ლიკვიდირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 ივლისი 2020 14:30

სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ  21 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, 00.30 სთ-ზე შეეცადნენ შეასრულებინათ სადაზვერვო ფრენები აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის აგდამის რეგიონის მიმართულებით, ხოლო დილით 08.45 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რეგიონის მიმართულებით.
მტრის ორივე უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილების მიერ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

"საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, წინა დღეს დედას ამშვიდებდა"- ზესატაფონში ავღანეთში გადრადცვლილ ქართველი სამხედროს გლოვობენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 15:23

ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას ბეგლარ ბებიაშვილს მეზობლები დადებითად ახასითებენ. ქართველი სამხედრო, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა

სოფელ მარტოთუბანში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა.

„უწესიერესი ახალგაზრდა დააკლდა ქვეყანას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აფეთქება შემოვლის დროს მოხდა. ბიჭი ადგილზე დაუღუპა სამი ქართველი კი დაიჭრა. კონტარქი ოქტომბერში ეწურებოდა და ოჯახს ძალიან უხაროდა. მომხდარის წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ მშვიდად ყოფილიყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს…“- აცხადებენ ჯარისკაცის ახლობლები.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სავარაუდოდ, კვირას ჩამოასვენებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, უწყების ცნობით ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

წყარო: newposts.ge

ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 მაისი 2017 14:13

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო. წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე, კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი.

JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს, სიმბოლურად, ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნებს გაივლის.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა. JTEC-ის პირად შემადგენლობას ცენტრის დაარსების ორი წლისთავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა მიულოცეს.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის კაპიტან კახაბერ შპეტიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხის მედალი მაიორ ირაკლი სურგულაძეს გადასცა. დღესვე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მადლობის სიგელებიც მიიღო.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ცენტრი საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მასში 300-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. ცენტრში ასევე, წარმოდგენილები არიან ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ნორვეგია, დანია, ლატვია, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და მუდმივი კონტრაქტორები აშშ-დან. JTEC-ის სამომავალო გეგმები ცენტრის საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების დახმარებით დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საველე სიმულაციური საცეცხლე მხარდაჭერით და სხვა ეფექტებით უზრუნველყოფს. JTEC-ის მხარდაჭერით, 2016 წელს ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდა. იგეგმება მსგავსი წვრთნების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობების განვითარება. JTEC აგრეთვე მხარს უჭერს, უზრუნველყოფს და ატარებს ეროვნულ, უწყებათაშორის, ორმხრივ და მრავალეროვნულ სწავლებებს.

უკრაინაში შეტაკებების დროს ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 მაისი 2017 10:34

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მებრძოლებმა აცნობეს.

როგორც დავით მაყიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პრო რუსმა სეპარატისტებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ამის გამორუსთავი 2 მის ვინაობას არ ასახელებს.

 

"ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 15:56

„ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და მძიმე იყო იმის გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს არავითან შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, მე ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს, საქართველოს ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი,“ -   რუსეთის მხრიდან ქართველ სამხედროებზე გამოცხადებული დევნის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  ეკა მიშველაძემ ისაუბრა. .

გადრაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს თავდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 12:13

გორის რაიონის სოფელ სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე დაკრძალეს. სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვას დაესწრნენ და ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ. დაკრძალვამდე ორიოდე დღით ადრე დაღუპულ ჯარისკაცს გამოემშვიდობა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც.

სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით გულის უკმარისობა გახდა. დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.

დავით ლომიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. იმავე წლის აგვისტოში ის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ISAF-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ყანდაღარის პროვინციაშიც იმყოფებოდა.

დავით ნარმანიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 მაისი 2016 14:48

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული თანამოქალაქის ვალია, პატივი მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც მშვიდობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ამაგს ქვეყნის წინაშე" - განაცხადა დავიტ ნარმანიამ.

ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა ისაა, რომ მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 მარტი 2016 14:58

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრო.  სერჟანტთა მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე  ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენაც მოხდა.

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა  მიმართა, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ეს  ყველაფერი  მშვიდობიანი გზით მოხდება.  გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვართ სერჟანტთა სკოლაში - სკოლაში იმ ადამიანებისა, რომლებზეც გადადის მთავარი ტვირთი ბრძოლისა, იმ სირთულეებისა, რომლებიც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე შეეხება. თქვენ გამგრძელებელი ხართ იმ ტრადიციებისა, რომლითაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მცირე ერმა სწორედ თქვენი წინაპრებით და თქვენნაირი ადამიანებით შევძელით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი - იყო ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოებებში, მაგრამ მაინც შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე,  თქვენი ძალისხმევით ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთულეს ვითარებაში დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად. ნიშანდობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი უკავშირდება გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი თავისი სიმამაცით. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში", - აღნიშნა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და  სკოლის კურსანტები დაესწრნენ. 

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

ჯარისკაცის მკვლელობისთვის 19 წლის გოგონა დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 17:48

 7 მარტს მომხდარი  ჯარისკაცის მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 წლის გოგონა დააკავეს. 

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  39 წლის რომან მირიანაშვილი საკუთარ სახლში  ხანძრის შედეგად დაიღუპა, რომელიც დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს  საძილე მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. 

გამოძების ინფორმაციით, დაკავებულმა მირიანაშვილს ჯერ მედიკამენტები მიაღებინა, შემდეგ კი  მის ოთახს ცეცხლი წაუკიდა.   

გამოძიება  სისხლის სამართლსი კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ვახტანგ კაპანაძემ დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 14:16

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაღუპული ჯარისკაცის, მაიორ დიმიტრი ლეკიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.

38 წლის სამხედრო მოსამსახურე H1N1 გრიპის ვირუსის შედეგად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. იგი სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობდა.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურე საბურთალოს სასაფლაოზე  დაკრძალეს.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური