პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 აპრილი 2017 16:14

 

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს, სადაც დევნილთა სტატუსისა და მათთვის სოციალური შეღავათების გაზრდის თაობაზე მსჯელობენ.

კომიტეტს ცვლილებათა პაკეტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ წარუდგინეს, რომლის მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება, ხოლო დევნილის შემწეობა 45 ლარის ნაცვლად, 60 ლარით განისაზღვრება. სხდომას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებიც ესწრებიან. 

ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მთავრობამ წერილობითი ფორმით წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა წლიურად 75.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს და მთავრობა ამ წინადადების გაზიარებას ვერ დაეთანხმება.

ჯანდაცვის კომიტეტში განვლილი წელი ჯამდება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:50

2015 წელს აჯამებენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში. კომიტეტი დღესვე მომავალი წლის სტრატეგიასა და გეგმებს წარადგენს. 

დიმიტრი ხუნდაძე მთავარ მიღწევად ეფექტური ნარკოპოლიტიკის განხორციელებასა და სააფთიაქო ნარკომანიის 99%-მდე შემცირებას ასახელებს. 

კომიტეტი უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს წარუდგენს. 

ანგარიშის პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური