თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი პრესკონფერენცია

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:16

დღეს თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალს დაიანა კროლის კონცერტი გახსნის

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 10:23

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი იწყება. დღეს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის.

მუსიკოსი პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს შეასრულებს ახალი ალბომიდან „Wallflower“.

23-29 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. დაიანა კროლის კონცერტის შემდეგ, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი. მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

ფესტივალის პროგრამა: 23 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - DIANA KRALL - Wallflower World Tour, 25 ოქტომბერი - 20:00სთ- თბილისის საკონცერტო დარბაზი-ESPERANZA SPALDING Presents: EMILY’S D+EVOLUTION, 26 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - JEFF BALLARD TRIO, 27 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - AVISHAI COHEN Triveni, 28 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი  - EDMAR CASTANEDA TRIO; 29 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - FOURPLAY - Celebrating 25 Years On Stage.

დაიანა კროლი - დაიანა ჯინ კროლი (16 ნოემბერი 1964 წ) - კანადელი ჯაზ-პიანისტი და ვოკალისტი; პირველი ალბომი გამოუშვა 1993 წელს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი. 2009 წელს ჟურნალმა „Billboard“-მა ის 2000-2009 წლების საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა. დაიანა კროლი ერთადერთი ჯაზ-მუსიკოსია, რომლის რვა ალბომმა, „Billboard“-ის ჩარტში გამოსვლისთანავე პირველი ადგილი. ესპერანსა ემილი სპალდინგი (18 ოქტომბერი, 1984 წ) - ამერიკელი ჯაზ-ბასისტი და მომღერალი, რომელიც თავის კომპოზიციებში მრავალი ჟანრის სინთეზს ახდენს. აღებული აქვს 4 "გრემი", მათ შორის, საუკეთესო ახალი არტისტის ტიტრული "გრემის" 53-ე დაჯილდოებაზე (ესპერანსა სპალდინგი პირველი ჯაზარტისტია, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა). მღერის ინგლისურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე. საკუთარი მუსიკალური ალბომით მუსიკოსი ჟურნალ „ბილბორდშიც“ მოხვდა. 2011 წელს, ალბომმა „Chamber Music Society“ (18000 გაყიდვა) მომღერალს ყველაზე გაყიდვადი თანამედროვე ჯაზარტისტის სახელი დაუმკვიდრა. ესპერანსას უახლესი პროექტი „Emily’s D+Evolution“ მისი ბავშვობის ინტერესებს - თეატრსა და პოეზიას ეძღვნება.

ჯეფ ბალარდის ტრიო - ამერიკელმა დრამერმა თეორიული განათლება კოლეჯში მიიღო და უკრავდა როგორც ბიგბენდში, ასევე, პატარა მუსიკალურ ჯგუფებში. ჯეფ ბალარდი თანამშრომლობდა ჯაზის ისეთ ლეგენდებთან როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, ჩიკ კორეა, ბრედ მელდაუ, ჯოშუა რედმანი და ა.შ. 2013 წელს შედგა მისი დებიუტი კვარტეტ „fairgrounds“-თან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე ბასისტი რეიდ ანდერსონი, პიანისტი ტიგრან ჰამასიანი და გიტარისტი ლიონელ ლუკი.

ავიშაი კოენი - ებრაელი მესაყვირე  მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას 8 წლის ასაკში დაეუფლა და უკვე 10 წლიდან „Rimon Big Band“-ის წევრი იყო. მოგვიანებით „Israeli Philarmonic Orchestra“-ის შემადგებლობაში გამოჩნდა. 1997 წელს, ბერკლის კოლეჯის დასრულების შემდეგ, აიღო მესამე ადგილი მესაყვირეთა კონკურსში "Thelonious Monk Jazz“. სადებიუტო სოლო ალბომი, სახელოწოდებით „The trumpet player“, 2003 წელს გამოსცა. ასევე ახორციელებდა ერთობლივ პროექტებს სხვა ცნობილ ჯაზშემსრულებლებთან. მისი თქმით, ყველაზე დიდი გავლენა მის მუსიკალურ აზროვნებაზე ლეგენდარულმა მაილს დევისმა მოახდინა.

ედმარ კასტანედა - კოლუმბიელი არფაზე დამკვრელია. მისი შემოქმედება მეტწილად ლათინურ ჯაზს უკავშირდება, თუმცა, ხშირად კოლუმბიურ ხალხურ მუსიკასაც ასრულებს. მისი ტრიოს „Edmar Castañeda Trio“ შემადგენლობაში შედიან: David Silliman (დრამი) და Marshall Gilkes (ტრომბონი). ედმარ კასტანედა ასევე „Andrea Tierra“-ს კვარტეტის წევრია. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან და ჯგუფებთან, როგორებიცაა: პაკიტო დე რივერა, უინტონ მარსალისი, ჯონ სკოფილდი, ჯო ლოკი, ჯონ პატიტუჩი, Chico O'Farrill Afro-Cuban jazz big band და The United Nations Orchestra, Simón Diaz, Samuel Torres.

Fourplay - ამერიკული ჯაზ კვარტეტია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. თავდაპირველად ჯგუფის წევრები იყვნენ: ბობ ჯეიმსი (კლავიში), ლი რიტნაური (გიტარა), ნათან ისტი (ბასი) და ჰარვი მეისონი (დრამი). 1997 წელს ლი რიტნაურმა ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი ლარი კარლტონმა დაიკავა, რომელიც მოგვიანებით ჩაკ ლოუბმა ჩაანაცვლა. 1991 წელს, ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Fourplay“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ში. ალბომმა „Between the Sheets“ 1993 წელს "გრემი" დაიმსახურა, ხოლო 1995 წლის პროექტი „Elixir“ ჩარტებში, 90 კვირის განმავლობაში, პირველ ადგილს იკავებდა. 2015 წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა ახალი ალბომი „Silver“, რომელიც „Fourplay“-ს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

თბილისის ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:40

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, და „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორ გიორგი კერესელიძესთან ერთად რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენციას დაესწრო. თბილისის ჯაზ-ფესტივალში, რომელსაც 23-29 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

„თბილისის მერია მიესალმება დედაქალაქში ასეთი სახის ფესტივალების  ჩატარებას. ჯაზ-ფესტივალის სტუმრები, წელსაც, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები იქნებიან. გარდა იმისა, რომ ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის, ასევე, ეს ყველაფერი დადებითად აისახება თბილისის საერთაშორისო იმიჯის შექმნაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წელსაც  გამოვთქვამთ მზაობას, ვითანამშრომლოთ კულტურის სამინისტროსთან და ხელი შევუწყოთ თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის ჩატარებას.“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ.

წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს ახალი ალბომიდან „Wallflower“ შეასრულებს. მორიგ საკონცერტო დღეს კი, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით, ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი წარდგება.

„მინდა, ყველას მივულოცო ჯაზ-ფესტივალის მოახლოება. წლებია, ეს ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟულია, არა მხოლოდ ჯაზის, არამედ, ზოგადად, მუსიკალური ფესტივალების ოფიციალურ კალენდარში. წელსაც , ტრადიციულად,  გამორჩეული მონაწილეები არიან. სხვადასხვა ფორმატის კონცერტები როგორც დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე საკლუბო სივრცეში გაიმართება“,  - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე იქნებიან : მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და  ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

დედაქალაქის მერიასთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  ისრაელის საელჩო საქართველოში და თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური