოფლიომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე 2030 წლისათვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 15:11

საერთაშორისო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს მთავრობების ლიდერების. სამოქალაქო საზოგადოების, მრავალმხრივი პარტნიორებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით, - თქვა ჰელენ კლარკმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა, ნიუ იორკში გამართული მინისტერიალის წინა დღეს, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება.  
მდგრადი განვითარების 17 ამბიციური მიზანი მსოფლიოს ახალი დღის წესრიგია, რომელიც განსაზღვრავს განვითარების მთავარ ტენდენციებს 2030 წლამდე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.  
„მთავრობების წამყვანი როლი, რომელსაც თან ერთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, ქველმოქმედებასა და მრავალმხრივ სისტემებთან თანამშრომლობა,  უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სიღარიბისა და უთანასწორობისაგან თავისუფალი მსოფლიოს მიზნების მიღწევა მხოლოდ ასეთი ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
„მდგრადი განვითარების მიზნები ის სახელმძღვანელოა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს აშენება, სადაც ეკონომიკა და საზოგადოება ინკლუზიური და თანასწორია, ხოლო პლანეტა დაცულია კლიმატის ცვლილების ყველაზე დამანგრეველი შედეგებისაგან, ისევე როგორც სხვა გარემოსდაცვითი საფრთხისაგან“, - დასძინა მან.   
ჰელენ კლარკმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რადგან ბოლო 50 წლის მანძილზე ორგანიზაცია სწორედ მსოფლიოს განვითარების წინა ხაზზე იმყოფებოდა. UNDP ხელს უწყობდა ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყნების მედეგობის გაზრდას, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. გარდა ამისა, UNDP კვლავაც განახორციელებს გაეროს მთლიანი სისტემის საქმიანობის კოორდინირებას.
„ჩვენმა საქმიანობამ თავისი წვლილი შეიტანა განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს, როდესაც 50 წლისთავს ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მომავალშიც შევასრულოთ ეს საქმე“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად 24 თებერვალს ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში შეიკრიბება 80 მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ზალკალიანი.
ამ მაღალი დონის დონის შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მსოფლიოს განვითარების ახალი ამბიციური დღის წესრიგის პრაქტიკული განხორციელებისათვის. მსჯელობის მთავარი თემები იქნება განვითარების დაფინანსების შესაძლებლობები, სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატის ცვლილება და მშვიდობის მშენებლობა. შეხვედრაში მონაწილე მინისტრები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა და UNDP-ის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:33

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ნილს სკოტმა ახალი პროექტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს მინამატას კონვენციის შესრულებაში დაეხმარება.
როგორც newsday.ge-ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინამატას კონვენცია გლობალური შეთანხმებაა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ვერცხლისწყლისა და მისი შენაერთების დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირების შესახებ.
"საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2013 წელს ხელი მოაწერა მინამატას კონვენციას. საქართველოს მთავრობა ყოველთვის პროაქტიურია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარების სფეროში, როგორც ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარიზში აღნიშნა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველო ასევე წარმატებით განახორციელებს ამ კონვენციას", - განაცხადა ნილს სკოტმა.
პროექტის მიზანია ვერცხლისწყლის მარაგების პირველადი შეფასება, რაც საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, დაადგინოს სახელმწიფოებრივი მოთხოვნები და საჭიროებები მინამატას კონვენციის სამომავლო რატიფიცირებისათვის. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.
მინამატას კონვენციას "ვერცხლისწყლის შესახებ" საქართველომ ხელი მოაწერა 2013 წლის 10 ოქტომბერს. კონვენცია ითვალისწინებს ფინანსური, ტექნიკური, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ასევე, ითვალისწინებს ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მინამატას კონვენცია აწესებს რიგ ვალდებულებებს სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლის გაფრქვევებზე, ვერცხლისწყლისშემცველი პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ოქროს მცირემასშტაბიან (კუსტარულ) მოპოვებაზე, რომელიც ვერცხლისწყლის გაფრქვევის ერთერთ წყაროს წარმოადგენს.

საქართველო პარიზის კლიმატის კონფერენციისათვის ემზადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 15:15

2015 წლის 25 ნოემბერს, თბილისში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გაიმართა კონფერენცია - „კლიმატის ცვლილების პოლიტიკა საქართველოში და მზადება პარიზის ხელშეკრულებისათვის“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, გარემოსდაცვითი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ - თეიმურაზ მურღულიამ, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ  საქართველოში - შომბი შარპმა.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს ქვეყნის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ამ მიმართულებით. აქვე გაიმართა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების პრეზენტაცია.
თბილისის კონფერენციის მიზანია საქართველოს მომზადება საერთაშორისო ღონისძიებისათვის, რომელიც გაიმართება პარიზში 2015 წლის დეკემბერში და რომელსაც დაესწრებიან გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების დელეგაციები. პარიზის კონფერენციაზე უნდა გაფორმდეს კლიმატის შესახებ საერთაშორისო იურიდიული ხელშეკრულება მსოფლიოს ქვეყნებს შორის.
პარიზის კლიმატის კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება  მაღალი დონის დელეგაციით, რომელსაც უხელმძღვანელებს  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.  

იურიდიული დახმარების სამსახური 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 23:57

სახელმწიფოს მიერ შექმნილ იურიდიული დახმარების სამსახურს 10 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 20 ნოემბერს, 13:30 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ადვოკატები, მოსამართლეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის  კუთხით მიაღწია. დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურში ყველაზე ხანგრძილავად მომუშავე თანამშრომლების დაჯილდოება.
საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა 2005 წელს დაიწყო. რეფორმის შედეგად შეიქმნა სახელმწიფო ორგანიზაცია – იურიდიული დახმარების სამსახური. მან ჩაანაცვლა ე.წ. „სახაზინო ადვოკატის“ სისტემა, რომელიც  ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას - ვერ ახდენდა დაცვის უფლების უზრუნველყოფას იმ პირთათვის, ვისაც ფინანსური მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლა კერძო ადვოკატის ძვირადღირებული მომსახურებით.
2005 წელს,  საცდელი პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ზესტაფონში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ბიუროები, სადაც კონკურსის გზით შერჩეული, კვალიფიციური ადვოკატები დასაქმდნენ. მომდევნო წლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისების რაოდენობა 18–მდე გაიზარდა, უფასო საადვოკატო მომსახურება 75 ათასზე მეტმა პირმა მიიღო, უფასო იურიდიული კონსულტაციით კი 100–ზე მეტმა პირმა ისარგებლა.
დღეისათვის, უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. იურიდიული დახმარების სამსახური ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია იურიდიული დახმარების საბჭო.
იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმას წლების მანძილზე აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია, ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვები.

UNDP-ის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 16:06

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დსთ-ის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. 

ჯიჰან სულთან ოღლუ, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას. ასევე, იგი, ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის რეგიონში გაემგზავრება, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის შედეგებს გაეცნობა. 

შეხვედრების მსვლელობისას საუბრის მთავარი თემა იქნება საქართველოს მიღწევები გასული წლების განმავლობაში, განვითარების მიმდინარე გამოწვევები და საქართველოს როლი მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 12:24

2015 წლის 9-11 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჯიჰან სულთანოღლუ - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯიჰან სულთანოღლუ შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ძირითად პარტნიორებს საქართველოში - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს.
შეხვედრების მსვლელობაში ჯიჰან სულთანოღლუ ისაუბრებს საქართველოს მიღწევებზე გასული წლების მანძიპარლამენტლზე, განვიტარების მიმდინარე გამოწვევებზე და საქართველოს როლზე მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
იგი ასევე შეეხება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც ეყრდნობა გაეროსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპროგრამო დოკუმენტს 2016-2020 წლებისთვის.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფიციალურ დელეგაციაში შევლენ გაეროს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და გაეროს მუდმივი კოორდინატორი/გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნილს სკოტი.
10 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში - ფედერიკა მოგერინისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისათვის - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელიც ჩატარდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
11 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუ გაემგზავრება დუშეთის რეგიონში, სადაც გაეცნობა გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის მთავრობისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შედეგებს საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდასაჭერად.   
#####
ქალბატონი ჯიჰან სულთანოღლუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური პირია. სხვადასხვა წლებში იგი ხელმღვანელობდა გაეროს წარმომადგენლობებს ბელარუსში (2004-2007) და ლიტვაში (2000-2005), ხოლო 2012 წელს დაინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილის თანამდებობაზე და სათავეში ჩაუდგა ევროპისა და დსთ-ს რეგიონულ ბიუროს. ჯიჰან სულთანოღლუ უკვე ორჯერ ეწვია საქართველოს 2013 და 2014 წლებში.  

საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 17:28

10 ნოემბერს, სამშაბათს, გაეროს  ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფი უკვე მეორედ განიხილავს  საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით  არსებულ მდგომარეობას. შეხვედრის პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის  ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე:  http://webtv.un.org
საქართველო  არის ერთ-ერთი იმ 14  სახელმწიფოს შორის, რომელიც იქნება განხილული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე 2 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით. ამ მექანიზმის ფარგლებში მსჯელობა საქართველოს შესახებ პირველად  2011 წლის 28 ნოემბერს  გაიმართა.
მიმოხილვა დაფუძნებულია შემდეგ დოკუმენტებზე: 1) ეროვნული ანგარიში, რომელიც წარმოადგენს განხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას; 2) დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა ექსპერტების და შესაბამისი ჯგუფების მიერ მომზადებულ  ანგარიშებს, როგორიცაა  გაეროს სპეციალური პროცედურები, ადამიანის უფლებათა სახელშeკრულებო ორგანოები და სხვა მექანიზმები;  3) სხვა აქტორების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს, როგორიცაა  ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები, რეგიონალური ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.
ზევით აღნიშნულ დოკუმენტებში განხილულ საკითხებს შორისაა: ზომები, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის  უფლებების დაცვას ითვალისწინებს, რელიგიის ან აღმსარებლობის თავისუფლება; სიძულვილის ენის და რასობრივ საკითხებზე განცხადებების აკრძალვა; ანტიდისკრიმინაციული კანონი, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა; დაკავებული პირებისა და პატიმრების მიმართ სათანადო მოპყრობა; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას  შესახებ ანგარიშების განხილვა; სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი  სასამართლოს  უფლება; დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა,  ukanono  დაკავებების პრევენცია, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, ოჯახური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, იძულებით  გადაადგილებულ  პირთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებები და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის  მქონე პირთა უფლებები...
სამი ანგარიში, რომლის საფუძველზე 10 ნოემბერს  უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველო იქნება განხილული  შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე  : http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/Pages/GESession23.aspx

შეხვედრის  ადგილი : ოთახი  20, Palais des Nations, ჟენევა
დრო და თარიღი: 10 ნოემბერი , სამშაბათი , 09:00-12:30 (Geneva time, GMT_1 hour) / Tbilisis დროით 12:00-dan 15:30 saaTis CaTvliT;
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR)  არის უნიკალური პროცესი, რომელიც ითვალისწინებს  გაეროს 193 წევრ-სახელმწიფოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვას.  2008 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც ამ მექანიზმის პირველი შეხვედრა გაიმართა, გაეროს ყველა 193 წევრი-სახელმწიფო იქნა შეფასებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პირველი ციკლის ფარგლებში, ხოლო მეორე ციკლის ფარგლებში კი 140  სახელმწიფო. წევრი სახელმწიფოების  მიმოხილვის მეორე ციკლი მიზნად ისახავს განსაზღვროს თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული პირველი ციკლის შემდგომ ადამიანის უფლებების კუთხით და წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას დეტალურად ისაუბრონ თუ რა ზომები გაატარეს მათ პირველი ციკლის განმავლობაში მიღებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით.
საქართველოს  დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო  საქმეთა  მინისტრის მოადგილე  ქ-ნი ხათუნა  თოთლაძე.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაში მონაწილე მომხსენებელი ქვეყნების ე.წ. ტროიკის  წარმომადგენლებია: ალჟირი, პორტუგალია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. სესიის პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის  ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე:  http://webtv.un.org
მომხსენებლების  სია და ის განცხადებები, რომლებიც იქნება გაკეთებული საქართველოს თაობაზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში დაიდება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის  საიტზე:  [username:  hrc extranet (with space); password: 1session]:  https://extranet.ohchr.org/sites/upr/Sessions/23session/Georgia/Pages/default.aspx
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფი მიიღებს რეკომენდაციებს საქართველოს თაობაზე  12 ნოემბერს 17.30 საათზე.  ამ შეხვედრის დროს მიმოხილვის ქვეშ მყოფ ქვეყანას შეუძლია გამოხატოს თავისი პოზიცია მიღებული რეკომენდაციების თაობაზე. გაკეთებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება მედიას ამ დღეს.

დასასრული
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად და მედიასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეთ როლანდო გომეს : საკონტაქტო დეტალები: +41 (0) 22 917 9711 /  JLIB_HTML_CLOAKING   ან სედრიკ საპეის  შემდეგ ნომერზე  +41 (0) 22 917 9695 / JLIB_HTML_CLOAKING
უფრო მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად უნივერსალური პეროდული მიმოხილვის თაობაზე იხილეთ ბმული : http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/Pages/UPRMain.aspx
ადამიანის უფლებათა საბჭო  იხილეთ სოციალურ მედიაში შემდეგ ბმულებზე :
Facebook: https://www.facebook.com/UNHRC
Twitter: https://twitter.com/UN_HRC
YouTube:  http://www.youtube.com/channel/UCokQuTYVvkwQb-A3TsSUm-g

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური