გია ხუხაშვილი რესპუბლიკელებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 11:43

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს რესპუბლიკელების განცხადებების არ ესმის და მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელებს არ გააჩნიათ მოსახლეობის ისეთი მხარდაჭერა, რომ ასეთი „გონორით საუბრის" ლეგიტიმაცია ჰქონდეთ.„საიდან მოდის ეს გონორი, ხალხს ელაპარაკონ. უკანა კარიდან ნუ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.პოლიტოლოგს ასევე გაუგებარს უწოდებს რესპუბლიკური პარტიის მხრიდან დასავლური არჩევანის გარანტებად დასახელებას და ამბობს, რომ დღეს დასავლურ არჩევანს სახელმწიფოში გარანტორები საკმარისი ჰყავს და დასძენს, „თინა ხიდაშელის მხრებზე არ დგას ეს“.

 

პრემიერი, როგორც ქვეყნის ლიდერი, ვალდებულია წასვლის მიზეზი დაასახელოს - გია ხუხაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 დეკემბერი 2015 10:07

"პრემიერს აქვს ვალდებულება, როგორც ქვეყნის ლიდერს, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამს, პირველი: დაასახელოს მიზეზი წასვლის და მეორე: რას აპირებს სამომავლოდ, აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუ გადის პოლიტიკიდან. მან ეს თავისი ვალდებულება არ შეასრულა და ამით დაარღვია ჩვენი უფლება, რომ ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, ან ზეგ ქვეყანაში. ამან, ნაცვლად იმისა, რომ კითხვები მოხსნილიყო და სტაბილურობის განცდა გაჩენილიყო, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გადადგა, თუ გადააყენეს ირაკლი ღარიბაშვილი და რა გახდა დიდი საკადრო ცვლილებების მიზეზი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე? გია ხუხაშვილის ანალიზი და პროგნოზები „სტარვიზიის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“.

“აშშ–სთვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია“-გია ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 11:50

აშშ-სთვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია- აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი . მისი თქმით „აშშ–ს განცხადება "ისლამური სახელმწიფოს" სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურების დაწყების შესახებ, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ამერიკა რუსეთის დღის წესრიგს მისდევს და მისთვის „ისლამურ სახელწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“  გია ხუხაშვილმა.ექსპერტი განადგურებული ნავთობის პრობლემასაც შეეხო ,მისი თქმით  განადგურებული ნავთთობის, იმდენად მცირე რაოდენობაზეა საუბარი, რომ ნავთობის ბაზარზე ის რადიკალურად ვერ აისახება,თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე გავლენა, ექნება.აშშ–ს თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად, მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს.

„ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უჭირს“-ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 16:31

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უჭირს.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ერთადერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა,  ხელისუფლებას დასჭირდა უზარმაზარი ძალისხმევა, მათ შორის - რბილად რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის ძალიან ინტენსიური გამოყენება, იმისათვის, რომ ეს არჩევნები მოეგო. ჯამში, ხელისუფლების რეიტინგი, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით, 15%-ით გაიზომა. ეს სურათი გვაქვს დღეს და ბუნებრივია, რომ კოალიციას სერიოზულად უჭირს“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებზე  ამომრჩეველთა 70% არ მივიდა, ხოლო ხელისუფლების კანდიდატს ხმა ადმინისტრაციული რესურსის ფონზე მისულმა, ამომრჩევლის  ნახევარმა მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა ხმათა 49,5% მიიღო და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს 3,67%–ით აჯობა. 

 

„სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებამ, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს “-ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 11:19

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების გაგრძელება, ოდესის გუბერნატორისა და  „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციით დაინტერესებულ ძალებს საპირისპირო შედეგს მოუტანს.„პირველი შოკი გასაგებია, მაგრამ, რაც ხდება, უკვე ჭორაობას ემსგავსება. ეს ჩანაწერები, ეფექტის მხრივ, უკვე ბევრს არაფერს იძლევა და, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, იმან, ვინც ამას აკეთებს, საბოლოო ჯამში, საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, ერთადერთი შედეგი, რაც მოჰყვა უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, სააკაშვილის მარგინალიზაციაა. წინა კვირიდან მოყოლებული, უკრაინულ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი  ვრცელდება  სხვა და სხვა პირებთან, „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორთან  ნიკა გვარამიასთან და საქართველოს  უშიშროების საბჭოს ექს- მდივანთან გიგა ბოკერიასთან, რომელშიც ლაპარაკია ტელეკომპანიის სიტუაციის ძალისმიერი მეთოდებით  გადაწყვეტაზე და შემდგომ მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით წარმართვაზე.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური