"გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი არის H1N1" - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 13:19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია.

"საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა"- ამბობს ის.

„ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია, მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 4 პაციენტი მოათავსეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 11:44

H1N1 ვირუსის სიმპტომებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მოათავსეს. მათ შორის ერთ-ერთი 9 თვის ორსული ქალბატონია. პაციენტი ზუგდიდში ოზურგეთიდან რეანომობილით გადაიყვანეს. მედიკოსები ჯერჯერობით ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას ელოდებიან. ანალიზები თბილისში დღეს უნდა გადმოიგზავნოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსული ინფექციის ფონზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართებ

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 11:03

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოში მოხდა. სპეციალისტების თქმით, დაღუპული პაციენტი რისკ ჯგუფში შედიოდა და მის დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობენ.

შედეგად ე.წ. ღორის გრიპით დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, კიდევ ერთი პაციენტი კი H3N2 შტამის გრიპს ემსხვერპლა. ამჟამად გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე 357-ია, თუმცა ის დაშვებულ ზღვარს არ სცილდება.

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 10:12

 ე.წ. ღორის გრიპით, H1N1 ვირუსით, საქართველოში, ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა. 


პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური