აბაშიძე-კარასანის შეხვედრა დღეს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 10:54

დღეს აბაშიძე-კარასანის მორიგი შეხვედრა  გაიმართება.  შეხვედრაზე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ხურჩაში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. აბაშიძე თქმით,  დამნაშავე სწრაფად უნდა დაისაჯოს. 

გარდა ხურჩაში მომხდარი მკვლელობისა, მხარეები სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კუმუნიკაციებს და ორ ქვეყანას შორის არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავენ. 

 

„დიდი ალბათობით გიგა ოთხოზორიას მკვლელი არ დაისჯება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 მაისი 2016 22:51

„ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც გაზავებულია გარკვეულწილად პოლიტიკით და ეს აჩვენებს, რა განწყობა აქვთ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთის მიმართ, რამხელა აგრესიაა დაგროვილი. ვფიქრობ, გადაჭარბებულია ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა და აქცენტირება მის უუნარობაზე. არის ერთი გამონაკლისიც: მე ვფიქრობ, ხელისუფლებას პირველივე წუთებიდან უნდა დაეწყო კონსულტაციები აფხაზურ მხარესთან დამნაშავის დასჯაზე. ვფიქრობ, ეს მიღწევადი იყო, რადგან არ მგონია, რომ მეორე მხარის გაგებითაც ეს კრიმინალი არ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ელიტამ ზედმეტი აქცენტები გააკეთა  პოლიტიკაზე და არ მოახდინა თემის ლოკალიზაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე. ამ საკითხს თავიდანვე რომ ჩამოშორებოდა ასეთი პოლიტიზირება, შესაძლებელია, რომ ქართულ მხარეს უზრუნველყო დამნაშავის დასჯის ორგანიზება...დიდი ალბათობით, დამნაშავე არ იქნება დასჯილი ან იქნება ფორმალურად დასჯილი. ამას საფუძველი შეუქმნა თემის ზედმეტმა პოლიტიზირებამ“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

 

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს შემთხვევა“ - მამუკა არეშიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 მაისი 2016 12:07

„აფხაზურ მხარეს ეს ყველაფერი არ აწყობდა იმიტომ, რომ აფხაზური მხარე ცდილობს მოახდინოს თავისი პოლიტიკის დივერსიფიკაცია როგორმე და არ იყოს მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული, მოაჩვენოს დასავლეთს, რომ ეს არის ცივილიზებული სახელმწიფო წარმონაქმნი. ამ ფონზე ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ნამდვილად არ უწყობს ხელს აფხაზეთის, როგორც რეალური სახელმწიფო წარმონაქმნის, პრეზენტაბელურობას... რაც შეეხება რუსეთს, ეს არც მას აწყობდა. რომ გადავხედოთ გლობალურ პოლიტიკას, დღეს რუსების მდგომარეობა საკმაოდ არამყარია, განსაკუთრებით კერისა და პუტინის ბოლო შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინის თემა და პირველი შემთხვევა იყო, რომ კერი პუტინს სახალხოდ დაემუქრა. ამ მუქარას კი მოჰყვა სავჩენკოს ელვისებური გათავისუფლება. ამ ფონზე კიდევ რამე ექსცესი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ნამდვილად არ აწყობდა მას. ამიტომ მე მგონია, რომ ხურჩაში მკვლელობა იყო პირადი ინიციატივა იმ კონკრეტული ჯგუფის, რომელიც იქ იყო და დაუსჯელობის სინდრომი რომ მუშაობს, ეს ფაქტია...თუ აფხაზურ მხარეს ეცოდინებოდა, რომ იქ გამშვებ პუნქტთთან ახლოს დგას ქართული ბლოგპოსტი, მაშინ მეტი შიში და რიდი ექნებოდათ...საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს შემთხვევა იმისთვის, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებში სიტუაცია დაძაბოს“ - განაცხადა ესქპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს მამუკა არეშიძე პასუხობს.

 

ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 10:49

ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება. 

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტიც გაუქმდა.  

26 მაისს ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დაკრძალავენ. 

ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება, - გიორგი მღებრიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 15:31

„ეს არის ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება,“ -  განაცხადა შს მინისტრმა  გიორგი მღებრიშვილმა  ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. 

გიორგი მარგველაშვილმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მსოფლიო ლიდერებთან ისაუბრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 მაისი 2016 15:23

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მუშაობაში მონაწილეობა შეაჯამა და სტამბოლში გამართულ სამიტს, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.
„საქართველოს ჰყავს დევნილებისა და ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობა და მსოფლიო ლიდერებთან სწორედ ამ პრობლემატიკაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა.
ბუნებრივია, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერებისათვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ჩვენი პოზიცია გაგვეზიარებინა.
სამიტის ფარგლებში ჩვენ სწორედ გაერო-ს ტრიბუნიდან განვიხილეთ საქართველოსთვის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, არაღიარების პოლიტიკა, დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების თემატიკა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა და შეხვედრაზე
საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხების შესაძლებლობის განხილვა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სტამბოლში, პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა 23-24 მაისს ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთან და სიტყვით გამოვიდა ფორუმის ლიდერთა სეგმენტზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში და პლენარულ სესიაზე.

 

ეს იყო წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა, - პაატა ზაქარეიშვილის სინანული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:12

"ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც სახელმწიფო მინისტრი ვარ პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს,“ - აღნიშნული განცხადება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, თავის პირველ კომენტარზე საუბრისას გააკეთა.

 პაატა ზაქარეიშვილმა 21 მაისს განაცხადა, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა საშინელაბაა, მაგრამ ეს არ არის სისტემური ხასიათის:

 „ეს არის საშინელი მკვლელობა. სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,“- განაცხადა მინსიტრმა.

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური