ევროკომისრები ჰანი და გაბრიელი ბელარუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში იღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივნისი 2018 00:08

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს მინსკში, ბელარუსში, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში. ისინი განიხილავენ თანამშრომლობას ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ; გარდა ამისა, განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად.  21 ივნისს ევროკომისრები ხვდებიან ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს და იხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.

პარასკევს ევროკომისარი ჰანი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ვიზიტის განმავლობაში მას ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან. ვიზიტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EbS.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:35

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მცხეთაში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. მხარეებმა ევროკავშირ–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის მთავარი საკითხები არაფორმალურ გარემოში კიდევ ერთხელ განიხილეს.სამუშაო ვახშამს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში კი იოჰანეს ჰანი ქვეყნის პირველ პირს, პრემიერ მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

"ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას"-ირაკლი ღარიბაშილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:28

ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის იოჰანეს ჰანს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მივესალმო ევროკომისარ ჰანს, რომელიც წელს უკვე მეორედ ეწვია საქართველოს. მას მადლობას ვუხდი მთავრობის და ქვეყნის სახელით. ეს საქართველოსა და ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბატონი ჰანის წვლილს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს. ამ პროცესში ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროკომისარს დაუდასტურა ისიც, რომ საქართველოსთვის "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ბატონ ჰანს დავუდასტურეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს და ვართ მზად, წვლილი შევიტანოთ ამ საერთო პოლიტიკური ჩარჩოს წარმატებაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იოჰანეს ჰანის განცხადებები საქართველოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 11:16

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. დისკუსიას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასმთავრობო რგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დისკუსიამდე გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა პირისპირაც ისაუბრეს. 

დისკუსიის დაწყებამდე შეფასებები გაკეთდა მედიის წარმომადგენლებისთვის. იოჰანეს ჰანმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. 

"ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები... საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა რეფორმების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ ჩვენი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა საქართველოსთან," - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.    

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური