"ვერ ვპატიობ, რამ გადაურია თავი, რაშია საქმე" - ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017 12:19

86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 აგვისტო 2017 12:57

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ პოეტის შვილმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 
„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 
მისი თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური