მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 11:35

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

კახა კახიშვილმა სტუმრებს, ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:34

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

„გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პირველად ეწვია ცესკოს. ის სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია საქართველოში. მას აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები. ასევე გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისა და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერა, ისე ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხარდაჭერა გამჭვირვალობისთვის და რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობისთვის იქნება მაქსიმალურად დადებითი და პოზიტიური საქართველოს არჩევნებისთვის“, - განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მედიასთან არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, - „ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური