2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 01 ივლისი 2019 11:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის № 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

„2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პირველი სესია ყველა საგამოცდო ცენტრში 09:00 საათზე დაიწყო. არის ერთეული შემთხვევები, სადაც, შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გადაამოწმონ საგამოცდო ბარათები, თან იქონიონ პირდობის მოწმობა და დროულად გამოცხადდენ საგამოცდო ცენტრებში. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემდეგ გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდებით და საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან და, ცხადია, ამ პერიოდში საგამოცდო ცენტრები სრულად იქნება მობილიზებული. საგამოცდო ცენტრებში განახლდა სველი წერტილები, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან. წელს დაგვემატა კიდევ ორი საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ხულოში, ვინაიდან გასულ წლებთან შედარებით ცოტა მეტი, 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს,“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური