არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 ივლისი 2019 10:58

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს დაუყოვნებლივ ქმედებას საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:41

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აწყობენ პრეს-კონფერენციას საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების მხარდასაჭერად. პრეს-კონფერენცია გაიმართება სამშაბათს, 2017 წლის 2 მაისს, 09:30 საათზე, გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი).
გაეროს წარმომადგენლები გააცნობენ მედიას ახლახანს ჩატარებული კლევის შედეგებს, რომლის მიზანია საქართველოში თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) განხორციელების ხელშეწყობა.
გაეროს წარმომადგენლები ასევე ისაუბრებენ თამბაქოს მოხმარების ეკონომიკურ ტვირთზე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მნიშვნელობაზე წევრი ქვეყნებისათვის, კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე და იმ პრაქტიკულ ზომებზე, რომელთა გატარება აუცილებელია თამბაქოს მოხმარების კონტროლისათვის.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
• მარიან ივანუშა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგებელი საქართველოში
• შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
• ენდრიუ ბლექი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) სამდივნოს ჯგუფის ხელმძღვანელი
• ქრისტინა მაუერ სტენდერი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის პროგრამის მენეჯერი

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:51

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე და მონიკა აზიმი, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი გახსნიან პრეზენტაციას თემაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაციას, რომელიც 10 აპრილს, 09:30–12:30 საათზე, თბილისი მერიოტში გაიმართება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმასპინძლებს.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა. ანგარიშში შესულია 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ექსპერტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოკვეთილი მიგნებები და თანმდევი მოვლენები.

ანგარიში მიესალმება მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მეტნაკლებად ყველა საკვანძო მიმართულებით. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობისა და მუშაობის უფლება. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს სამომავლო აქტივობებისთვის. იმედია, ეს ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საკუთარი პროგრესის შეფასებაში და იმის გააზრებაში, თუ როგორ მიაღწიონ ძირითად მიზანს, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფო პოლიტიკის ყველა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა კულტურის პოპულარიზაციაში.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა და შესაძლო სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაცია მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის USAID-ის დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. იგი შეესაბამება EWMI/PROLoG-ის მიზანს დაეხმაროს ადამიანის უფლებათა უწყვეტი რეფორმის სისტემის ჩამოყალიბებას და ამერიკის მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას საქართველოში.

USAID საქართველოში: ბოლო 23 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში: 20 წელიწადზე მეტია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს წარმატების თანამონაწილეა ბევრ საკვანძო სფეროში, მათ შორის ძირეული რეფორმების გატარებაში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. როგორც სანდო, მიუკერძოებელი და ინოვაციებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს მოახდინოს დემოკრატიულ მიღწევების კონსოლიდირება და ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას, ეროვნულ დიალოგსა და ძალისხმევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

საქართველოსა და ევროკავშირი ერთიანდებიან კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 13:48

თბილისი, 2017 წლის 2 თებერვალი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის “Clima East“-ის მხარდაჭერით, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადმი მეტი მზაობის მიღწევაში ეხმარება, გაიმართა სამუშაო შეხვედრა,
სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ ევროპისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები პარიზის შეთანხმების განხორციელების, კერძოდ კი იმ ზემოქმედების განსახილველად, რომელსაც ეს შეთანხმება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე ახდენს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი კარლო ნატალე, ასევე კლიმატის საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და „Clima East“-ის პროექტის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამთავრობო წრეების, ეკონომიკური სექტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (ბიზნეს გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების) მონაწილეობის გზით იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ საერთო აღქმისა და ხედვის ჩამოყალიბებას, რომელსაც პარიზის შეთანხმება და საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების გამონაბოლქვის 15%-ით შემცირების შესახებ მოუტანს ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებას. კერძოდ, კონფერენციაზე განხილული იყო დარგობრივი პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებების კოორდინაციის შესაძლებლობები და მათი მეშვეობით ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის უზრუნველყოფა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „Clima East“ ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაში კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთათვის რეგიონული სემინარების ორგანიზების, კონვენციის ვალდებულებების, მათ შორის პარიზის ხელშელრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების, ეროვნული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

„Clima East“ არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული € 19.2 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: პირველ კომპონენტში შედის რიგი საპილოტე პროექტები, რომლებიც კლიმატის ცვლილების ეკოსისტემებზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავებას უწყობს ხელს და ხორციელდება UNDP-ის მიერ; ხოლო მეორე - პოლიტიკის კომპონენტია და მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში კლიმატური ცვლილების პოლიტიკების, სტრატეგიებისა და ბაზრის მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობას რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის კლიმატის ცვლილების პოლიტიკებთან, კანონებთან და გამოცდილებასთან საინფორმაციო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, რაც ხორციელდება DAI-ის მიერ.

 

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 22:49

2016 წლის 27 ივლისს გაიმართა საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევის შედეგების წარდგენა.

კვლევაში მიმოხილულია მოქალაქეთა დამოკიდებულება გზების, საზოგადოებრივი საბავშვო ბაღების, დასუფთავებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევაში ასევე განხილულია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“.

კვლევის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და თენგიზ შერგელაშვილმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების კვლევა ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3,800 მოქალაქის გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგებს. მასში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების ანალიზს.

კვლევა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში.

ბათუმის პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი შემოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016 10:54

27 მაისს ბათუმის საზღვაო პორტში შემოვა ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“, რომლის მეშვეობით ხორციელდება შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა. კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.
შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით.

UNDP მეორედ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 12:23

ნიუ უირკი, აშშ — გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინარჩუნებს საერთაშორისო დახმარების სფეროში მსოფლიოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციის წოდებას, 12 აპრილს გამოქვეყნებული გლობალური ინდექსის მიხედვით.   
საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის 2016 წლის ინდექსის ანგარიშში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პირველ ადგილზეა 46 სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას შორის. ინდექსიის პირველობას ორგანიზაცია უკვე მეორე წელია ინარჩუნებს.   
საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია Publish What You Fund, რომლის საქმიანობა უკავშირდება გამჭვირვალობის პრინციპების დანერგვასა და მისი ხარისხის გაზომვას.
საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის ინდექსი აფასებს დახმარების გამჭვირვალობას მსოფლიოს დონორ ორგანიზაციებს შორის. ინდექსი ეფუძნება საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის ინიციატივის (IATI) მიერ შემუშავებულ სტანდარტს, რომლის მიხედვით იზომება საერთაშორისო დახმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების დროულობა, აქტუალურობა და ყოვლისმომცველობა.
„მოხარულები ვართ ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი აღიარებით, რადგან გამჭვირვალობის ჩვენი მისიის ძირეული შემადგენელია“, - განაცხადა ჰელენ კლარკმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა.     
„გაეროს განვითარების პროგრამამ სიამაყით მიიღო ეს მაღალი წოდება გასულ წელს. მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ თამასა არ დაგვეწია. მუდმივად ვცდილობდით ანგარიშგების მეთოდების დახვეწას, რათა უფრო სრულყოფილად გაგვეზიარებინა ინფორმაცია ჩვენი პროგრამების რეალური შედეგების  შესახებ“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
„განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც ჩვენ ვემსახურებით, სრული უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება მათი ქვეყნების განვითარებაზე გამოყოფილი სახსრები. ყველამ, ვინც ამ სახსრებს გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით განკარგავს, უნდა იცოდეს, თუ როგორ იხარჯება ფული, რომელიც ჩვენ გვანდეს“.
397 ორგანიზაცია ამჟამად აქვეყნებს ინფორმაციას IATI სტანდრატის მიხედვით. მათ რიცხვშია დონორი სახელმწიფოები, მრავალმხრივი ორგანიზაციები, ფონდები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
გაეროს სისტემაში IATI სტანდრატის მიხედვით ინფორმაციას 14 ორგანიზაცია აქვეყნებს: IFAD, OCHA, OCHA-FTS, CERF, UN Women, UNCDF, UNDP, UNESCO, UNFPA, UN-Habitat, UNICEF, UNOPS, WFP and the World Bank. წელს ინფორმაციის გამოქვეყნებას ასევე დაიწყებენ UNEP, UNIDO და FAO.
“ვულოცავთ გაეროს განვითარების პროგრამას საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის ინდექსის პირველობას. UNDP-მ ლიდერის სახელი დაიმკვიდრა გამჭვირვალობის საკითხებში და მაღალ სტანდარტს უწესებს სხვა ორგანიზაციებს“, - განაცხადა რუპერტ სიმონსმა, Publish What You Fund-ის ხელმძღვანელმა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), როგორც საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის ინიციატივის (IATI) ხელმომწერი, 2011 წლიდან აქვეყნებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებაზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციური ვებ პორტალი open.undp.org მოიცავს ინფორმაციას 5 ათასზე მეტი პროექტის შესახებ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება.    

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 17:46

თბილისი. 12 აპრილი 2016 - 12 აპრილს, იუსტიციის სახლში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.

შემდგომი სამი წლის მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაეხმარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, რომელთა შორისაა: თანამშრომელთა გადამზადება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნეს პრაქტიკის რისკების ანალიზი, ცვლილებების შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინფორმაციის გავრცელება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, სრულად აცნობიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე“,- განაცხადა შეხვედრის გახსნაზე სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი პატარიძემ.

2016 წლისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით შეასრულა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული, და  ამჯერად განაგრძობს სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწას.

„გაეროს დახმარების მიზანია საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სფეროებში,  რომლებიც განისაზღვრა ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმებით. პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა ამ დახმარების მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, UNDP-ის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა.  

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 20:34

2016 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე, იუსტიციის სახლში, თბილისში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.
შეხვედრას გახსნიან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარე -  გიორგი პატარიძე, და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.    
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). მეტი ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ გვერდზე: http://bit.ly/25PvNFP

 

ესეების სტუდენტური კონკურსი "ჩემი რუსთაველი"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 00:00

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტური ნამუშევრების ეროვნულ კონკურსს „ჩემი რუსთაველი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საკონკურსო თემებია:

ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში
პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“
ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე
ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“
საკონკურსო პირობები:

საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3,000 სიტყვას
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი
შეფასების კრიტერიუმები:

საკითხის ორიგინალური გააზრება
პრობლემის ხედვა კონტექსტში
ანალიზი და არგუმენტირება
წერის კულტურა
პრიზები:

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.   

სტუდენტური ნამუშევრების კონკურსი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“, რომელსაც აფინანსებს შვედეთის მთავრობა.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საკონკურსო ნაშრომების შემოტანა
საკონკურსო ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:

JLIB_HTML_CLOAKING
JLIB_HTML_CLOAKING

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური