ჯარისკაცის მკვლელობისთვის 19 წლის გოგონა დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 17:48

 7 მარტს მომხდარი  ჯარისკაცის მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 წლის გოგონა დააკავეს. 

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  39 წლის რომან მირიანაშვილი საკუთარ სახლში  ხანძრის შედეგად დაიღუპა, რომელიც დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს  საძილე მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. 

გამოძების ინფორმაციით, დაკავებულმა მირიანაშვილს ჯერ მედიკამენტები მიაღებინა, შემდეგ კი  მის ოთახს ცეცხლი წაუკიდა.   

გამოძიება  სისხლის სამართლსი კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 10:52

შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. ჯერ ჯერობით უცნობია რა გახდა სუიციდის მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხიდიდან გადახტა. შემთხვევა გუშინ თბილისში მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

რა გახდა 33 წლის ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი-მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 10:43

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ 33 წლის თამაზ თამარაშვილი მოკლეს.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ეჭვობენ, რომ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.

როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ჯარისკაცს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.

„გამორიცხულია, მას თავი მოეკლა. ეს არის სისულელე. იძახიან მძინარეს იარაღი გაუვარდაო. კაი ვთქვათ ასე იყო, რომ დაინახეს რომ დაიჭრა, სად იყო იმ დროს პერსონალი? სისხლისგან რომ დაიცალა, მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში? როგორც გავიგე, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო“ - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

მანანა აკოფიას თქმით, გარდაცვალებამდე მისი მეუღლე ძმას ესაუბრა.

„ყურძენი იყიდეთ და დავწუროთო, უთქვამს ძმისთვის. არც აღელვება და არც რაიმე სახის უხასიათობა არ შეგვინიშნავს’- განაცხადა ჯარისკაცის მეუღლემ, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლე გამოცდილი ჯარისკაცი იყო და მას იარაღი დაუდევრობით არ გაუვარდებოდა.

„წუთში შლიდა და აწყობდა იარაღს, გუშინდელი ჯარისკაცი არ იყო. არ მჯერა თვითმკვლელობის’- დასძინა თამაზ თამარაშვილის ცოლმა.

ჯარისკაცის თვითმკვლელობის არ სჯერა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის რწმუნებულს და გარდაცვლილის მეგობარს ზურაბ ბეკურიშვილს.

„ოჯახზე გადაყოლილი, წყნარი ბიჭი იყო. ყველას გვიყვარდა. არც მტყერი ყოლია, არასდროს უთქვამს ჯარში თავს ცუდად ვგრძნობო. 100 მეთაურს უთქვამს, შემთხვევიდან 10 წუთში უკვე საავადმყოფოში იყოო, თუმცა თამაზს ვერაფერს აგებინებდნენ, გონება უკვე დაკარგული ჰქონია“- აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.

მისი თქმით, გარდაცვლილი სასმელს ვერ იტანდა.

„გამოვრიცხავ, რომ სამხედრო ნაწილში ხელმისაწვდომი იყოს ალკოჰოლი. თამაზი იშვიათად სვამდა, რადგან ალკოჰოლს ცუდად იტანდა“ - აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილი გუშინწინ გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

უწყება მომხდარზე დამატებით კომენტარს გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 10:55

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეით ბრიგადაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

გარდაცვლილის მეუღლის განცხადებით, თამაზ თამარაშვილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.

„გამორიცხულია, მას თავი მოეკლა. ეს არის სისულელე. იძახიან მძინარეს იარაღი გაუვარდაო. კაი ვთქვათ ასე იყო, რომ დაინახეს რომ დაიჭრა, სად იყო ამ დროს პერსონალი? სისხლისგან რომ დაიცალა, მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში? როგორც გავიგე, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო“, - აცხადებს „კურიერთან“ საუბარში  გარდაცვლილის მეუღლე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თამაზ თამარაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გარდაცვილი საკუთარ სახლში, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში გუშინ გადაასვენეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 17:01

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე ჯარისკაცი დაიღუპა. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, გარდაცვლილი მეხუთე ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილია.

რამ გამოიწვია ახალაგზრის დაღუპვა უცნობია. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპუის ოჯახს. ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცლდება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 11:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და თანამებრძოლებს.

ეს არის დიდი დანაკლისი დაღუპულის ოჯახისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოსთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქედს იხრის გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის წინაშე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური