შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 22:08

ამ დროისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის, შენობის ერთ-ერთ ნაწილში სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება, კამპუსის 50-მდე აუდიტორია 500-700 სტუდენტის მიღებას მეორე სემესტრიდან შეძლებს. უახლოეს 2 კვირაში კომპლექსი საჭირო ინვენტარით იქნება უზრუნველყოფილი. გამწვანების სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პირველ ეტაპზე, ახალ კამპუსში ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გადავა, რის შემდეგაც გასართობი ცენტრისა და ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

კამპუსი უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემითა და ტექნიკით იქნება აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით ანალოგი არ ექნება. შეგახსენებთ რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სტუდქალაქი გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ არის დაპროექტებული და (შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია და მშვიდობის ხიდი) 48 646 მ ტერიტორიას მოიცავს, სადაც 4 000-მდე სტუდენტი ისწავლის. კომპლექსში 4 ფაკულტეტი განთავსდება, აშენდება საერთო საცხოვრებელი და სპორტული მოედნები.

IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 08:24
“შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტში“ (IBSU) საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საჯარო დისკუსია შედგა საგზაო უსაფრთხოების საჭიროების შესახებ: რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომელია რისკ ჯგუფები, რა პრევენციული გზები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, უსაფრთხო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, ინკლუზიური პროგრამები და ამ თემებთან დაკავშირებული უცხოური გამოცდილება. ქართველი და უცხოელი სტუმრები IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მიიღო და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდენ. ამის შემდგომ, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია ქეით მაკჰანონმა და ემა მაკლენანმა წარმოადგინეს. ქეით მაკჰანონი (დიდი ბრიტანეთის სამეფოს ღირსების ორდენოსანი- Most Excellent Order of the British Empire) გზების უსაფრთხოების საკითხებზე 1986 წლიდან მუშაობს, ხოლო ემა მაკლენანი "აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის" (Eastern Alliance of Safe and Sustainable Transport - EASST) დირექტორია. ქეით მაკჰანონის თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად საგზაო შემთხვევების შედეგად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 20-50 მილიონი შავდება. უმოქმედობის შემთხვევაში ეს რიცხვი 2020 წლისთვის, 1.9 მილიონს მიაღწევს. სიკვდილიანობის ასაკი უმეტეს შემთხვევაში კი 15-29 წლამდე მერყეობს. ყოველდღიურად 25-წლამდე 1000 ადამიანი სწორედ სატრანსპორტო კოლაფსისას იღუპება. აღინიშნა, ასევე, რომ გზების უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მათ შორის მოიცავს: გზისა და ავტომობილის წესრიგში ყოფნას, მძღოლის პასუხისმგებლობას გადაუდებელი სამსახურის გამართულ მუშაობას და ა.შ. ემა მაკლენნანი კი მისი ორგანიზაციის EASST-ის შესახებ ისაუბრა, რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სხვა ქვეყნების კარგი კამპანიების მაგალითები წარმოგვიდგინა. საუბარი შეეხო ასევე სპეციაულურ საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა, სხვა თემებთან ერთად, საუბარში შეეხო ახალ ინიციატივას, რომელიც საგზაო ’’ზებრასთან“ დაკავშირებით კამპანიის წამოწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც დღესვე უამრავი სტუდენტი გაწევრიანდა. საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს პასუხები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ინოვაციური პროექტი „მეიქათონი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 16:11

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ინოვაციური პროექტი „მეიქათონი“ გაიხსნა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სოფლის მეურნეობის დარგის მოდერნიზებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში ამ პროექტმა გაიმარჯვა, რის შედეგადაც „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა მოიპოვა შავი ზღვის უნივერსიტეტში მეიქათონის ჩატარების უფლება (Make-a-thon).
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები, ვალოდია მირუაშვილი და თამარ ჯოლოხავა. მათ მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს სოფლის მეურნეობაში არსებულ ტექნოლოგიებსა და ახალ ინოვაციურ მექანიზმებზე.
ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი კინწურაშვილი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც მსგავსი პროექტების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
პრეზენტაცია წარადგინა, ასევე, „რობოტიკის კლუბის“ პრეზიდენტმაც, გიორგი უსანეთაშვილმაც, რომელმაც ბევრი ახალი იდეა შესთავაზა პროექტის მონაწილეებს.
„მე პროფესიით არ ვარ აგროკულტურის სპეციალისტი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტე გამეუმჯობესებინა სოფლის მეურნეობის საშუალებები, რომ უფრო მოდერნიზებული, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ყოფილიყო თითოეული ადამიანისათვის. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მონაწილეებისთვის მეჩვენებინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სათბურების ავტომატიზირება, პავილიონების შექმნა, სადაც ხდება ჩითილების მოყვანა, სეტყვის წინააღმდეგ დაცვა, უფასო ენერგიის მოპოვება ქარის საშუალებით, უპილოტო ტრაქტორები და ა.შ.“- განაცხადა გიორგი უსანეთაშვილმა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ კითხვები დაესვათ თითოეული პრეზენტატორისათვის, რათა უკეთ ჩასწვდომოდნენ ამა თუ იმ იდეის არსს.
პროექტში მონაწილეობენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტებიც.
„პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ დაინტერესებული ვარ აგრარული მიმართულების სფეროთი. მაქვს ახალი იდეები და მინდა, რომ ამ პროექტის საშუალებით განვახორციელო. დღევანდელი დღით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან პრეზენტაციებიდან ბევრი რამ ჩავინიშნე, რაც მომავალში გამომადგება“, გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა გუმბერიძემ.
მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად, აარჩევენ სამუშაი თემებს და 18 ოქტომბერს წარადგენენ თავიანთი გამოგონებების პროტოტიპებს.

გვანცა ნადიბაიძე

IBSU-ს პირველკურსელები ოქროსმედალოსნის სტატუსით და სახელმწიფო გრანტით სარგებლობენ

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 15:36

24 სექტემბერს, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წლის აღსანიშნავად გაიმართა კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება. მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე, ასევე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ილიას ჩილოღლუ.
2014-2015 სასწავლო წელს 51- ე საჯარო სკოლას 61 სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან IBSU-ს პირველკურსელები, ჩხართიშვილი თამარი, რომელიც ოქროსმედალოსნის სტატუსით და სახელმწიფო გრანტით სარგებლობს, რაც მას IBSU-ში უფასოდ სწავლის უფლებას აძლევს. ქეთევან თარხნიშვილი, ასევე 51-ესაჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, არის IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადის პრიზიორი, მან 75% -ი ფასდაკლების უფლება მოიპოვა IBSU-ში. 
მოწვეულმა სტუმრებმა მისალოცი სიტყვით მიმართეს აუდიტორიას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა წარმატებები უსურვა შეკრებილ სტუდენტებს, უამბო იმ განსაკუთრებული მიღწევების და პირობების შესახებ, რომელსაც IBSU სთავაზობს თავის აბიტურიენტებს.
შეხვედრის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა თურქაძეს მადლობის ნიშნად საპატიო დიპლომი გადასცა. 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 51-ე საჯარო სკოლის დირექციას მოწვევისთვის მადლობას უხდის!

შავი ზღვის საერთოშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მისასალმებელი საღამო გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 14:31

2015 წლის 23 სექტემბერს შავი ზღვის საერთოშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მისასალმებელი საღამო გაიმართა. პირველკურსელებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა მიულოცა. დაჯილდოვნენ ოქროსა და ვერცხლის მედლისა და ეროვნული გამოცდებით რეიტინგით საუკეთესო სტუდენტები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში სტიპენდია გადაეცემათ. ცერემონიალი მუსიკალურად გააფორმა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ვარსკლავის მონაწილე ლუკა მეტრეველმა და მუსიკალურმა ბენდმა პროექტ X ფაქტორის მონაწილე „პულსმა“ საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მიმდინარე წელს IBSU-ში 537 სტუდენტი ჩაირიცხა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 17:07

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს IBSU-ში ჩაირიცხა 537 სტუდენტი, მათ შორის 91 ოქროს მედალოსანია, 23-მა სტუდენტმა ვერცხლის მედალალი მოიპოვა, 53-ი კი სამეცნიერო სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გავიდა. ყველა მათგანი IBSU-ში უფასოდ ან ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლის. ჩარიცხულთაგან სახელმწიფო გრანტი 219-მა სტუდენტმა მიიღო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ამ უდიდეს წარმატებას, როგორც სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს!

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური