ჯონ კერი - ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთი მტკიცებულებას წარმოადგენს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 17 ივლისი 2016 14:32

ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე მტკიცებულებას წარმოადგენს, - რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. ლუქსემბურგში ვიზიტისას ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.
თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.
თავად ფეთჰულა გიულენმა სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო.
„მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, - ნათქვამია გიულენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯონ კერი მოსკოვს სტუმრობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 11:02

ჯონ კერი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება,შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე მოსკოვშია. შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბარი სირიასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლს შეეხება.

ჯონ კერი თავის გერმანელ კოლეგას უკვე შეხვდა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი უკრაინის საკითხსაც შეეხება. დისკუსიის თემა უსაფრთხოება და ბელგიაში განხორციელებული ტერაქტიც იქნება.

ხვალ ჯონ კერის უკვე ბრიუსელში ელოდებიან.

საქართველოს ჯონ კერი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:11

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ინფორმაციით საქართველოს შესაძლოა ივნისში,ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვიოს.იან კელის განცხადებით ჯონ კერიმ საქართველოში სტუმრობის სურვილი ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. იან კელიმ ეს განცხადება მცხეთაში "11 სექტემბრის სახელობის მემორიალურ ბაღში" გააკეთა სადაც, ტერორისტული აქტის დროს დაღუპული მეხანძრეების ხსოვნას მიაგეს პატივი და მათ საპატივსაცემოდ მარადმწვანე ნერგები დარგეს. 

 

ჯონ ქერი მოსკოვს ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 11:59

მომდევნო კვირაში მოსკოვს ეწვევა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი . ჯონ ქერი  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სირიის საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს. 

ჯონ ქერის თქმით, სირიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოსვლითა და 27 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებით ქვეყნის სამშვიდობო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 

კრემლში ვიზიტისას მხარეები სირიიდან რუსული კონტინგენტის გასვლის შემდეგ არსებული ვითარების საკითხს განიხილავენ.

მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 10:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდა.  საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ამბიციური რეფორმების პროგრამა ხორციელდება როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. რაც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.

მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კვლავ იმუშავებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, მმართველობის ყველა დონეზე არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორც დღეს არის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნება გიმასპინძლოთ საქართველოში, მით უფრო მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ. ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლის ბოლოს მიხეილ ჯანელიძემ.

ირანის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ამერიკელი მეზღვაურები დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 13:55

10 ამერიკელი სამხედრო მეზღვაური და ამერიკის სამხედრო-საზაღვაო ძალების ორი კატარღა დააკავეს ირანის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა სპარსეთის ყურეში, კუნძულ ფარსის მახლობლად. ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
როგორც პენტაგონიდან სარწმუნო წყარო იუწყება, ჯერ დადასტურებული არ არის შევიდნენ თუ არა ამერიკელი მეზღვაურები ირანის ტერიტორიულ წყლებში. წინასწარი მომაცემებით დადგენილია, რომ ამერიკელი მეზღვაურები წვრთნებს ატარებდნენ, როდესაც მათ „ტექნიკური პრობლემები“ შეექმნათ, რის გამოც ისინი ირანის ტერიტორიული წყლების მახლობლად აღმოჩნდნენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ტელეფონით ესაუბრა ირანულ მხარეს მეზღვაურების უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
როგორც ირანული მხარე იუწყება, მათთვის გასაგებია, რომ ეს არის უნებლიე შეცდომა და ისინი მზად არიან გაათავისუფლონ ამერიკელი მეზღვაურები რამოდენიმე საათის განმავლობაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვს სტუმრობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:47

 "ბიბისი" -ს ცნობით ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა.ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 
მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაა. აშშ-ის სურს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბედი "სირიელი ხალხის ხელშია".
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 13:13

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში,  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის შეხვდა. საუბარი შეეხო ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის ოფიციალურ ვიზიტს ამერიკაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეებისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხის გადაჭრა: სტარტეგიული ურთიერთნდობის და ურთიერთთანამსრომლობის საკითხები აზია-წყნარი ოკიანის რეგიონის (აწორ) ფარგლებში და მეორე მსოფლიო ომში ჩინეთისა და ამერიკის მიერ დამყარებული წესრიგის და საერთაშორისო სისტემის (რომლის სათავეში გაერო დგას) დახვეწა და განვითარება.

ვან იმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არ აპირებს აწორ-ის შემადგენლობიდან ამერიკის გაყვანას, მაგრამ სურს იხილოს მისი პოზიტიური როლი ამ რეგიონში. „ჩინეთისა და ამერიკის თანამშრომლობის გარეშე ამ რეგიონში შეუძლებელია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შექმნას ყველა პირობა ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - დასძინა ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურმა.

თავის მხრივ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ამერიკაში წარმატებით ჩაიაროს.  „ამერიკა აპირებს განავითაროს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან აწორ-ის ფარგლებში და არასდროს არ აპირებს შექმნას რაიმე კონფრონტაცია ამ მიმართულებით. ამერიკა მხარს უჭერს ძლიერ და განვითარებულ ჩინეთს და სურვილი აქვს იხილოს მსი შემდგომი წინსვლა“, - ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ ქერიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა თვალს ადევნებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არ ერევა არსებულ სადაო საკითხებში. „ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს ჩინეთის ძალისხმევას სადაო საკითხების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე“, - დაამატა ჯონ ქერიმ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური