ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 10:36

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

PSP გასული წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაციის ბაზრის ლიდერია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 15:26

PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და უნიკალურ საწარმოს

GM Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო 9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა.

საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი, ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა.

2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის, გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 09:29

„ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის - გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და გიორგი ტარსაიძის ოჯახის წევრები.

გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძეს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ტარსაიძე პირველი ქართველი ექიმი-ოფთალმოლოგი იყო, რომელიც სამედიცინო განათლების უცხოეთში მიიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1892 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ ოფთალმოლოგიურ დაწესებულებას - „თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფოს“. მისი სახელობის იყო „თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, რომლის ბაზაზეც, მოგვიანებით „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ შექიმნა.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით, მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ეყრება „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ჩამოყალიბებას და იგეგმება მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც მიმართული იქნება საქართველოში ოფთალმოლოგიური დაავადებების შემცირებისა და მოსახლეობის ინფორმირებისკენ დაავადებების მკურნალობის და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება უფასო სკრინინგის აქციები, როგორც ახალგაზრდების ასევე ასაკოვანი მოსახლეობისათვის. გლაუკომით და კატარაქტით დაავადებული ადამიანებისთვის ფუნქციონირებას იწყებს პაციენტების სკოლა, რაც პაციენტებისთვის დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას და მკურნალობის დაგეგმვას ისახავს მიზნად.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური