C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 10:02

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს. მათ პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს.შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებსა და პრევენციის გზებზე მსჯელობენ.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. ამ დროისთვის 20 ათასამდე ბენეფიციარი მკურნალობს."ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად შევაფასოთ მიმდინარე პროექტი, გამოვყოთ მისი მიღწევები, ის წერტილები, რომელსაც გაძლიერება სჭირდება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 10:05
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს. ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - კომპანია „გილიარდს" და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მუშაობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 17:23

C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ბოლო მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 13 ათას 473 პაციენტია რეგისტრირებული, მათ შორის 12,500 კომისიის მიერ უკვე განხილულია  და მკურნალობის დასაწყებად დადებითი პასუხები მიიღეს. ამ დროისთვის 11 ათას 284 პაციენტი მკურნალობს. ბენეფიციარებმა, რომლებიც პოგრამაში ჯერ არ ჩართულან, რეგისტრაციისთვის C ჰეპატიტის მართვის ცენტრს უნდა მიმართონ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი ეტაპი იწყება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 10 ივნისი 2016 11:06

თბილისში დღეს C ჰეპატიტის მკურნალობის პირველი სერვისცენტრი გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი, განსხვავებული ეტაპი იწყება. დავით სერგეენკოს თქმით, სერვისცენტრში პაციენტებს რეგისტრაციის გავლა და სათანადო მკურნალობაში ჩართვა შეეძლებათ. C ჰეპატიტის სერვის ცენტრების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. 

C ჰეპატიტით დაავადებული ყველა ადამიანი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 18:15

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი, 10 ივნისიდან, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგს მიესალმება.

პრემიერის განცხადებით, დღემდე ეს მხოლოდ მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელი მისი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგია.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის პროცესში 10 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან უფრო მატულობს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველოში, შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. მკურნალობის თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 07 მარტი 2016 13:57

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი "ჰარვონი", რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია "გილიარდის" მიერ მოწოდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია "გილიარდს" საქართველში, რომელმაც პრეპარატი "ჰარვონი" შემოიტანა საქართველოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია "გილიარდს", რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 14:46

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, 28-29 დეკემბერს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა ჩატარდა. აპარატის 300-მდე თანამშრომელმა C ჰეპატიტსა და შიდსის ვირუსზე უფასო დიაგნოსტიკა გაიარა. გლობალური ფონდის მხარდაჭერით, გამოკვლევები მობილური ლაბორატორიების გამოყენებით სწრაფი და მარტივი მეთოდით ჩატარდა, მისი შედეგები კი თანამშრომლებს კონფიდენციალურად მიეწოდათ.

საყოველთაო სკრინინგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაადგინოს აქვს თუ არა C ჰეპატიტი, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობა და განახორციელოს ელიმინაციის მთავარი მიზანი - დაავადების სრული აღმოფხვრა საქართველოში!

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში უფასო სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 11:56

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში უფასო სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. შესაბამისი კვლევა ბათუმში სტუდენტებს ჩაუტარდათ. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები მობილური ლაბორატორიებით შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. კვლევები რეგიონებსა და ქალაქებში ტარდება. 

C ჰეპატიტზე ნებაყოფლობითი სკრინინგი 50 ათასამდე ადამიანმა უკვე გაიარა. მათ შორის 12 ათასი პატიმარია. 

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 10:40

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება. ღონისძიება   11:00 საათზე დაიწყება. 
 სამინისტროს ინიციატივით, 22 დეკემბერს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ტარდება. 
მათივე განმარტებით, სკრინინგი ჩაუტარდებათ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ პირებს, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სკრინინგი ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოძრავ ამბულატორიებში, რომლებიც ქალაქებსა და სოფლებში გადაადგილდებიან.
"სკრინინგი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დაადგინონ აქვთ თუ არა C ჰეპატიტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დროულად დაიწყონ მკურნალობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. უფასო სკრინინგის აქცია 9 ნოემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოქალაქეებს უფასო სკრინინგი შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ორსულებისთვის ექიმთან პირველი ვიზიტის ფარგლებში C ჰეპატიტის სკრინინგი უფასო გახდა. უფასო სკრინინგის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაადგინოს აქვს თუ არა C ჰეპატიტი, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობა და განხორცილედეს C ჰეპატიტის ელიმინაციის მთავარი მიზანი - დაავადების სრული აღმოფხვრა საქართველოში", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:27

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში "რედისონ ბლუ ივერიაში". 

ეს პირველი მაღალი დონის შეხვედრაა, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ.

როგორც ცნობილია, პროგრამა საქართველოში უკვე 6 თვეა ხორციელდება და მის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოხდეს პროგრამის მეორე ეტაპის დასაწყისის დაანონსება, რომელიც, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

უწყების მიზანია, წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მკურნალობა მოხდეს.

დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. კონფერენციაზე იმყოფება ასევე, საქართველოში აშშ-ის ელჩი.

ხვალ საქართველოში ელოდებიან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის კომპანიის ვიცე პრეზიდენტსაც.

კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური