Mercedes Benz fashion week 2016 გაიხსნა

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
პარასკევი, 06 მაისი 2016 17:06

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში mercedes Benz-ის მოდის კვირეული ფრანგი დიზაინერის ჰერვე ლეჟეს გამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით კი კლუბ ანდერვილში ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექციის ჩვენება მოეწყო. კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდნენ ცნობილი დიზაინერები, მოდელები, ჟურნალიტები და ბაიერები მთელი მსოფლიოდან. მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 5 დან 9 მაისის ჩათვლით იმართება და 4 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი აჩვენებს საკუთარ კოლექციებს.

Mercedes-Benz Fashion week Tbilisi დღეს იწყება!

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 12:33

დღეს  Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015 იწყება! ჩვენებები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საღამოს 21:00 საათიდან ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით დაიწყება.  კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”.  ქართველი დიზაინერების ნამუშევრების მსოფლიო ასპარეზზე გასატანად თბილისში ჩამოდიან გავლენიანი ბაიერები კევენ მაკდერმოტი და მაიკლ რუდოლფი.

მოდის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი კოლექციები  ჩვენების დასრულების შემდეგ ”თბილისი მოლში” , სპეციალურად ამ კვირეულის ფარგლებში მოწყობილ Showroom-ში გადაინაცვლებს. მსურველებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა ახალ წლამდე შეეძლებათ.
შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. მათ შორის განაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნობილი ბლოგერი, ”მოდის მეფედ” წოდებული ბრაიან ბოი, რომელიც ”ნიუ-იორკ პოსტმა” მსოფლიოს 9 ინტერნეტვარსკვლავს შორის დაასახელა, მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, მოდის მეტრად წოდებული ნატალი ჯუსი, რომელიც  სტილისტობას და მოდის კრიტიკოსობას წარმატებით უთავსებს ბლოგერობასაც. მოდის კვირეულის გასაშუქებლად თბილისს პირველად ეწვევიან ამერიკული, იტალიური, რუსული  ვოგის რედაქტორები და ჟურნალისტები,   Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015-ს    ფართოდ გააშუქებს  “Marie Claire“, “ნიუ-იორკ თაიმსი”, ”ელი”, ”კოლეზიონი” და სხვა წამყვანი მოდის გამოცემები.
Mercedes-Benz Fashion Week – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში  ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებების პარალელურად თბილისი მოლის Showroom-ში წარმოდგენილი იქნება  Mercedes-Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის  მთავარი იდეაც ხომ  სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა  და აღქმის ჩვენებაა.
”Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება  სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები,  აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა  და დიზაინერებზე  გაკეთდება.  გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის  საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი  სოფო ჭყონია.
20 წელია რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი,  მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის  ხელს უწყობს  დიზაინერების აღმოჩენას  და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და  მოდის სამყაროში ცნობილ და  გავლენიან ფიგურებს შორის.    
 მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან  „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”,  „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“.

 

"თბილისი მოლში" Mercedes-Benz Fashion Week-ის შოურუმები მოეწყობა

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 16:19

"თბილისი მოლში" Mercedes-Benz Fashion Week-ის შოურუმები მოეწყობა. Fashion week-ის ორგანიზატორები ქართველ და უცხოელ სტუმრებ საუკეთესო სანახაობას შესთავაზებენ. იხილეთ "სტარვიზიის" ინტერვიუ "თბილისი მოლის" მარკეტინგის დირექტორთან, ნატა გოგოლაძესთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური