თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 13:38

თბილისში, ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ.

„თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

„თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის. თბილისი აუცილებლად იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეოჯარიმის სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 12:06

ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, შეიმუშავა ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი.

”ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში”, - აცხადებენ შსს-ში. 

პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს ესტონეთის კანონმდებლობა. 

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. 

”ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების 
ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში”, - აცხადებენ შსს-ში. 

პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინიგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნეს-სექტორისთვის. 
ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთი 24:7 დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 13 მარტი 2016 13:01

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 12 მარტს სოჭში რუსეთის ნაკრებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გამართა და მეტოქე 24:7 დაამარცხა. ქართველებმა მეტოქეს 3 ლელო და 3 გარდასახვა გაუტანეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველო 3:0 დაწინაურდა. მე-18 წუთზე ლევან ხმალაძის გადაკიდებულ ბურთს თამაზ მჭედლიძის პირველი ლელო მოჰყვა, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა და "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:0 მოიგეს.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, გარდასახვა კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში -17:0 გახდა.

62-ე წუთზე ლელო გიორგი ნემსაძემ გაიტანა, კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი იყო  და საქართველო დამაჯერებლად გავიდა წინ - 24:0. მატჩის დასრულებამდე რუსეთის ნაკრებმა პრესტიჟის ლელოს დადება შეძლო და მატჩი საბოლოოდ 24:7 დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ.

რაგბი ევრიპის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასკვნით მატჩს "ბორჯღალოსნები" 19 მარტს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ 4 მოგებით ლიდერობენ და ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2016
მე-4 ტური, 12 მარტი


რუსეთი - საქართველო 7:24
რუმინეთი - გერმანია 61:7
ესპანეთი - პორტუგალია 39:7

ჯარიმა სიგარეტის ნამწვავის გადაგდებისა და ქუჩაში გადაფურთხებისთვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 15:58

იტალიაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.  სიგარეტის ნამწვავის ქუჩაში გადაგდების შემთხვევაში მოქალაქეებს ჯარიმის სახით,  300 ევროს გადახდა მოუწევთ.  შედარებით მცირე  ჯარიმის გადახდა მოუწევთ ქუჩაში გადაფურთხებისთვის, ამ შემთხვევაში მოქალაქეები ჯარიმის სახით, 30  ევროს გადაიხდიან. კანფეტის ქაღალდის გადაგდებისთვის კი მოქალაქეებს 150 ევროიანი ჯარიმა დაუწესდებათ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური