შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:10

2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტორიზებულ აფთიაქში საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ჩატარებული ღონისძიებისას პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა ფორმა N2 რეცეპტის გარეშე მოხდა. გამოვლენილი ფაქტის საფუძველზე, აღნიშნულ დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა; ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადება-“ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში საკონტროლო შემოწმებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:16

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში საკონტროლო შემოწმება ჩატარდა. სააფთიაქო ქსელი, საკუთარი ინიციატივით, მომხმარებლებს სთავაზობდა მათ მიერ დამზადებულ ბარათებს, ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, ელექტრონული რეცეპტის მისაღებად, რაც ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მედიკამენტის გაცემის წესს. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ არ ისარგებლონ მსგავსი სქემებით". 

შედგენილია 4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლებიც გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში დღეიდან ვაკანსიების კვირეული იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 09:45

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში დღეიდან ვაკანსიების კვირეული იწყება. 
60-მდე კომპანიის წარმომადგნელები ორი დღის განმავლობაში 255 პოზიციაზე 630-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენენ.ღონისძიებაზე დასწრება და სამსახურის შოვნის შანსი მხოლოდ სპეციალურ საიტზე დარეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ. 25 სექტემბრიდან ანალოგიური ფორუმი თელავში გაიმართება.

 

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური