დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 11:55

დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.

„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
"განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

NATO არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება რუსეთთან აწარმოოს - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 13:39

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება. აპატურაის თქმით ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალი რუსეთს შეუთანხმოს, რადგან ალიანსში საქართველოს მომავალი მხოლოდ ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია. აღნიშნული განცხადება აპატურაიმ „მოამბის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან საუბარში გააკეთა:

„მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები კარგად თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს და ამავე დროს გვაქვს მცდელობა იმისა, რომ რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი, ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ იდეა არის ის რომ საქართველოს მომავალზე იმსჯელონ ნატომ და რუსეთმა მაშინ ეს შეუძლებელია და არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. ალიანსში საქართველოს მომავალი ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგს, დიალოგი მნიშვნელოვანია და არაერთი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიდზლება ამ დიალოგს ჰქონდეს შედეგი, მეორე - დიალოგით მხარეებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ პოზიციების შესახებ, მესამე - ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მძიმე სიტუაციაში საქართველოს აქვს კონსტრუქციული დიალოგის მცდელობის სურვილი. მე ვსაუბრობ იმ ფორმატებზე, რაც არსებობს, ტარდება ჟენევის მოლაპარაკებები. საქართველომ თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. თქვენ გვერდით არიან პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი, ის ფორმატები, რაც უკვე არსებობს, სერიოზული პოლიტიკური სიგნალია, სასაუბრო არხი ღიაა და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შედეგს მივაღწიოთ“- განაცხადა აპატურაიმ.

დავით ბაქრაძე ჯეიმს აპატურაის ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:25

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს ხვდება. შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუც ესწრება. საუბრის მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტია.

 

 

ხიდაშელის განცხადება ვარშავის სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:36

„საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატოს წევრობის,“ - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ღონისძიების I სესია ევროატლანტიკური უსაფრთხოების და ნატოში ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ესტონეთის ელჩი ნატოში ლაური ლეპიკი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი. სესიას „ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო - ნატოს ერთგული ასპირანტი აღმოსავლეთით” მოდერატორობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა.

სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტისა და დეკემბრის მინისტერიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც მისი განცხადებით, რუსეთის მიმართ მკაფიო, პირდაპირი და ძლიერი გზავნილები უნდა გაჟღერდეს:

„თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს“.

რუსეთის უარყოფით როლზე ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის აუზში ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმაც. მან ნატოს გაფართოების პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს ასპირანტი ქვეყნებისთვის. "საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში.“

აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოში ყველაზე მასშტაბურადაა წარმოდგენილი, იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში დღეს კიდევ ორი სესიაა დაგეგმილი. მონაწილეები საინფორმაციო ომსა და მის სტრატეგიულ შედეგებზე, ასევე ვარშავის 2016 წლის სამიტამდე ნატოსა და მისი პარტნიორების შესახებ იმსჯელებენ.

ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში, - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 13:53

" საქართველომ ძალიან მაღალ დონეზე განახორციელა და ახორციელებს რეფორმებს. მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ ჯარს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

 ნატო ბუქარესტის სამიტის განცხადების ერთგულია, კიდევ უფრო მტკიცედ ვაცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში," -  ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:16

26 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების პროცესი. ხაზი გაესვა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის განხორციელება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა ამის ნათელი დადასტურება იყო. შეხვედრისას ასევე დეტალურად განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი. აღინიშნა, რომ სამიტზე ადეკვატურად უნდა აისახოს საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ეს სამიტი უნდა იყოს გაწევრიანებისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს, ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში უმნიშვნელოვანესი მონაწილეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები და გართულებული უსაფრთხოების გარემო.

საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის, - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:08

"საქართველოს ადგილი ნატო-ში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. გავიხსენოთ მისია ავღანეთში, რომელიც ზოგჯერ სამწუხაროდ, დანაკარგებშიც გამოიხატება. ასევე უფრო მეტად აისახება ნატო საქართველოში, იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით. საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის,"- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს. 

 

ჯეიმს აპატურაი "რუსთავი 2"-ზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:01

ზუსტად ერთ საათში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება საქალაქო სასამართლოში. პროცესი 10 საათზეა ჩანიშნული.

მოპასუხე მხარე ახსნა განმარტებით წარსდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

დღესვე შესაძლოა, მოსარჩელე მხარის ექსპერტი დაიკითხოს, რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყო რუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

„ნატო ევროატლანტიკური მისწრაფების ქვეყნებისთვის კარის მიჯახუნებას არ აპირებს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 10:49

ნატო-ს  სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტ ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში NATO-ს ასპირანტი ქვეყნების მოლოდინებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაზეც იმასთან დაკავშირებით, რომ მონტენეგროს ნატო-ში მიღება ნიშანი იქნება იმისა, რომ საქართველოს ჯერიც დადგა, კომენტარი  გააკეთა:

”ერთის მხრივ ტექნიკური თვალსაზრისით ყველა ასპირანტი შეფასდება ცალ-ცალკე, გაწეული სამსახურის და მიღწეული პროგრესის მიხედვით, ამ საკითხში მათ შორის კავშირი არაა. მეორე მხრივ ჩემი აზრით საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრულიად მართალია. მე ვფიქრობ, რომ რომელი ქვეყანაც არ უნდა დაპატიჟოს ნატო-მ, მონტენეგრო ძალიან კარგ პოზიციაზეა. გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ეს იქნება ძლიერი სიგნალი. სიგნალი იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა და ვერცერთი გარე ძალა, არაწევრი სახელმწიფო ვერ მოახდენს ალიანსზე ზეწოლას, რომ კარი დავხუროთ. ეს იქნება პოზიტიური შეტყობინება ალიანსის ქვეყნისთვის, გააგრძელეთ მუშაობა, ნატო ევროატლანტიკური მისწრაფების ქვეყნებისთვის კარის მიჯახუნებას არ აპირებს,”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური