ოქროს ბრენდთან ერთად PSP „ფარმაციის ექსპერტის“ ჯილდო გადაეცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 20 აპრილი 2019 11:28

19 აპრილს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი მეთოთხმეტედ გაიმართა  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით. 

ნომინაციაში ფარმაცევტული კომპანია ნომერ პირველი ოქროს ბრენდი უკვე მეთოთხმეტედ გადაეცა PSP-ს. ამასთან, კომპანია PSP-ს 25 წლიანი წარამტებული საქმიანობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება და ჯილდო გადაეცა.

„ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას და პირველობას PSP 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს, „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კომპანიის 6000-მდე თანამშრომლის დიდი დამსახურებაა თითოეული მიღწევა, ამიტომ ექსპერტად აღიარება დამატებით პასუხისმგებლობას და გვძენს და გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს“- აცხადებენ PSP-ში.

ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის,  ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული  მუშაობის გათვალისწინებით ხდება. ორგანიზატორების მიერ დაკვლევაში მონაწილეობა მიიღო 100 ექსპერტმა (ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები,  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწვალებლები  კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები); ამასთან,  გუგლის კითხვარის მეშვეობით გამოკითხულ იქნა-2000 ადამიანი.

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 15:44

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ.

კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.  

,,მეხუთე წელია, რაც  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ  და  წელსაც ვაგრძელებთზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაალიბერთის რჩეულები წელსაც პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს”განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

 

 

თურქეთის პრეზიდენტს მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 მარტი 2018 07:59

მსოფლიოს საერთაშორისო პედიატრიულმა ასოციაციამ (IPA) თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე, ლტოლვილ ბავშვებისთვის  გაწეული დახმარებისათვის, „მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო“-ს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

IPA-დან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, დაწესებულების წარმომადგენლები თურქეთში იყვნენ ჩასული. მათ ლტოლვილთა ბანაკებში არსებული სიტუაცია და მათი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს რა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანზე  „მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო“-ს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაწეული დახმარებით მრავალი  ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მსოფლიოს საერთაშორისო პედიატრიულ ასოციაციას 1 მილიონზე მეტ პედიატრი ჰყავთ გაწევრიანებული და 140 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

ცესკო ერთდროულად ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 14:55

საარჩევნო საკითხთა მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ცესკომ ჯილდო ორ ნომინაციაში - „მოქალაქეთა ჩართულობა“ და „საარჩევნო კონფლიქტების მართვა“ მიიღო. იორდანიაში ორგანიზებულ ცერემონიაზე საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოები ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა.

„მოქალაქეთა ჩართულობის“ ჯილდო ცესკომ პროექტისთვის „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ მოიპოვა. პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განახორციელა. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ ბულგარეთის, ინდოეთის და ბოცვანას საარჩევნო ადმინისტრაციები.  

„საარჩევნო კონფლიქტების მართვაში“ ჯილდო კი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის გადაეცა. პროექტი, რომელიც 2016 და 2017 წლების არჩევნებისთვის განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობასა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნას ითვალისწინებდა. ნომინაციაში ფინალისტთა შორის საქართველოსთან ერთად არგენტინა, ავღანეთი და  კოლუმბია იყვნენ.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. მე-15 სიმპოზიუმზე, რომელიც იორდანიაში 4-5 დეკემბერს გაიმართა, სხვადასხვა აქტუალური საარჩევნო საკითხები განიხილეს. ღონისძიებაში თამარ ჟვანიასთან ერთად  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მეოთხედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში - ”პირველი ამომრჩეველი” - 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, 2016 წელს კი ცესკო ორ ნომინაციაში - „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ ფინალისტთა შორის იყო და გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში მოიპოვა.  

 

ამასთან, 2017 წელს, საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. თამარ ჟვანიას ჯილდო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტმა გადასცა.

თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 14:31

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ის პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ IFES-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ჯუდი ბლექი, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ამერიკის შტატების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლუის ალმაგრო, მათ ჩარლზ მანატის დემოკრატიის ჯილდო გადაეცათ.

ბაქსტერის ჯილდო, რომელიც 9 წლის წინ IFES-ში დაარსდა, საარჩევნო ადმინისტრაციებში იმ ადამიანების წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავს, რომლებიც  ყოველდღიურ პრაქტიკაში უწყობენ ხელს ადგილობრივი საარჩევნო პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას და შემდეგ უკვე ამ პროცესების მდგრადობის შენარჩუნებას (ჯო სი ბაქსტერი თავად ამ პრინციპებს ემსახურებოდა წლების განმავლობაში IFES-ის უფროსი მრჩევლის რანგში).

ის პირადი და პროფესიული მიღწევები, რაც დადებით გავლენას ახდენს ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ეფექტური ადმინისტრირება, მოქალაქეების უფლებების დაცვა განვითარებად ქვეყნებში, დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობა - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რითაც ფასდებიან ბაქსტერის ჯილდოს ნომინანტები.

IFES-ი, 2009 წლიდან დღემდე, დაჯილდოების ცერემონიით აღიარებს იმ პროფესიონალების გამორჩეულ მიღწევებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას და დემოკრატიას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) 1995 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ორგანიზაცია მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი ერთობლივი მასშტაბური და წარმატებული პროექტი განხორციელდა. დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 1987 წლიდან დღემდე IFES-ი საკუთარ საქმიანობას 145 ქვეყანაში ახორციელებს.

თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და აქტიურად უწყობს ხელს საარჩევნო გარემოს განვითარებას; არის რამდენიმე წარმატებული საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მაქსიმალურ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.

ასევე, მისი ინიციატივით დაინერგა თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიები საარჩევნო ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა. სწორედ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობის პერიოდში ცესკომ მიიღო ორი საერთაშორისო ჯილდო, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე: 2015 წელს ცესკომ არჩევნების მართვის ნომინაციაში გაიმარჯვა. უკვე 2016 წელს, რიგით მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გაიმარჯვა ნომინაციაში „უმცირესობების ჩართულობა“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ თამარ ჟვანია 30-ზე მეტ ქვეყანაში უწევდა არჩევნებს მონიტორინგს დამკვირვებლის რანგში; საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე იყო საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით. UNDP-ის პროექტის მართვის ფარგლებში, თამარ ჟვანია აქტიურად უწევდა ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას.

ის, ასევე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) და ხელს უწყობდა მიუკერძოებელ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია, - ცესკო, მისი აპარატი და თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ულოცავს ცესკოს თავმჯდომარეს ამ წარმატებას, რაც არის მისი როგორც ეფექტური ლიდერის და ხელმძღვანელის დამსახურება და რაც, ერთობლივ, გუნდურ საქმიანობას ეფუძნება.

ჯო სი ბაქსტერის ჯილდოს მიღება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.

„ჩინელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ქართველი ვეტერანების თავდადებას და მუდამ აღფრთოვანებული იქნება მათი პატრიოტიზმით“, - ჩინეთის ელჩი, ბატონი ძი იენჩი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 11:00

„ბევრი ქართველი ჯარისკაცი შორეულ ჩინეთში, ჩინელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდა. მათ ერთად დაამარცხეს იაპონელი აგრესორი და დიდი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში“. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ, ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილე ქართველი ვეტერანებისათვის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქართველი ვეტერანების თავდადებას და მუდამ აღფრთოვანებული იქნება მათი პატრიოტიზმით, სამართლიანობითა და თავგანწირვით. „ჩინელი ხალხი ძლიერ აფასებს თქვენ მიერ გაღებულ სისხლსა და ჯაფას, რომლითაც გამოიბრძმედა ჩინელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ჩინელი ერი თქვენი მადლობელია“, - აღნიშნა ძი იენჩიმ. 
სულ საქართველოში 6 ვეტერანია და მათგან მხოლოდ 2-მა შესძლო ჩინეთის საელჩოში მისვლა და აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს დარჩენილი 4 ვეტერანის ოჯახის ახლობლებმა და წევრებმაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ვეტერანის ნიკოლოზ თორაძის შვილმა გოგი თორაძემ ელჩს მამის ჯილდო აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, მამამისს გაწეული ღვაწლისათვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილმა ლიდერმა მაო ძედუნმა პირადად გადასცა.
ჩინელმა დიპლომატმა ქართველ ვეტერანებს სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გარდა ამისა ელჩმა მათ ოფიციალური სიტყვითაც მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის საელჩოში. გასული წლის სექტემბერში, ჩვენ ვეტერანთა კავშირში შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კიდევ ერთხელ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. პირველ რიგში, მინდა გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გამოვხატო აქ დამსწრე ვეტერანების მიმართ, რომლებიც ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! 
დღეს ჩინელი ხალხის იაპონელ დამპყრობლებზე და მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მთელი მსოფლიოს ერებისთვის ღირსშესანიშნავი თარიღია. 72 წლის წინ, ამ ომმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა და 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩინელმა ხალხმა თოთხმეტწლიანი უმძიმესი ომის პერიოდი გამოიარა, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა 35 მილიონი კაცი, ხოლო პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 600 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ასეთი მსხვერპლის ფასად შეძლო ჩინეთმა იაპონელი აგრესორების დამარცხება. დიდი სისხლის ღვრის ფასად აღმოსავლეთის ფრონტზე მოახდინა ისტორიული სასწაული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე საყოველთაო გამარჯვებასა და ომისშემდგომ სამშვიდობო წესრიგის დამყარებაში.
საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/5წავიდა ფრონტზე, მათგან 350 ათასმა კაცმა საკუთარი სიცოცხლეც გასწირა.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება. 25 წლის მანძილზე ორმხრივი ურთიერთობა სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდებოდა. პოლიტიკაში ვინარჩუნებთ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას, ეკონომიკაში - თანამშრომლობასა და ერთობლივ განვითარებას; რაც შეეხება ჰუმანიტარულ სფეროს, მუდამ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, ვაძლიერებთ კონტაქტებსა და მიმოსვლას; საერთაშორისო საკითხებშიც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. მან სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაც კარგად დაიწყო. ამ პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ორმხრივი ძალისხმევის შედეგად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო ნაყოფიერი და რეალური სარგებლის მომტანი იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისთვის. ჩინეთის საელჩოს თითოეული თანამშრომელი მზადაა თავისი წვლილი გაიღოს ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის შემდგომი გამტკიცებისთვის. 
ჩვენი საელჩო ვეტერანებისადმი პატივის მისაგებ ღონისძიებას ყოველ წელს მართავს. ამით გვსურს გამოვხატოთ ჩინელი ერის მადლიერება. თქვენთან შეხვედრა ყოველთვის უზომოდ მიხარია და თან განცდებით მავსებს. დრო არავის ინდობს, ვეტერანები ერთმანეთის მიყოლებით სამუდამოდ გვტოვებენ. წელს ჩვენ გვერდით აღარ არიან ანა ფიცხელაური და მატევოსან აუმენაკი. მინდა მოვიხსენიო ისინი და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. აქ მყოფ ვეტერანებს კი ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. „თქვენ ჩაუყარეთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას საფუძველი და ჩვენ აუცილებლად მოვუფრთხილდებით ამ ძვირფას მეგობრობას, გადავცემთ მომავალ თაობებს და კიდევ უფრო გავაღრმავებთ მას“, - დასძინა ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ.

ავთანდილ ოთინაშვილი

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 23 ივნისი 2017 11:17

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. კამპანიას ლიბერთი ბანკი შეუერთდა, რომელიც, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ჯილდოს ფინალისტებს, მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის პროგრამებში გამოვლენილ წლის მასწავლებლებსა და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დაასაჩუქრებს. ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად არის ჩართული მასწავლებლის მსოფლიო დღისთვის დაგეგმილღონისძიებებში.მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მიმდინარე წელს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთაპოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ - ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას,საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

 

კამპანია 31 მაისიდან დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გასტანს. მასწავლებლებისთვის უკვე გამოცხადებულია რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 20სექტემბერს ცნობილი გახდება 5 ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“ და ახლა უკვე ლიბერთი ბანკიც.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.tprize.ge და შეავსონ განაცხადი.განაცხადის შევსება შესაძლებელია 14 ივლისის ჩათვლით.

 

 

 

“ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულები გახდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 2016 11:48

საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინეს 10 ნოემბერს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-17 ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოებაზე.

წლის საუკეთესო ინვესტორად “ომეგა ჯგუფი” - ცნობილი ბიზნესნესმენი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს. მისი ქვეყანაში არყოფნის გამო ეს ჯილდო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ,,ომეგა ჯგუფის’’ გენერალურ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს გადასცა.

წლის ბიზნეს რეიტინგში „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

საპატიო ჟიურის გადაწყვეტილებით „ომეგა ჯგუფი“ დაჯილდოვდა ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი; ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები; ახალი სამუშაო ადგილები; მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და თბილისი მერმა დავით ნარმანიამ ოქროს სამკერდე ჯვარი და სერთიფიკატი გადასცა.

როგორც ,,ომეგა ჯგუფის’’ გენერალურ დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ განაცხადა, ,,ომეგა ჯგუფისა’’ და მისი დაფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საქმიანობა მოიცავს ბევრ სფეროს და მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.

,,ჩვენი კომპანია საქმიანობს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში 1991 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ჯგუფმა ბიუჯეტში შეიტანა მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი. ეს არ არის პატარა ციფრი. ჩვენ ყოველთვის ლიდერი ვიყავით ბიუჯეტში შენატანების თვალსაზრისით და ყოველთვის ამით ვამაყობდით.

ჩვენ დასაქმებული გვყავს 2 000 მოქალაქემდე. ესეც დიდი მიღწევაა.

ჩვენი კომპანია ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით. ეს ყველაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ჩვენი დამფუძნებლისგან, ბატონი ზაზა ოქუაშვილისგან, რომელიც ერთი წუთი არ ადუნებს თავის აზროვნებას და ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს საქართველოსთვის, უფრო მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ’’, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

მე-17 ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში ტელეკომპანია „იბერიას“ კი ჯილდო შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: ქართული ბიზნესის მხარდჭერა და პოპულარიზაცია.

ბიზნეს-რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჯილდო ქართველ პროფესორს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 09:56

საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა დავით აფციაურმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორთან, საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთან ქალბატონ მარინე ჯიბლაძესთან, სადაც ელჩმა პირადად მიულოცა ქალბატონ მარინეს მიღებული ჯილდო.
ქალბატონი მარინე ჩინეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულ იქნა განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის. მას აღნიშნული ჯილდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ქალბატონმა ლიუ იენტუნგმა გადასცა.
მარინე ჯიბლაძე ასევე დაინიშნა პეკინში ჩინური კულტურის კვლევითი ცენტრის კომისიის წევრად.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 23 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩინეთში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დაჯილდოვებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ჩინეთის სახალხო რეაპუბლიკაში ბატონი ვასილ ბაბუნაშვილი.
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ მარინეს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს, როგორც პროფესიულ, ასევე საქართველო-ჩინეთ შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება,ამიერიდან სუს-საც ექნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 13:09

"სამოქალაქო ან სამსახურებრივ საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" პროექტში ცვლილება შევიდა . უწყებებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ჰქონდათ, სუს-იც დაემატა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, შესაბამისი ცვლილება შევიდა 2014 წლის 18 მარტის დადგენილებაში. "მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც უფლება აქვთ ჯილდოდ იარაღის გადაცემის. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - განუმარტა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური